ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:05
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 03

დავით უსუფაშვილი: თუ გინდათ გეტყვით ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი

დავით უსუფაშვილიივანიშვილი თავის ყველა დანაპირებს ასრულებს, მათ შორის იმას, რომ 2-3 წელიწადში ის პოლიტიკურ ცხოვრებას დატოვებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამბასადორიალის მიმდინარეობისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაციაა, რომ მთავრობა ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული, ყველამ შეძლოს მისი წილი პასუხისმგებლობის აღება.
«პრემიერ-მინისტის გადადგომა საქართველოს კონსტიტუციით იწვევს მთავრობის გადადგომას, ახალი პრემიერი მოქმედი უმრავლესობის მხრიდან იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, შემდეგ კი შეიქმნება მთავრობა. მთავრობის შექმნა თავიდან არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, შესაძლოა იყოს საკადრო ცვლილებები, მაგრამ, ზოგადად, პრემიერიც და პარლამენტიც კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით. დღეს ამ თემაზე დროის ხარჯვა ვინ იქნება მას შემდეგ, არასწორია, მოდი ვიფიქროთ იმაზე, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, თუ გინდათ გეტყვით»,- განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

წყარო timer.ge/

Просмотров: 927 | Добавил: კობა | Дата: 03.09.2013 | Комментарии (26)

ნინო ბურჯანაძემ გურიაში წინასაარჩევნო სლოგანი გააჟღერა
ნინო ბურჯანაძემ გურიაში წინასაარჩევნო სლოგანი გააჟღერა
15:16 03.09.2013
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ, დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გურიაში გამართულ შეხვედრაზე, თავისი წინასაარჩევნო სლოგანი გააჟღერა.
„სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის" - ეს იქნება სლოგანი, რომლითაც ნინო ბურჯანაძე, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე წარსდგება.
გურიაში ვიზიტის ფარგლებში, ნინო ბურჯანაძემ ქალაქ ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საარჩევნო შტაბები გახსნა, შეხვდა ამ ქალაქებისა და ასევე სოფელ აცანის მოსახლეობას.
დღესვე ნინო ბურჯანაძე სოფელ სუფსას მოსახლეობასა და ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეს მოსახლეობას შეხვდება.
Просмотров: 743 | Добавил: კობა | Дата: 03.09.2013 | Комментарии (4)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025