ოთხშაბათი, 18.06.2025, 16:45
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 15 » ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ
11:05
ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ
ტელემაუწყებლებს ვადაგადაცილებული დავალიანება და სანქციები შეუმცირდებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ამ გზით, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელეკომპანიებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ საგადასახადო პორობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება, მოიზიდონ ახალი ინვესტიციები ამ სფეროში", - განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა.
მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ პროცესების გამჭვირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს, საგადასახადო დავალიანებების არსებობის შემთხვევაში წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ტელემედიის მხარდაჭერისთვის საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ხეთაგურის თქმით, ბოლო საგადასახადო შეღავათი ტელემაუწყებლებისთვის 2010 წელს მოხდა, რომლითაც ისარგებლეს როგორც ცენტრალურმა, ისე რეგიონალმა მაუწყებლებმა.
ნანახია: 754 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2
0  
1 ლონდა   (15.10.2012 11:06) [Материал]
არაფრთ არ უნდა დაუშვან ეგ!!!!! რადგან ისევ სახელისუფლებო არხებზეა ეს გათვლილი და მათ გაძლიერებაზე.. მორიგი აფიორააა!!!!

0  
2 ბიბი   (15.10.2012 17:15) [Материал]
ვერაფერს იზამ, ჯერჯერობით ისევ ნაცები არიან სათავეში angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025