online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 14
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს და მის
გარემოცვას მოპარული 19 მილიარდის უკან დაბრუნება მოსთხოვა!
10 სექტემბერი, 00:27
ზომა |
 |
A |
 |
დარეჯან ლიპარტელიანი
ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის და პრემიერად დანიშვნისთანავე
პირველი რაც გააკეთა, ის იყო, რომ, თავისი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი
ადამიანებისგან, ფინანსისტების, ეკონომისტების, აუდიტების და სხვადასხვა
დარგის ექსპერტ-სპეციალისტებისგან -სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფი პრემიერმა
გასაიდუმლოებულ ვითარებაში შექმნა და მუშაობაც ამავე რეჟიმით მოუხდა.
ჯგუფის არსებობის შესახებ დღემდე არაა ცნობილი და მხოლოდ კულუარებში
მოარული ხმების დონეზე საუბრობენ, რომ საიდუმლოდ შექმნილ სამუშაო ნდობის
ჯგუფს, პრემიერმა ნაციონალური ხელისუფლების, კონკრეტულად კი პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლო გარემოცვის მიერ სახელმწიფოს კუთვნილებაში
არსებული ქონების და თანხების უკანონოდ მიტაცება-მითვისების ფაქტების
გამოვლენა დაავალა, აცხადებს კონფიდენციალური წყარო `ექსკლუზივნიუს~-თან
საუბარში და დეტალურად ჰყვება ნდობის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი მრავალი
კანონდარღვევის ფაქტების შესახებ, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ და
კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილმა თავის უახლოეს გარემოცვასთან ერთად 9
წლიანი მმართველობის პერიოდში ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად კი, იმ ფინანსურ
დანაშაულზეა საუბარი, როცა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები მიხეილ
სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ბოლო 9 წლის განმავლობისაში მოიპარა.
|
გივი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და "ნაციონალური
მოძრაობის" სხვა მაღალჩინოსნები არიან ჩართული ნარკოტრანზიტში
10 სექტემბერი, 00:10
ზომა |
 |
A |
 |
დარეჯან ლიპარტელიანი
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ოფიციალური განცხადების
გაკეთებიდან ზუსტად 4 დღეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის
მარჯვენა ხელის და ახლა უკვე შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი,
პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი დააკავა. თამაზ თამაზაშვილი პირველი
ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და ის
ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ამ საქმეზე კი ის
პოლიციელები დააკავეს, რომლებმაც პოლიციის გენერალი უკანონოდ დააპატიმრეს.
გამოძიებასთან თანამშრომლობის და დანაშაულის აღიარების გამო პოლიციელებს
გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძეს, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილს,
გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილს ბრალი შეუმსუბუქდათ და თამაზაშვილმა
ისინი შეიწყალა. თუმცა, ამ საქმის გამოძიება ამ პოლიციელების
დაკავება-გათავისუფლებით არ დასრულებულა და გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პოლიციის გენერლის მიმართ შეურაცხმყოფელი
განცხადებების გაკეთებას არც მაშინ ერიდებოდნენ, როცა თამაზაშვილი
დაპატიმრებული იყო და მისი მისამართით სხვადასხვა ბრალდებების გაჟღერებას
დღემდე აგრძელებენ. ბოლოს თამაზ თამაზაშვილის შესახებ ტყუილი გივი
თარგამაძემ გაავრცელა.
|
|
|
|
|
|