ახალი წლიდან უალკოჰოლო სასმელი შესაძლოა, გაძვირდეს
ახალი წლიდან უალკოჰოლო სასმელები შესაძლოა, გაძვირდეს. როგორც
"ინტერპრესნიუსს" ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა
, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, 2013 წლის 1-ელი იანვრიდან არაალკოჰოლური
სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები მატერიალური ან
არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას დაექვემდებარება.
მისივე თქმით, არააქციზური საქონლის 2013 წლიდან მარკირების სავალდებულო
წესი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების
საფუძველზე განისაზღვრა, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას "გადასახადების
ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31
დეკემბრის № 996 ბრძანებაში. "ბრძანების თანახმად, შერჩეული პირის
მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება
შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური
და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში,
ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს
ექვივალენტი ლარებში. ელექტრონულ მარკირებას კი საქართველოს სახელმწიფოსთან
დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია
SICPA განახორციელებს, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ამავე
ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს გადაუხდის",-აღნიშნა
ლექვინაძემ. აქედან გამომდინარე, ექსპერტები უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას პროგნოზირებენ.
"ეს გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულის ზრდას, რადგან უალკოჰოლო
სასმელებსა და მინერალურ წყელბზე მომუშავე კომპანიებს მოუწევთ დამატებითი
ტექნიკური ღონისძიებების გატარება, რომ ახალი კანონის ფარგლებში მოექცნენ.
გარდა ამისა, ეს ღონისძიება ფასიანია, ათასი ერთეული ასეთი ნიშანდების
გაკეთება 5 ევროს ფარგლებში ჯდება, რაც კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯია.
ბუნებრივია, ეს აისახება თვითღირებულებაზე. გაძვირებული ნაწილი კომპანიამ
უნდა აიღოს თავის თავზე და მარჯა მოიკლოს მოგების ან ელემენტარულად,
პროდუქციის ფასში ასახოს. სავარაუდოდ, ეს პროდუქციაზე მინიმუმ 5 თეთრიან
მატებას მაინც გამოიწვევს, რაც არასასურველია. მინერალური წყლებისა და
უალკოჰოლო სასმელების სექტორი ელასტიური და მგრძნობიარე ბაზარია ფასის
მიმართ. ფასის მცირედი ზრდა გაყიდვების შემცირებაზე ავტომატურად აისახება,
განსხვავებით სიგარეტისა და მსგავსი პრიდუქციისა. ამიტომ ასეთ
მდგომარეობაში ამ სექტორის ჩაყენება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ დგას,
გაუმართლებელია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკურმა ექსპერტმა
ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ აუცილებელია, ახალმა მთავრობამ ფინანსთა
ყოფილი მინისტრის მიერ მიღებულ შესაბამის ბრძანებულებას გადახედოს.
გარდა ამისა, ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ახალი ვალდებულება პროდუქციის
გაყიდვების შემცირების შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსავლებზეც უარყოფითად
აისახება.
რაც არ უნდა გვიმტკიცოს ექცპერტმა, რომ წყლის გაძვირება გარდაუვალია, მაინც არაა სწორი ეხლა, ამ ეტაპზე ამის გაკეთება. საართველოში მტკნარი და მინერალური წყალი არ უნდა ძვირდებოდეს.
ისედაც ძვირია წყალი და გამაგრილებელი სასმელები საქართველოში. უფრო გაძვირება, რა ვიცი... ისე ალკოჰოლური სასმელები და კიდევ ქიმიურად დამზადებული გამაგრილებელი სასმელები თუ ცოტა ძვირი იქნება, ჩემი აზრით, არ არის კატასტროფა. ჯანმრთელობას ვნებს და იქნებ ფულლის დაზოგვის მიზნით მაინც აღარ იყიდონ.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]