ოთხშაბათი, 18.06.2025, 20:41
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 19 » პრეზიდენტის გადადგომა
07:05
პრეზიდენტის გადადგომა

პრეზიდენტის გადადგომა
სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების ამბავი რომ ვიცი, კარგა ხანს არ მჯეროდა, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვალა. ერთ კვირაზე მეტია უკვე გასული და კიდევ არ მჯერა ამის, მაგრამ ყველა არხი, არასამთავრობო თუ სამთავრობო, ამას იძახის! თუმცა რჩება ერთი კითხვა: სად მიდის მიხეილ სააკაშვილი? ცოტა ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტი "რუსეთის აგენტებისგან" დაკომპლექტებულ მთავრობის სხდომას უძღვებოდეს. ჩვენმა გაზეთმა რამდენიმე წლის წინ დაწერა, როგორ გადადგებოდა სააკაშვილი. დღეს ეს საკითხი მეტად აქტუალურია, ამიტომ გთავაზობთ პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის ბოლო წუთების ოდნავ შეცვლილ ვარიანტს კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენის" მიხედვით.

ამდენი შიდა თუ გარე შეცდომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გადადგომა გადაწყვიტა და განცხადების დასაწერად მოემზადა. ბოკერიამ მოუსწრო ანაზდად.

- შენს მეტი ხომ არავინაა აქ, გიგა?
- არავინაა, მიშა ბატონო!
- კარგია, შენს მეტი რომ არავინ ესწრება ჩემს გადადგომას, გიგა...
- რა დროს გადადგომაა, ერთი წელი კიდევ დაგრჩათ, მიშა ბატონო.
- არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია ოკეანისგაღმელი პრეზიდენტის რისხვამ. მივდივარ ამ სასახლიდან, გიგა. უამბე ჩემი მონათხრობი, ვინც მომიკითხოს. ჯონ მაკკეინსაც და უკანასკნელ ახალგაზრდა "ნაციონალს", მარიამ საჯაიასაც უამბე, გიგა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც პრეზიდენტს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ნაკლი "ნაციონალებისა" მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, ლიბერალიც ვიყავი და მართლმადიდებელიც, რუსეთს ვებრძოდი და მეშინოდა მურმან დუმბაძისაც, მაგრამ "ნაციონალებისთვის" არასოდეს მიღალატია, გიგა.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მედროვეები სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი პარტიის მედროვეები. კარგად ვიცი, ჩემს პარტიაში ნახევარი ფულისთვის იყო შემოსული, ნახევარი თანამდებობისთვის, ხოლო როცა პარტიაში ამდენი მედროვე გყავს და ამდენი უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა, გოგორიშვილიც ვერ გაგამარჯვებინებს, გიგა. თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, თელავს რომ არ ეღალატათ, იქაც ვძლევდი ივანიშვილს, იცოდე. სიყრმე და სიჭაბუკე პოლიტიკას შევწირე, მაგრამ ოპოზიცია გიჟს მეძახდა, პოზიცია - "მიშა მაგარიას".
დამანელა ნაციონალების კინკლაობამ, გიგა, ჩვენში ყველა ნაციონალს მინისტრობა სწყუროდა, მინისტრს - პრემიერ-მინისტრობა, პრემიერ-მინისტრს - პრეზიდენტობა. მუდამ ფეხქვეშ მეგებოდნენ ჩვენი ნაციონალები და ოპოზიციის დიდი ნაწილი, მაგრამ ყველა მაინც ვერ დავიმორჩილე, ამიტომაც არ მიყვარდა ალასანია და პოლიტიკაში მოსვლის გამო წავეკიდე ბიძინას!

წინა საარჩევნოდ კარგი ვაჟკაცები და რიტორები ვართ, გიგა, ეგაა ოღონდ, არჩევნების დროს დანაპირები აღარ გვახსოვს გამარჯვებულებს.
ოდითგან ასე მოგვდგამდა "ნაციონალებს", მუდამ კადრების სიმცირეს მივსტიროდით, რადგან თანამდებობები ბევრი გვქონდა მუდამ, მაგრამ პროფესიონალი "არანაციონალი" თუ გამოგვერეოდა თანამდებობაზე, ისე დავკორტნიდით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

ახლა ადექი, გიგა, სოფლელი "ნაციონალი" მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ბაქრაძეები და გაბაშვილები, აი ის "ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხომ?" რომ იძახის. იმ ნაციონალის ბუტბუტი მენატრება, გიგა.
მცირე ხანს დადუმდა, უცნაურად დაემანჭა სახე, ჯიბიდან კალამი ამოიღო და ბოკერიას ესროლა:
- აჰა, რაღას უცდი, დაწერე განცხადება, შე უღმერთო, ბარემ გათავდეს ეს პრეზიდენტობა, გიგა!
ნანახია: 1320 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 1951 2 3 ... 12 13 »
0  
1 ბიბი   (19.10.2012 07:42) [Материал]
გამარჯობა, ფეფე! smile

+3  
2 ფეფე   (19.10.2012 07:46) [Материал]
გამარჯობათ.
ბიბი დილა მშვიდობისა tongue tongue tongue

როგორც ყოველთვის დღესაც ყველა ამერიკელს დაასწარი გაღვიძება. :)))
ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის

0  
3 ფეფე   (19.10.2012 07:48) [Материал]
ქალი ძაღლს ძუძუთი კვებავს
44 წლის კალიფორნიელი დიასახლისი ტერი გრემი საკუთარ ძაღლს ძუძუთი კვებავს. ქალმა სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა.

გრემმა ძაღლის საკუთარი რძით გამოკვება მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა.

"სამწუხაროდ, მეორე შვილის ძუძუთი გამოკვება ვერ შევძელი, - განაცხადა ტერი გრემმა, - ამან ძალიან დამაკომპლექსა. ერთხელ ახალშობილი ვაჟისთვის რძეს ვიწველიდი და ბოთლში ვასხამდი, ამ დროს პაუკმა მოირბინა და ძუძუს ლოკვა დაიწყო".

ტერის თქმით, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ ცხოველს სჭირდებოდა. ტერი დედობრივ ინსტინქტს დანებდა და უკვე ორი წელია პაუკს საკუთარი ძუძუთი ზრდის.

"სრულფასოვან დედად მხოლოდ მას შემდეგ მივიჩნევ თავს, რაც საკუთარი სხეულით პაუკის კვება დავიწყე", - აცხადებს გრემი.

ფსიქოლოგების თქმით, ქალის უჩვეულო ქცევის მიზეზი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებია, რაც მშობიარობის შემდგომი დეპრესიითაა გამოწვეული.

0  
4 ბიბი   (19.10.2012 07:52) [Материал]
მე ადრე მიყვარს გაღვიძება, თუ გვიან ავდექი, მერე მთელი დღე ''ზარმაცი'' ვარ smile

ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის

0  
5 ბიბი   (19.10.2012 07:55) [Материал]
ავადმყოფია, რა თქმა უნდა! საკუთარ შვილს რძეს არ აძლევს და ძაღლს კვებავს?!
2 წელი რძე როგორ ჰქონდა? angry

0  
6 ბიბი   (19.10.2012 07:57) [Материал]
რამოდენიმე წლის ჭინ , აქ მოკვდა მილიონერი ქალი, რომელმაც შვილებს თა შვილიშვილებს თითო-თითო მილიონი დაუტოვა ანდერძით, ხოლო ძაღლს 14 თუ15 მილიონი angry biggrin biggrin biggrin გიჟები არიან აბა რა biggrin

0  
7 ბიბი   (19.10.2012 08:01) [Материал]
ბიძინა რა სიძულვილს იმსახურებს, რა გააკეთა კარგის მეტი? ის , რომ პრეზიდენტი ამხილა? კი ბატონო, ნუ დაუჯერებ და იყავი შენს ფანთან angry

მე სააკაშვილი არ მძულს, უფრო მეტიც, მეცოდება... ავადმყოფია და მისი გარემოცვა ასულელებს უფრო მეტად angry

0  
8 ფეფე   (19.10.2012 08:02) [Материал]
საერთოდ ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ეს ძაღლი მძულს. აქ დაყავს ხოლმე ერთ ქალს ძაღლი კალიასკით და ნეტავ განახათ როგორ სიყვარულით შეჰყურებენ ხოლმე ერთმანეთს ძაღლი და პატრონი. თან ისე იფერებს ეს ძაღლისც საკუთარ მდგომარეობას... არ მიყვარს ასეთი გადაგვარებული ურთიერთობები. გყავდეს ძაღლი, აღიქვი როგორც მეგობარი, მაგრამ ადამიანის დონეზე ნუ დააყენებ რა...

0  
9 ბიბი   (19.10.2012 08:03) [Материал]
ფეფ, გავედი, საყვარელო, საქმე მაქვს და მოგვიანებით შემოვალ smile

0  
10 ფეფე   (19.10.2012 08:08) [Материал]
კარგი ბატონო...
დროებით... smile

0  
11 ფეფე   (19.10.2012 08:24) [Материал]

თელასის ტანამშრომლებიც რა ცუდ პირობებშიყოფილან. sad

0  
12 ფეფე   (19.10.2012 08:30) [Материал]

0  
13 ფეფე   (19.10.2012 08:37) [Материал]
საინტერესოდაა განხილული.
აუდიო: http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/374195.html

”საავტორო უფლება” პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალაზე

გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან ერთი თვის თავზე მედიაკავშირ ”ობიექტივსა” და ბელგიაში გაქცეულ ციხის ყოფილ თანამშრომელ ვლადიმერ ბედუკაძეს შორის ფარული ჩანაწერების დაკვეთისა და მათი გავრცელების ორგანიზების თაობაზე დავა მიმდინარეობს. საგანგებო ბრიფინგზე მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სწორედ მათი დამსახურებით შეიტყო საზოგადოებამ ციხეში არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი დღეს ამბობს, რომ ვიდეომასალა მისი ორგანიზაციის 2 წლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში ”საავტორო უფლებებზე“ დავა აქტუალური არ არის. რა ვითარებაა ციხეებში ახლა, სკანდალიდან ერთი თვის თავზე და ხელისუფლების გადაბარების პროცესში?

მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის მტკიცებით, საზოგადოება გლდანის ციხეში არსებული ვითარების გამოაშკარავებას პირადად მას და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერებს, დავით თარხან-მოურავსა და გიორგი ლომიას უნდა უმადლოდეს. თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ დეტალურად მოეთხროთ მათ მიერ 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი ჟურნალისტური გამოძიების ნიუანსები. გავრცელებული აზრი, თითქოს ამ ვიდეომასალების გავრცელებით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სინამდვილეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილმა ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც განაცხადა, რომ ვიდეომასალის შემცველი ჩიპი მას გადასცეს ვანო მერაბიშვილის სახელით, ხელისუფლების ვერსიით კი, ვლადიმერ ბედუკაძე პატიმართადმი არაადამიანიური მოპყრობის ამსახველ კადრებს, იმჟამად პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დავალებით, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ იღებდა. თამაზ თამაზაშვილი შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

0  
14 ფეფე   (19.10.2012 08:38) [Материал]
მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრიფინგის ორგანიზატორებისთვის ვითარება ”დღესავით ნათელი” ჩანდა და პერიოდულად დარბაზში მათი მხარდამჭერების აპლოდისმენტებიც ისმოდა, ჟუნრალისტთა უმეტესი ნაწილისთვის მაინც ბევრი რამ ბუნდოვანი დარჩა, მათ შორის, კითხვა:

” რატომ გახდა ახლა, ერთი თვის თავზე, ”საავტორო უფლებებზე” დავა აქტუალური, თუკი არც ერთ მხარეს, როგორც ამას მედიაკავშირ ”ობიექტივის” წარმომადგენლები ამტკიცებენ, არც მერკანტილური მოტივები ამოძრავებდა და არც სახელის მოხვეჭა?”

ირმა ინაშვილი ამ ეჭვების გაფანტვას შემდეგნაირად შეეცადა:

”შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ეს ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ უმაღლეს დონეზე. გადააგდეთ შური, თქვით ეს პირდაპირ და შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენი ამოცანა დღეიდან, ამ წუთიდან, არის ყველა დამნაშავე პირის დასჯა, საყოველთაო ამნისტიისთვის ბრძოლა, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესება, იმიტომ რომ ციხეები ოსვენციმი აღარ უნდა იყოს.”

დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა უარი უთხრა რადიო თავისუფლებას კომენტარზე. მას არ დაუმალავს, რომ ვერაფრით გაერკვა რა დავა მიმდინარეობს ირმა ინაშვილსა და ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს შორის. აქვე გეტყვით, რომ, ირმა ინაშვილის სიტყვებით, ვლადიმერ ბედუკაძე მხოლოდ გავრცელებული სკანდალური ვიდეოების ნაწილის გადაღებას ახდენდა, არც ამ და არც სხვა ვიდეოების გავრცელებაში მას მონაწილეობა არ მიუღია და ყველა ვიდეო თავად ირმა ინაშვილმა ჩაიტანა ბრიუსელში, საიდანაც ის შემდეგ ტელეკომპანიების ”მაესტროსა“ და ”მე -9 არხის” ეთერით გავრცელდა. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში ბედუკაძემ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი შანტაჟში დაადანაშაულა.

0  
15 ფეფე   (19.10.2012 08:39) [Материал]
„ობიექტივი“ თავად ახდენს თავიანთი თავის ლუსტრირებას. მე არ მოვიაზრებოდი იმ სპექტაკლში, რომლის დადგმასაც აპირებდნენ. სპექტაკლი კი იყო ის, რომ მე გამოვეყვანე ვიღაც აგენტი და ინაშვილს თავი - მაგარი ჟურნალისტი, თითქოს მან მოიპოვა ეს მასალები და ჩაიგდო ხელში,“- დაწერა ბედუკაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამ დავის დეტალებით არ ინტერესდება - მისთვის შედეგია მთავარი. მისი სიტყვებით, ციხის სკანდალურმა კადრებმა ქვეყანაში სიტუაცია შეცვალა, გამოაღვიძა საზოგადოება და ახლა მთავარია ყურადღება აღარ მოდუნდეს. ნანა კაკაბაძე უკვე წლების განმავლობაში ვეღარ სარგებლობდა საპატიმროებში შესვლის უფლებით. მისი თქმით, ციხის სკანდალური მასალის გავრცელებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის შეცვლის შემდეგ მიეცა მხოლოდ საშუალება მოენახულებინა რუსთავის ქალთა კოლონია. ის ჰყვება იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც იქ დახვდა:

”სამი ქალბატონი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, სამი ქალბატონი ინსულინდამოკიდებულია, ერთი ახალგაზრდა გოგონა აბსოლუტური ინვალიდია და ვერც მეტყველებს. და ასეთი ადამიანები ციხეში არიან და მოვითხოვ, რომ ყველა იმ პირმა, რომელმაც ამ ქალების წინაშე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, აგოს პასუხი, იქნება ეს მედპერსონალი თუ იქნებიან სხვა ადამიანები, რომლებმაც ეს ქალები ამ ზომამდე მიიყვანეს.”

1-15 16-30 31-45 ... 166-180 181-195
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025