ხუთშაბათი, 19.06.2025, 01:00
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » 80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია
10:14
80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია


გუშინ, 80 წლის ნანა ბებო ციხიდან გამოუშვეს... პრეზიდენტმა შეიწყალა.

2012 წლის 20 ოქტომბერს, როცა ქალთა კოლონიაში მონიტორინგის დროს, 80 წლის ბებოს შესახებ პატიმრებმა პირველად მიამბეს, დაუჯერებელი ამბავი მეგონა. ვერ წარმოვიდგინე, 80 წლის ბებო ციხეში რატომ უნდა ჩაესვათ. განა რა დააშავა?..

 

22 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან საქმის მასალები მოვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ნანა ბებომ თავი დამნაშავედ არ სცნო, მაგრამ მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა 2011 წლის 9 თებერვალს მას მაინც მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა ბებოს მეზობლის ბოსტნის ღობის დაწვაში ადანაშაულებდა.

 

განაჩენის მიხედვით, ნანა ბებოს ბრალი დაედო რუსთავში მეზობლის კუთვნილი ნივთის განადგურებაში. კერძოდ, განაჩენში წერია, რომ ბებომ ცეცხლი მოუკიდა მცირე ზომის მიწის ნაკვეთში ღობესთან დალაგებულ შეშას და ხის სხვა მასალას, რომელიც ეკუთვნოდა მის მეზობელს, ვისთანაც პირადი მოტივით იყო განაწყენებული, რითაც მან მეზობელს მიაყენა 1000 ლარის ზიანი. ნანა ბებომ დანაშაული არ აღიარა და არც ახლა აღიარებს. ის ამბობს, რომ ცეცხლი მეზობლის ღობეს გაუფრთხილებლად გადაედო, როცა თავის ბოსტანს ასუფთავებდა და არავითარი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.

 

მოკლედ, ბრალდებულის ასაკი არც პროკურორმა ზურაბ ბელთაძემ გაითვალისწინა, რომელსაც ნანა ბებო მანამდე უჩიოდა, რომ მისი ბინის გაძარცვის ფაქტზე პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა; არც მოსამართლე ლიპარტელიანმა; არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა, რომელმაც რუსთავის სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, იური ტყეშელაშვილმა და გიორგი შავლიაშვილმა. მათ, ბებოს, საკასაციო საჩივრის განხილვაზე საერთოდ უარი უთხრეს, მნიშვნელოვანი არ არის სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვისო.

ციხეში სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ნანა ბებომ სასჯელაღსრულების სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს მიმართა და პირობით ვადამდე გათავისუფლება მოითხოვა. საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გორაძემ და წევრებმა ირაკლი აბესაძემ, ბესიკ ცხადაძემ და გიორგი კოპალიანმა, 2012 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ნანა ბებოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, სასჯელის მიზანი მიღწეული არ არისო.

 

ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამიკვირდა, ამდენი უგულო და უსამართლო ადამიანი ერთად როგორ შეიყარა...

 

უსამართლობის ნიმუშია ქალბატონი ანჟელას საქმეც. სასჯელს ისიც რუსთავის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ოღონდ დახურულ ნაწილში. ის 7 შვილის დედაა. 2012 წლის 20 მარტს დააკავეს, თაღლითობის ბრალდებით. საგულისხმოა, რომ დაკავებამდე 3 დღით ადრე, 17 მარტს მრავალშვილიანი დედა „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა. დაპატიმრების შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილები თავს სოციალურ საცხოვრებელში აფარებენ.

 

გამსესხებლისთვის 1450 დოლარის დროულად დაბრუნება ვერ შეძლო 8 შვილის დედამ, ქალბატონმა ფატიმამ. დაკავებამდე ის საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისგან მოითხოვდნენ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ხელმძღვანელობიდან ვინმე გაეფუჭებინა. „მორწმუნე ქალი ვარ, ცოდვას ვერ ჩავიდენდიო" და ციხეში გაუშვეს, სსკ–ის 180–ე მუხლით. წელიწადი და 8 თვეა სასჯელს იხდის.

 

მრავალშვილიან დედებს შეწყალება არ შეეხოთ. ანჟელას სასჯელი ჯერ მისჯილი არ აქვს, ქალნატონ ფატიმას ნახევარი არ მოუხდია. ამნისტიის იმედზე არიან. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მსჯავრდებულებს სასჯელი უნახევრდებათ, ასეთ შემთხვევაში კი მალე უდოც შეეხებათ.

 

„შვილო, იცით, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა განაჩენის გამოტანის დროს რა მითხრა?" რა მეთქი, ვკითხე ქალბატონ ფატიმას. „8 შვილი გყავს და 8 წლით ციხეში როგორ გაგიშვაო?" ყველაზე პატარა 5 წლის მყავდა. ცრემლები წამომივიდა და ზუსტად ამ დროს, გამოაცხადა: „განსასჯელი ფატიმა ... ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით".

 

აბა, ამათ, ვინც 80 წლის ბებო ციხეში გაუშვა 3 წლით, 8 შვილის დედა 8 წლით და 7 შვილის დედა 7 წლამდე პატიმრობისთვის გაწირეს, ადამიანები ჰქვიათ?

 

მე არც აქამდე ვენდობოდი კუბლაშვილის კანტორას, მაგრამ, სულ მინიმუმ, ამ „მოსამართლეების" სამსახურიდან გაშვების მოთხოვნის შემთხვევაში, N1 მოსამართლე სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაში რომ დაგადანაშაულებს, საღად აზროვნებს?

ნანახია: 995 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 321 2 3 »
0  
1 ეფემია   (23.11.2012 10:20) [Материал]
საოცრებაა პირდაპირ!!!
ყველა ეხლა როგორ გახდა ადამიანური და კეთიშობილი. თავად სააკაშვილიც კი...

გამარჯობათ დიდგორელებო. მომენატრეთ.

0  
2 ბიბი   (23.11.2012 10:35) [Материал]
ყველა გიორგის, დიდგორელებს და სრულიად საქართველოს, ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! გვფარავდეს მისი ძალა და მადლი!!!

0  
3 ეფემია   (23.11.2012 10:37) [Материал]
ბიბი გამარჯობა. :*** <br /><br />

გიორგობას გილოცავთ დიდგორელებო! გფარავდეთ წმინდა გიორგი!

0  
4 ბიბი   (23.11.2012 10:38) [Материал]
ფეფე გამარჯობა და გილოცავ, პირადად, გიორგობას!

0  
5 ეფემია   (23.11.2012 10:42) [Материал]
დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.

წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

0  
6 ბიბი   (23.11.2012 11:01) [Материал]

0  
7 კორშა   (23.11.2012 11:04) [Материал]
ბევრი მოსამართლე ცხენის კუდზე უნდა გამოაბა.ესენი მოსამართლეები კი არა ჯალათები არიან.

0  
8 კორშა   (23.11.2012 11:04) [Материал]
ბიბი როგორ ხარ.კარგად იქეიფე გუშუნ?

გილოცავ გიორგობას.

0  
9 ბიბი   (23.11.2012 11:06) [Материал]
მართლმსაჯულება, საერთოდ შესაცვლელია მთლიანად, პიროვნულადაც და სისტემურადაც! angry რა თქმა უნდა კანონებიც, აუცილებლად!

smile
გამარჯობა, კორშა! smile

0  
10 ბიბი   (23.11.2012 11:08) [Материал]
მადლობა, კორშა, კი კარგად გავატარე დრო, უფრო სწორად, განვიტვირთე, მეგობარს ვესტუმრე და ერთად აღვნიშნეთ... smile
მეც გილოცავ, ბედნიერებას და ოცნებების ახდენას გისურვებ!

0  
11 ბიბი   (23.11.2012 11:11) [Материал]
კორშა, გავდივარ და გიტოვებ 5 სტუმარს, აბა შენ იცი, არ მოაწყინო... biggrin biggrin biggrin biggrin

0  
12 ლონდა   (23.11.2012 11:20) [Материал]
გიორგობას გილოცავთ :*

0  
13 კორშა   (23.11.2012 11:21) [Материал]
მე-9 არხზე დეტექტორია ბიბი. ნახე ეს ყაჩაღები რას შვრებოდნენ.მხედრიონი ანგელოზი მოგეჩვენება კაცს surprised

0  
14 კორშა   (23.11.2012 11:21) [Материал]
წახვედი? cry

0  
15 ლონდა   (23.11.2012 11:22) [Материал]
მეც ვნახავ მერედეტექტორს. კორშა პრივეტ :*

ავდგები და შემოვალ მერე, ეხლა გავახილე თვალები biggrin

1-15 16-30 31-32
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025