საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე ‘’Facebook-ის’’ საკუთარ
გვერდზე ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს,
რომ კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ფრაზად „გაასაღა" ტექსტი, რომელიც
კობახიძემ „ხმალივით მოიქნია ტრიბუნაზე": "ქალბატონმა ვიცესპიკერმა თავის
სიტყვაში წაიკითხა ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან ამის შემდეგ,
პირადად მივმართე, რომ წყარო მიეთითებინა...
ქალბატონმა მანანამ, კოლეგა დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან
გადამამისამართა, მან ნახა ეს სტატიაო. მივმართე ბატონ კვაჭანტირაძეს.
მითხრა ახლავე მოგიძებნიო. უკვე 40 წუთია ეძებს - წერს გოგა ხაჩიძე.
აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს.
„აი, ასეთი სიმართლით დადიხართ (თქვენი ველოსიპედით) ამ ქვეყანაზე ჩემო
ხაჩიძევ. ეს ვიდეო, რომელიც თქვენი გურუს სრული ლუსტრაციაა მე დიდი ხანია
ავტვირთე აქვე, ჩემს გვერდზე და ქვემოთ თუ ჩაყვებით, ნახავთ, მაგრამ, რისი
ნახვაც არ გსიამოვნებთ, რისი ნახვაც აშიშვლებს სააკაშვილის რეჟიმის
იდეოლოგიას ამას თქვენ ვერც დაინახავთ. საძაგლობაა ამის მოსმენა, მაგრამ
თქვენდამი პატივისცემის ნიშნად არ გაგაწბილებთ და აქაც დავდებ,
განმეორებით. ასევე ყველანაირი სიამოვნების გარეშე გავუგზავნი ამ ვიდეოს
ჩვენს საერთო მეგობრებსაც, ვისაც თქვენ სააკაშვილის ქება-დიდებით ყურები
გამოუჭედეთ. იმას მაინც თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი თავგადადებული
ადვოკატობით პასუხისმგებლობას თქვენ პირადად ასევე იზიარებთ იმ სიტყვებზე,
რასაც სააკაშვილი ამ ვიდეოში ამბობს? ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სისხლის
სამართლის დანაშაული, მოწოდება და დავალება ადამიანების განუკითხავად
მოკვლისა და განადგურებისა. ფრთხილად იყავით, დაუფიქრებლად ნუ ილაპარაკებთ
ზედმეტს. დამიჯერეთ ერთხელ მაინც", - წერს კვაჭანტირაძე.
ვიდეო, რომელზეც მანანა კობახიძე საუბრობდა:
https://www.youtube.com/watch?v=TWYAZD3AeO8&feature=youtube_gdata_player