ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:15
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 4 » საბავშვო "ევროვიზია 2011"-ის გამარჯვებული საქართველოს ჯგუფი "CANDY" გახდა
11:20
საბავშვო "ევროვიზია 2011"-ის გამარჯვებული საქართველოს ჯგუფი "CANDY" გახდა
13:13 / 04-12-2011

რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "candy" გახდა. საკონკურსო სიმღერით Candy Music ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა .

ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა - 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელორუსელი ლიდია ზაბლოცკაია - 99 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

2011 წლის საბავშვო "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა და მას სომხეთის მაუწყებელმა უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი მეორედ გახდა. 2008 წელს კვიპროსზე, ლიმასოლში გამარჯვება ჯგუფმა "ბზიკებმა" მოიპოვა. 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის, "Candy" მხარდასაჭერად, სომხეთში ჯგუფი "ბზიკები" იმყოფებოდა და "ევროვიზიის" კვირეულში მონაწილეობდა. "ბზიკები" ერევანს მასპინძელი მაუწყებლის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვივნენ.

საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსში წელს მეხუთედ მონაწილეობდა. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა; 2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვა; 2009 წელს კიევში ჯგუფი "პრინცესები" მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით "მარი–დარი" მეოთხე ადგილი დაიმსახურა.

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია უმასპინძლებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/kultura/44925-sabavshvo-qevrovizia-2011q-is-gamarjvebuli-saqarthvelos-jgufi-qcandyq-gakhda.html#ixzz1fZzr9Hqc
ნანახია: 923 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 4
0  
1 არალე{   (04.12.2011 11:42) [Материал]
გვასახელეს ჩვენმა გოგონებმა, გილოცავთ საქართველო!!!

0  
2 შვაბ   (04.12.2011 15:11) [Материал]
mivulocoT chvens patarebs da sruliad saqarTvelos! flowers

madloba londa

0  
3 ბასო   (04.12.2011 15:31) [Материал]
მიშა, მიშა, მიშა და კიდევ სანდრა, უკანასკნელს გავურჭე დამამცირებელ პონტში. მაგარი უნიჭო სიმღერა იყო თუმცა ალბათ ევროვიზია ეგ დონეა. ამერიკაში ბავშვიან ქალიან კაციანად ბულბულებენ, ეს კი რა საშინელი ვითომ დისკო სირობა biggrin biggrin biggrin

0  
მაგარი ბავშვები არიან biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025