ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:26
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » ორი ჯუჯა და ერთი ოლიგარქი
23:49
ორი ჯუჯა და ერთი ოლიგარქი


ჭორვილელის "მფარველი ანგელოზები"
16:51 27.12.2011
[ნანა ცხვედიანი]

ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩენისთანავე, საზოგადოება, პირველ რიგში, მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით დაინტერესდა. ივანიშვილმა, იმის დასამტკიცებლად, რომ პრორუსული ფიგურა არ არის, პუბლიკის წინაშე სხვადასხვა გამოსვლებისას, რამდენჯერმე ახსენა ნატო, დასავლეთი, ევროკავშირი, საკუთარი მოძრაობის თავყრილობაზე, ამ უკანასკნელის დროშებიც გამოფინა, ნატოს დროშებისგან განსხვავებით. 

თუმცა, ფაქტია, რომ ამ ყველაფრის მიღმა, სულ სხვა მიმართულების გეგმები იმალება, რომლის შენიღბვაც წარმოუდგენელია, რადგან ისედაც ჩანს, რომ ქურდს ქუდი დიდი ხანია ეწვის. 

ოლიგარქს, გარდა უსაგნო რიტორიკისა, არასდროს დაუფიქსირებია საკუთარი, კონკრეტული გეგმა, ამოცანა, კერძოდ, რას აპირებს, რა ურთიერთობა სურს მას დასავლეთთან. სამაგიეროდ, ძალიან კონკრეტულად, გასაგებად და მისთვის გასაკვირად, ნათლადაც კი აყალიბებს, რუსეთთან ურთიერთობის მთელ რიგ შტრიხებს. 

კერძოდ, საუბრობს რუსული ბაზრის დაბრუნებაზე, რომელიც საქართველოსთვის თურმე სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოფილა, საამისოდ, კრემლთან ურთიერთობების მოგვარებაზე, იმაზე, თუ როგორ მოსწონს ხალხს პუტინი და ჩვენი საქმე არ არის კრემლის დიქტატორის კრიტიკა და ასე შემდეგ. 

ანუ, ფაქტობრივად, ივანიშვილს ზედმიწევნით ზუსტად აქვს განსაზღვრული, მას, როგორც პოლიტიკოსს, რა სურს რუსეთისგან, განსხვავებით, დასავლეთთან მიმართებაში. მრჩეველთა მთელი ჯგუფი, რომელიც ოლიგარქმა ჯერ ირგვლივ შემოიკრიბა და აურაცხელი თანხები დაახარჯა, მერე კი შუშის სასახლიდან გააპანღურა, მთლიანად მობილიზებული იყო იმაზე, თუ როგორ მოეხერხებინა ჭორვილელს რეალური ზრახვების მაქსიმალურად შენიღბვა და შეფუთვა. 

ამის ნათელი დემონსტრირებაა, ამ უკანასკნელის გახშირებული ვიზიტები საპატრიარქოში, იმის დასაფიქსირებლად, რომ ხმები მისი ოკულტიზმის, კაბალისტობის თუ ათეისტობის შესახებ, მცდარია. 

ანუ დასავლეთთან დამოკიდებულების კუთხითაც, ზუსტად იგივე სტრატეგიასთან გვაქვს საქმე: რეალური ზრახვები ოლიგარქმა ფასადის მიღმა უნდა გადამალოს – ასეთია ნაზირ–ვეზირთა შეუვალი რეკომენდაცია. 

თუმცა, ივანიშვილის დაულაგებელ საუბრებში და მთელ მის ქმედებებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიარდერის ბიოგრაფიის ფრიად საჩოთირო მომენტებზე, სადაც ლებედის და სხვა ათასგვარი, საქართველოს მოძულე პატივცემული გვამების გვარები არცთუ მცირე რაოდენობით ფიგურირებს, ნათლად ჩანს ის, თუ რეალურად, რა მიზნით გადაწყვიტა პოლიტიკური ნიჭისა და გაქანების არქმონე ფიგურამ ასპარეზზე გამოსვლა და მოქმედებაში ჩაბმა. 

ფეესბეს და კრემლის ორი ჯუჯას ხელწერა მთელმა მსოფლიომ იცის. ეს უკანასკნელნი დიდი შემოქმედებითობით და კრეატიულობით არ გამოირჩევიან. 

შესაბამისად, წინასწარ უკვე ზედმიწევნითაა ცნობილი, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს და რას მოიმოქმედებს ჩრდილოეთის ემისარი, რომელიც საკუთარი სასახლის გალავნიდან ნაბიჯის გადმოდგმის შემდეგ, პირველივე ინტერვიუზე, სრულიად ერის წინაშე, სულ რამდენიმე წინადადების წარმოთქმისთანავე გაიშიფრა.  

ნანახია: 854 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 1
0  
სტატია კი არა შედევრია. ვინ რაში უხდით ამ უნიჭო მწერლებს, გაუგებარია. ჟურნალისტურ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად, ალბათ, მარტო საქართველოშია უნიჭო მეძაობა საკმარისი. biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025