ვის კაბინეტში დაიგეგმა საქართველოს ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა და რატომ უნდა დაიხვეწოს სამხედრო კონცეფცია?
ავტორი:
22 ნოემბერი, 2013. 18:37
ინტერვიუ გენერალ კობა კობალაძესთან
მინი-დოსიე:
კობალაძე კობა თენგიზის ძე, დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს, თბილისში, მოსამსახურის ოჯახში;
1986
წელს დაამთავრა თბილისის მე-12 საშუალო სკოლა; 1987-98 წლებში სავალდებულო
სამხედრო სამსახური მოიხადა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის
საჰაერო-სადესანტო ნაწილში; 1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი;
1994-1996 წლებში წარჩინებით დაამთავრა რიაზანის უმაღლესი
საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი სამხედრო სპეციალობით -
სადესანტო-სადივერსიო ქვეგანყოფილების მომზადება-გამოყენება, სამოქალაქო
სპეციალობით - მუხლუხოვანი და ბორბლებიანი ტექნიკის ინჟინერი; 1996-1999
წლებში მოსკოვში წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო
აკადემია, სპეცაილობით - შენაერთების სამხედრო-ადმინისტრაიალი მართვა და
ოპერატიული ხელოვნება; 2001 წლის 27 ივლისს დაამთავრა ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემია, სპეციალობით - სახელმწიფოებრივი
აღმშენებლობა, სამხედრო სტრატეგია და ოპერატიული ხელოვნება; 2002 წელს
გარმიშში (გერმანია), ჯ. მარშალის სახელობის სტრატეგიის ცენტრში დაგეგმილ
უმაღლეს აღმასრულებელ კურსზე გაიარა სრული კურსი, თემით - მსოფლიო
გლობალიზაციის საკითხები და ევროატლანტიკური სივრცის ინტეგრაცია
აღმოსავლეთის სივრცეში; 2002 წლის თებერვალში აშშ-ს ჯორჯიის შტატის
ეროვნული გვარდიის სარდლის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
ამერიკაში, სადაც შემუშავდა საქართველოს გვარდიის რეორგაიზაციის უახლოესი
და პერსპექტიული გეგმები, მიენიჭა ჯორჯიის შტატის საპატიო გვარდიელის
წოდება; 2002 წელს თურქეთის სპეცდანიშნულების სარდლის მიწვევით, თურქეთში
გაეცნო მათ სტრუქტურასა და მოქმედების სპეციფიკას; 2003 წლის მაისში კვლავ
გაგზავნეს მარშალის სახელობის ცენტრში, სადაც გაიარა სრული კურსი თემით -
მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის აუცილებლობა და
მეთოდები; 2003 წლის ნოემბერში დაამთავრა სან-რემოს (იტალია) სამხედრო
კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი.