ხუთშაბათი, 19.06.2025, 03:07
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 12 » რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი
01:43
რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი
  საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ხილვით აღშფოთებული საზოგადოება ემოციის გამოხატვას არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაურბოდა და არც საქალაქო ტრანსპორტში. სწორედ სამარშრუტო ტაქსიში ამ თემაზე საუბრისას გავიცანი გოგონა, რომელიც "გამომიტყდა", რომ ნაცმოძრაობის პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის ყოფილი კლასელი იყო... პროფესიით კინოჟურნალისტი სოფო სურგულაძე ნაცმოძრაობის პრესსპიკერის ბავშვობასა და მასთან ბოლო შეხვედრაზე გვიამბობს:

- მე და ჩიორა თაქთაქიშვილი 57-ე სკოლაში (ფალიაშვილის ქუჩაზე) ერთ კლასში ვსწავლობდით. საკმაოდ გულჩათხრობილი გოგონა იყო, თუმცა ყოველთვის კარგად სწავლობდა და მასწავლებლებსაც უყვარდათ. ბაბუაჩემი, რეზო სურგულაძე, ისტორიას ასწავლიდა და ბაბუაც აქებდა. თუმცა აქტიური, სიცოცხლით სავსე ბავშვი არასდროს ყოფილა... კლასელები სახელის გამო ეხუმრებოდნენ. გამხდარი, სათვალიანი ბავშვი იყო, არასდროს იპრანჭებოდა. უბრალოდ, ჯიბრიანი იყო, ძალიან უყვარდა რაღაცის მტკიცება.

- კონფლიქტური იყო?
- არა, "კომსომოლა" ხუთოსანი გახლდათ. მისთვის მთავარი მაღალი ნიშნის მიღება იყო. არც შეყვარებული ჰყოლია და არც არასდროს უთქვამს ვინმეზე, მომწონსო. სხვათა შორის, ახლახან რომ ვნახე, გამომიტყდა, გავთხოვდიო, ვისზე, არ უთქვამს. მხოლოდ ის მითხრა, ბავშვის გაჩენას ჯერ არ ვჩქარობთო.


- ახლა თუ გაქვს ჩიორასთან ურთიერთობა?
- სკოლის დამთავრების შემდეგ არ მყავდა ნანახი. არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ შევხვდი. მცირეწლოვანი შვილი მყავს, უმუშევარი ვიყავი და იქნებ სამსახურის დაწყებაში მომეხმაროს-მეთქი. შეხვედრა რომ ვთხოვე, პარლამენტში დამიბარა. საკმაოდ თბილად შემხვდა, ბაბუა მოიკითხა, ვუთხარი, გარდაიცვალა-მეთქი. არც სკოლის პერიოდი უხსენებია და არც ჩვენი კლასელებიდან ვინმე. შევჩივლე, უმუშევარი ვარ, ძალიან მიჭირს, დიდი ხანია სხვადასხვა ვაკანსიაზე ვგზავნი ჩემს მონაცემებს, მაგრამ არავინ შემეხმიანა, ჩვენს ქვეყანაში ხომ სამსახურს მხოლოდ ნაცნობობით თუ დაიწყებ-მეთქი. სხვათა შორის, ჩიორა დამეთანხმა - სწორედ ამ პრობლემას ვებრძვითო და მითხრა, მხოლოდ ის შემიძლია, ნაცმოძრაობის სახელით რეკომენდაცია გაგიწიო რომელმე საარჩევნო უბანზეო.... ისე, ბევრი მეკითხება, ჩიორამ ამდენს როგორ მიაღწიაო. არ ვიცი, თუმცა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა იცოდე პენიტენციურ სისტემაში რაც ხდება და მაინც უტიფრად იცავდე ხელისუფლებას?! როგორ შეუძლია ამდენი სიყალბის გაზიარება?! სხვათა შორის, ჩიორასთან შეხვედრისას შევესწარი, რომ საფრანგეთიდან ელოდნენ სტუმრებს და ბჭობდნენ, სად წაეყვანათ, რომელ რესტორანში ექეიფებინათ და რა ეჩვენებინათ, საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება რომ შექმნოდათ. შევატყვე, დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და ხელისუფლებაში დარჩებოდნენ.

- ამდენი წლის უნახავ თანაკლასელთან შეხვედრის შემდეგ რა განცდა დაგეუფლა?
- შიშის... შუშის თვალები აქვს, ადამიანური აღარაფერი აქვს შერჩენილი. არადა, კარგი მშობლები ჰყავს, წესიერი, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ. ნუთუ არ ეუბნებიან, რომ მისი მოქმედება ადამიანობის ჩარჩოებს სცილდება?
მხოლოდ ჩიორას კი არა, მთლიანად ნაცმოძრაობას აქვს შუშის თვალები და ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. როგორ იპოვეს ერთმანეთი, სად შეიკრიბნენ, არ ვიცი.

- როგორ ფიქრობ, ჩიორა ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, რა განცდა დაეუფლება?
- დარწმუნებული ვარ, გაუკვირდება, რადგან პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. თუმცა მაქვს უფლება, მისი საქციელი გავაპროტესტო. ან რატომ უნდა გავჩუმდე? ცხოველი არ გააკეთებს იმას, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ციხეებში და ვითომც აქ არაფერი, მშვიდად განაგრძობდნენ დემაგოგობას. მართლა ძალიან მიკვირს, ჩემი კლასელი ასეთ არაადამიანად როგორ ჩამოყალიბდა.

ინტერვიუ: "როგორ ახასიათებს ჩიორა თაქთაქიშვილს მისი კლასელი"

ნინო მაისურაძე

წყარო/Source: http://geo.ambebi.ge//sazogadoeba/63222-ras-yveba-chiora-thaqthaqishvilze-misi-thanaklaseli.html#ixzz293oSFsP2
ნანახია: 1018 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 7
0  
1 ეფემია   (12.10.2012 01:48) [Материал]
http://www.myvideo.ge/?video_id=1827971
დაჩი ცაგარეიშვილი "სიმართეს ახლის" უგულავას...

0  
2 პაკო   (12.10.2012 07:28) [Материал]
რას ყვება ჩიორა თაქთაქიშვილზე მისი თანაკლასელი.

რას ყვება და ლანძღავს :))
კარგი სამსახურით რომ დააკმაყოფილებინა ხომ აღარ მისცემდა ესეთ ინტერვიუს ?
რა იყო თანაკლასელო გშუურს ჩიორასი ??:)) არც ერთი უქნიხართ ღმერთს არც შენ და არც ჩიორა

+1  
ვახ Mე მიტუასა, მაშ როგორ Aრ ვენაცვალო ბიძინას ღO ინდე ა Eგრე ერთი ხელის Mოსმით ჩამოგვაშორა ვერაჩკას, ყლემახელიძის, დამაგათი ყველას სიფათები, მარტო ახალაიები ღOმ აღარ იქნებიან A ქარდავა ეგ მილიარდი ღირს:D გენაცვალე ბიძო რა:*

მარტო Iს გამარკვიეთ მერაბიშვილი შAდ ტიგრან ტაშაყლერიაში ჭAიდა რომ აღარ ჩანს

0  
4 კორშა   (12.10.2012 09:19) [Материал]
სტარლინგ დარლინგ, იმიტომ შემოვედი ეხლა რომ შენთვის პლიუსი დამეწერა biggrin

0  
5 კორშა   (12.10.2012 09:22) [Материал]
ვახ რა მაგარი ხარ დაჩი ცაგურია.
მაგრამ მანდ კი არა და ციხეში მირჩევნია რომ შეაგდონ.რო გამოვა მერე იმუშაოს ბენზინკალონკაზე biggrin

0  
6 ბიბი   (12.10.2012 11:09) [Материал]
მოგესალმებით! უნდა გითხრათ, რომ მშობლები,(მე მათ პირადად ვიცნობდი) მართლა კარგი და პატიოსანი ადამიანები ჰყავდა,... დედა, ლალი გარდაიცვალა, საკმაოდ ახალგაზრდა, მამა არ ვიცი, ცოცხალია თუ არა....
ეს, მისი კლასელი, კი მართლა უსინდისო ყოფილა, აქ დაწერას, თუ რამე ჰქონდა სათქმელი და სასაყვედური, იქ ეთქვა, როცა შეხვდა
angry ახლა რომ წერს, როცა ნაცები დამარცხდნენ, რა სინდისით წერს? თანაც ჟურნალისტი ვარო, cry angry ამის მერე, ასეთი ჟურნალისტის ნდობა შეიძლება?
...დამარცხებულზე ''ფეხის დაჭერა'' საკადრისია? angry პირადად მე, ჩიორას დანაშაულს, ვერაფერში ვხედავ, ის თავისი პარტიის ერთგულია და, ჩემის აზრით, ეს უფრო პატივსაცემია, ვიდრე ის, ვინც დამარცხების შემდეგ განუდგა ნაცების პარტიას და ახლა ალაპარაკდა... angry

0  
7 ლონდა   (12.10.2012 11:20) [Материал]
აბსოლიტურად გეთანხმებით.

ეგ კლასელი უფრო მეტი ზიზრის ღირსია, რას ლაპარაკობს გონზე მოვიდეს რაააა.. ღვარძლიანი საუბარია. სამსახურის სოვნაში არ დაეხმარა და ამიტომ მაშინ კი არა, ეხლა ამბობს მაგას.. კაი რააა. დეტსკი სადია? ან ამ ჟურნალისტს ჭკუა არა აქვს მაგას რომ აქვეყნებს>????

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025