ხუთშაბათი, 19.06.2025, 17:27
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 3 » თუ აღარ გჭირდებათ საიტი, თქვით ,ნუ გრცხვენიათ
14:44
თუ აღარ გჭირდებათ საიტი, თქვით ,ნუ გრცხვენიათ
თუ აღარ გჭირდებათ საიტი, თქვით ,ნუ გრცხვენიათ
ნანახია: 1023 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 10
0  
1 კატო   (03.10.2012 14:58) [Материал]
ქაჯუ აქ ხარ?

0  
2 ბიბი   (03.10.2012 15:34) [Материал]
არ ვიცი, რა ხდება! cry მთელი დღე გუშინდელ სტატიაში ვპოსტავ, sad ახლაღა გამოჩნდა ახალი თემები sad

0  
3 დიანა   (03.10.2012 19:11) [Материал]
ეს რა წამოგცდა კობა? sad მართალია,ხშირად აღარ შემოვდივარ,მაგრამ ,რომ მეგულებით,ისიც მამშვიდებს და გულს მიმაგრებს smile არც იფიქრო გენაცვალე ასეთი რამ.დიდ საქმეს აკეთებთ შენ,ლონდა,ფეფე,ბიბი და სხვებიც და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის გაიხარეთ და დალოცვილი იყავით ყველა.ჩვენ რასაც აქ ვუმხელთ პირადულს ერთმანეთს,ვერც ერთ საიტზე ვერ მიზავთ ამას.რამდენი სიკეთე გააკეთეთ,რამდენმა კარგმა ადამიანმა იპოვა აქ ერთმანეთი.დამეგობრება,უკვე მისვლამოსვლაც ხდება.განა ეს დიდებული არ არის? smile

0  
4 ამსო   (03.10.2012 19:43) [Материал]
მეცო მოვედი smile

კობა,მე თქვენზე ნაწყენი ვარ....ამიტომაც არ შემოვდიოდი, მაგრამ არანაირად არ მინდა გაუქმდეს ეს საიტი, ამიტომაც ვეცდები დავივიცყო რაც იყო. მე ისედაც სულ აქ ვიყავი,თქვენთან.დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც ეს საიტი შექმნა.

0  
5 არალე   (04.10.2012 02:18) [Материал]
დილა მშვიდობისა!
კობა, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, ერთად, სანამ ერთმანეთი არ მოგვბეზრდება, ეს კი დიდი ხანი არ მოხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, პირველ რიგში კი ჩვენი საყვარელი საქართველო.

უდიდესი მადლობა შენ, რომ ამის საშუალება მოგვეცი, გაიხარე კეთილო კაცო smile

0  
6 პაკო   (04.10.2012 08:16) [Материал]
თუ არაღ გჭირდებათ საიტი თქვით ნუ გრცხვენიათ :))

ყველას სჭირდება ეს საიტი ყველა შემოდის და კითხულობს დადებულ თემებს და განსაკუთრებით კმენტარებს :))

რატომ არ შემოდიან ეს უკვე თავად უნდა თქვან. მე არ შემოვდიოდი იმიტომ რომ ვერ ვკითხულობდი ქართულს. ვერ ვკითხულობდი ქართულს იმიტომ რომ ვინდოუსის გადაყენება არ მინდოდა:)) არ მინდოდა ვინდოუსის გადაყენება იმიტომ რომ გატეხილში ვიყავი თქვენი რეაქციით რაც კაზიმირასთან დაკავშირებულ ამბავს შეეხებოდა.
ბოლო მომენტამდე ყველა დუმდა, არაფერს ეუბნებოდა , მაგრამ ბოლოს ერთხმად ამოიღეთ ყველამ ხმა და გარიყეთ.
ყველაზე მაგრად ის მიტყდება რომ აქ ჩვენი ლამაზი და კარგი ურთიერთობა მთავრდება ზუსტად ერთ წუთში ! ოღონდაც ვინმე ვინმეს რამეში არ დაეთანხმოს და მორჩება ის ლამაზი ურთიერთობა. გუშინ ძმაკაცი დღეს გახდები მტერი. ეს ალბათ იმის ბრალია რომ მაინც ვირტუალურია ეს ყველაფერი. ისწავლეთ პირში ლაპარაკი ნუ მოერიდებით თუ ვინმესგან რამე არ მოგეწონებათ. ნუ ელოდებით ბოლო მომენტს !



აი ესეთი შემოვარდნები რომ იციან ხოლმე და მერე არ დაგინდობენ ყველაზე მაგრად ეგ ტეხავს. ჯობია ამ ზედმეტი და ფლიდი სიყვარულის მოჩვენების გარეშე ვიურთიერთოთ ერთმანეთთან. უფრო ნაღდი იქნება. უი შენი ჭირიმე და ვაიმე როგორ მიყვარხარ და ავოიეეე ეს ყველაფერი ზედმეტია როგორც მე დავინახე. ვიურთიერთოთ ნორმალურად ზედმეტი რაღაცეების გარეშე. თორემ დღეს ერთს ვამბობთ და ხვალ სხვანაირად ვიქცევით
მაგარი გლეხური საქციელია !
იგივე ვუთხარი ბასოს რომ მაგარი გლეხები არიან მეთქი რაც იქ ხდება. ეს ერთი საიტი გვქვს დღეში ერთი ორი საათი რომ შეხვიდე ნორმალურად დაილაპარაკო და იქაც არ ვინდობთ ერთმანეთს .
მეტი შეგნება და მეტი მოთმინება გვმართებს ერთმანეთის მიმართ.
ვიჩხუბეთ? ვიკამათეთ? მერე რა? ვის არ უკამათია? ამის გულისთვის კი არ უნდა დავახრჩოთ ერთმანეთი !
მე აქ ყველა თავისებურად მიყვარხართ . მიგეჩვიეთ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა მაწყენინა ან ვის რა ვაწყენინე. ერთი ვიცი რომ გასაყოფი აქ არავისთან არაფერი მაქვს. ჩვენ ყველა ერთ პონტში ვართ, საქართველოდან წამოსულები და მონატრებულები ერთმანეთს. ხო და ნუ გავიბუზღებით და ნუ ვიბუტებით . უნდა გვეყოს ყველას შეგნება და არ დავკარგოთ ერთმანეთი. მხოლოდ ერთი პირობით, ერთმანეთს პირში ვუთხრათ სათქმელი.

ველოდები, თუ ვინმეს რამე აქვს ჩემთან სათქმელი მითხრას.
მე ვისთან რა რა მაქვს ქვს სათქმელი ? კი მაქვს მაგრამ აღარ აქვს მნიშვნელობა.
მე თუ შემოვედი ესე-იგი დავივიწყე ყველაფერი. ხო და თქვენ ნუღარ იბუზღებით და შემოდით. თუ არა და ნურც იჭვრიტებით მაგარი ტეხავს ეგ საქციელი. თუ შემოდიხართ და კითხულობთ კომენტარებს მაშინ ბოლომდე შემოდით. თუ მიდიხართ წადით :)) რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა. Уходя - Уходи :))
დავამთავრე :)))

0  
7 კობა   (04.10.2012 08:45) [Материал]
პაკო! შედი ქვემოთ თემაში! ნეტა ერთმანეთის გინება ყოფილიყო,და არა რაც დიანამ გვამცნო!

0  
8 ქაჯანა   (04.10.2012 09:11) [Материал]
კობააა გცემ იცოდე angry

0  
9 კობა   (04.10.2012 09:15) [Материал]
შედი გუშინლელ თემაში ქაჯან,ბოლოს!

0  
10 ქაჯანა   (04.10.2012 09:18) [Материал]
ნეტავ არ შევსულიყავი რაააა sad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025