ოთხშაბათი, 18.06.2025, 16:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 18 » ნოდარ ხადური: "გაზზე და დენზე ფასები დაიწევს, გადაწყვეტილება მიღებულია!"
11:25
ნოდარ ხადური: "გაზზე და დენზე ფასები დაიწევს, გადაწყვეტილება მიღებულია!"

დაიწევს თუ არა პურის, გაზის, ელექტროენერგიის და მასზე მიბმული დასუფთავების გადასახადი? ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს.

რა გეგმები აქვს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნოდარ ხადურს ესაუბრა.

_ ბატონო ნოდარ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა ახალი კაბინეტი არ გეგმავს კომუნალური გადასახადების ფასების დაწევას. არ აპირებს ნაგვის და დენის გადასახადის ერთმანეთისგან განცალკევებას.

_ გადასახადები აუცილებლად განცალკევდება. მედიის მხრიდან ბატონი დავით ონოფრიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. იგი საუბრობდა გადასახადებზე, რომელიც საგადასახადო კოდექსით არის გათვალსიწნებული და არა ენერგოტარიფებზე. თავისთავად ცხადია, გაზზე და ელექტროენერგიაზე დაიწევს ფასები. აუცილებლად გამოეყოფა ნაგვის გადასახადი დენის გადასახადს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია.

არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს ჟურნალისტებმა. ტერმინი გადასახადი, ჩვენთვის ფინანსისტებისთვის ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაწერილი დამატებითი ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, მოგების, აქციზის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დენის და გაზის ფული. აუცილებლად გაიაფდება დენიც, გაზიც და ნაგვის გადასახადიც მოშორდება ერთმანეთს.

_ საქართველოში გაძვირდა პური. ამბობენ, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიზირებულია და ამის გამო ხდება ფასების ზრდა.

_ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს არის იმპორტის არადივერსიფიცირება. ანუ, ბევრი ადგილიდან უნდა შემოდიოდეს. მონოპოლიზირებული რომ არის, ამ თემას ჩვენ მივხედავთ. კანონმდებლობა ძალიან სერიოზულად შეიცვლება. დაიხვეწება და პირობას გაძლევთ, პურიც გაიაფდება და ბევრი სხვა რაღაც...

_ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ნაგვის ფიქსირებული გადასახადი თითო ოჯახზე უნდა იყოს 7 ლარი. თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდათ მერიასთან კონსულტაციები?

_ ვნახოთ. მოგვიტანონ გაანგარიშება. მე არ მქონია შეხვედრა. შეიძლება ჩვენი მაჟორიტარები, ან საკრებულოს წევრები შეხვდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტიანი.

_ ბატონო ნოდარ, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში შესაძლოა სათამაშო ბიზნესი დაიხუროს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ ყველაფერს აქვს ორი მხარე. სახელმწიფო ხომ არ არის ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სახელმწიფოს აქვს თავისი ფუნქციები. ამ ფუნქციების შესასრულებლად რა არის საჭირო, როგორ არის საჭირო, ამას ყველაფერს დათვლა და გაანგარიშება სჭირდება, რა შემოსავალი შეიძლება მივიღოთ კაზინოებისაგან, რამდენად არის ეს შემოსავალი იმის ალტერნატივა, რასაც ის აფუჭებს ან აკეთებს. ყველა პლიუსი და მინუსი უნდა ავწონ-დავწონოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება.

_ ფინანსთა სამინისტროში გეგმავთ კადრების შემცირებას?

_ არცერთი პროფესიონალი სამსახურს არ დატოვებს, მაგრამ თუ იქ არიან არაპროფესიონალები და ზარმაცები, ამისთვის არსებობს სხვა მექანიზმები. მზად ვარ, თითოეულ თანამშრომელთან ვითანამშრომლო. მე ვიცნობ ფინანსთა სამინისტროს ძალიან ბევრ თანამშრომელს. მათთან ერთად მიმუშავია. ვიცნობ ამ სამინისტროს. თავისთავად იქნება საკადრო ცვლილებები, თუმცა ეს არ შეეხება ძირითად მასას.

_ ფინანსთა სამინისტროში თუ დაგხვდათ საქმეები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)

_ ყველა ასეთი საქმე გადაეცემა პროკურატურას. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასეთებიც იქნება ფინანსთა სამინისტროში. თუნდაც ის ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ტელევიზიებისთვის გადასახადების ჩამოწერას შეეხება. აუცილებლად შევისწავლით ამ საკითხს.

ნანახია: 1059 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3551 2 3 ... 23 24 »
0  
1 ლონდა   (18.10.2012 11:25) [Материал]
ეჭვიც არ მეპარება, რომ გადასახადები შემცირდება

0  
2 ლონდა   (18.10.2012 11:26) [Материал]
ძალიან მიყვარს ეკა ბესელია. დღეს იყო პრეს-კლუბში,, უყურეთ, საინტერესოა


0  
3 ლონდა   (18.10.2012 11:26) [Материал]
სალამი ყველას :* ცოტახნით დაგტოვებთ , ნიკს აქ დავტოვებ

0  
4 პაკო   (18.10.2012 11:27) [Материал]
ჯიგრები ხართ ! აი ამას ელოდება ხალხი მეორე რიგში.
პირველ რიგშია ტერორის აღმოკვეთა რაც უკვე დაიწყო.
ველით ახალ ნაბიჯებს გასპაძინ ბიძინა

0  
5 ლონდა   (18.10.2012 11:33) [Материал]
ირაკლი ალასანია: თუკი რომელიმე ყოფილ მინისტრს დანაშაული დაუდასტურდება, ჩრდილოეთ პოლუსზეც რომ იყოს წასული, იქიდან ჩამოვიყვანთ

0  
6 ლონდა   (18.10.2012 11:34) [Материал]
აი ამაშიც არ მეპარება ეჭვი :))

პრივეტ პაკო

0  
7 ლონდა   (18.10.2012 11:35) [Материал]
ვიდეო რომ დავდე , მაგას უყურე მერე , როცა დრო გექნება.. ეკა ბესელია არის მიწვეული და ჟურნალისტებს კითხევს პასუხიბს.. პარლამენტში ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისიაში დანიშნეს და დარწმუნებული ვარ, ბევრ დანაშაულს ფარდას ახდიან, ეგაც და თინა ხიდაშელიც.. მაგარი საინტერესოა, ეხლა ვუსმენ თან

0  
8 პაკო   (18.10.2012 11:35) [Материал]
პრივეტუშკი ლონდუშკი. ალასანია ბობოქრობს ?

0  
9 პაკო   (18.10.2012 11:37) [Материал]
წეღან ვუყურებდი გუშინ დადებულ ვიდეოს ლონდა. ტიპი იმენნა ცვეტში ბაზრობს ძალიან მომეწონა მისი ლოგიკა.
მაიც ვიპოვი და დავდებ

0  
10 ლონდა   (18.10.2012 11:38) [Материал]
ლაფანყურის ოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსი იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დიშვილი უმარ იდიგოვი აცხადებს.

მისივე მტკიცებით, პანკისელებს თავად ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას, "სპეციალურად ამისთვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს".
"ეს სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა და სხვა არაფერი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებში ამ სპეცოპერაციით პოლიტიკური პიარი გაიკეთა. პანკისი საქართველოს საკმაოდ ღარიბი კუთხეა..

. ახალგაზრდები ევროპაში მიდიან იმისთვის, რომ არ მოიპარონ, არ იშიმშილონ. ისინი ნამდვილად, ანუ ისტორიულად, ჩეჩნები არიან, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენზე უკეთ იციან ჩეჩნური ენის გრამატიკა. ამ საწყლებს ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისთვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს. ქართული მხრიდან დაიღუპა 12 კაცი, მათ შორის ექიმი და მეგზური ოფიცერი, რომლებიც მათ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოაყოლეს, თვითონვე მოკლეს რომ მოწმე არ დარჩენილიყო. არანაირი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ არ ყოფილა. ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი, ამისთვის გაიმეტეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე", - აცხადებს უმარ იდიგოვი და აქვე განმარტავს, რომ პანკისელ ახალგაზრდებს იარაღი ბაჩო ახალაიამ მისცა.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ახმედ ჩატაევს, იდიგოვის თქმით, ის ციხის საავადმყოფოშია, ფეხის ამპუტაცია კი "სპეციალურად გაუკეთეს, რომ საავადმყოფოში წოლილიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო".

0  
11 ლონდა   (18.10.2012 11:38) [Материал]
უმარ იდიგოვი - "მხოლოდ სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარისათვის გაიმეტეს ლაფანყურში საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე... ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი ინფორმაცია უკვე მივაწოდე"

"რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. ლაფანყურის ოპერაციაზე იდიგოვი მანამდე "მე-9 არხს" ელაპარაკა. "რეზონანსთან" საუბრისას ასევე ამბობს, ეს სპეცოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების დადგმული ფარსი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონვე მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს!" / დუდაევის დისშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი ექიმი და მეგზური ოფიცერიც ქართულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს.

0  
12 ლონდა   (18.10.2012 11:39) [Материал]
ეს სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებში ამ სპეცოპერაციით პოლიტიკური პიარი გაიკეთა. პანკისი ღარიბი კუთხეა. იქ ელემენტარული არსებობისთვის თითქმის არაფერი არსებობს. ხალხი აქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობს და თავი მხოლოდ სოფლის მეურნეობით გააქვთ. ეს საწყალი ახალგაზრდები ევროპაში მიდიან იმისათვის, რათა არ მოიპარონ, არ იშიმშილონ. ისინი ნამდვილად, ანუ ისტორიულად, ჩეჩნები არიან, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენზე უკეთ იციან ჩეჩნური ენის გრამატიკა. ამ საწყლებს ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას. სპეციალურად ამისათვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს. სროლაც აუტეხეს... დაიღუპა 12 კაცი. მათ შორის ექიმი და მეგზური ოფიცერი, რომლებიც მათ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოაყოლეს, თვითონვე მოკლეს, რომ მოწმე არ დარჩენილიყო. მანამდე კი ამ საცოდავებს ადრე, მაისში დაჰპირდნენ ჩეჩნეთში გადაყვანას და აი, რით დამთავრდა ყველაფერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უმარ იდიგოვი.

0  
13 ლონდა   (18.10.2012 11:39) [Материал]
"არანაირი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ არ ყოფილა, ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი. ამისათვის გაიმეტეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე. არანაირი მოლაპარაკება და კორიდორი არ იყო! დამერწმუნეთ, ყოველივე ამის შესახებ ჩემზე უკეთ არავინ იცის. მე ძალიან ბევრი რამ გამოვცადე საკუთარ თავზე... დიახ, მათ ბაჩო ახალაიამ მისცა იარაღი. ეს ყველაფერი კი, რაც სააკაშვილმა და მისმა "კამანდამ" გააკეთა და რაზეც მე გელაპარაკეთ, მხოლოდ დასაწყისია. მე ვაპირებ ყველაფერი ვთქვა ფაქტებითა და მტკიცებულებებით. თუ ვინ ჩამოიყვანა ისინი ავსტრიიდან, ვინ შეხვდა მათ აეროპორტში, ვინ "დააკვალიანა" - ყველაფერს, ყველაფერს ნათელს მოვფენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამის შესახებ მას ცოტა ინფორმაცია აქვს. ამიტომაც მე მას ყველანაირი ინფორმაცია უკვე მივაწოდე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, შეამოწმონ ყველაფერი - ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, ვინ დარეკა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი... მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა - ვანო პოლიტიკური პიარისთვის ასეთ რამეს არ გააკეთებდა. ბაჩო და დათა ახალაიებმა კი გააკეთეს. მათთვის მნიშნელოვანი მხოლოდ ის იყო, "როგორ დაიცვა სააკაშვილმა ხეობა ტერორისტებისგან" და "როგორ მოიგეს". მათ იფიქრეს, რომ პანკისში ჩვენს ძმებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი დაიფარებოდა და ვერ გამჟღავნდებოდა. აკი ამიტომაც დახოცეს მოწმეები", - ამბობს ჯოხარ დუდაევის დისშვილი და შეკითხვას - "თუმცა დარჩა ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა"... - პასუხობს:

0  
14 ლონდა   (18.10.2012 11:39) [Материал]
ახმედ ჩატაევი დაჭრის მერე ტყვედ აიყვანეს. მას სჭირდებოდა სამხედრო ქირურგის დახმარება და ფეხი მოჰკვეთეს, მერე კი ციხის საავადმყოფოში გადამალეს. მას სიარული ისედაც არ შეეძლო. თვითონ მივიდა სამხედროებთან. ახლა ის ისევ ციხის საავადმყოფოშია. სპეციალურად მოაჭრეს ფეხი, რათა ციხის საავადმყოფოში წოლილიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო. როგორც ჩანს, ამ სპეცოპერაციის შემსრულებლები ღმერთმა დასაჯა კიდეც - მათ მიიღეს ცოცხები ციხეში!"

"ვინ გითხრათ, რომ სპეცოპერაციას შეწირული ბიჭების ოჯახის წევრები ჩუმად არიან?! რატომ არ მოდიან პანკისში ჟურნალისტები? მოვიდნენ და ყველა ყველაფერს იტყვის. ადამიანები დახოცეს წინასაარჩევნო პიარისთვის! ქართულმა სპეცსამსახურებმა თვითონ მისცეს იარაღი, თვითონ გაგზავნეს და მერე თვითონვე დახოცეს! არადა, არავის გაუზრდია შვილი სააკაშვილისა და მისი საარჩევნო პიარისთვის. ჩამოდით! არავინ არ არის ჩუმად. სხვათა შორის, პანკისში "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისას 8 000 ხმა მიიღო, "ნაციონალურმა ოცნებამ" - 19. არადა, სააკაშვილი აქ ყოველთვის ხმების 100%-ს იღებდა... სხვას, ამის მეტს, რაც გითხარით, ვეღარაფერს გეტყვით. დანარჩენს ყველაფერს მალე მთელი საზოგადოება გაიგებს", - დასძენს უმარ იდიგოვი.

0  
15 ლონდა   (18.10.2012 11:39) [Материал]
"ლაფანყურის სპეცოპერაციამ საზოგადებაში არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა დატოვა. მდინარე ლოპოტას ხეობაში შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა, რომლებიც 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა ისინი მძევლებად აიყვანა. შსს-ს 29 აგვისტოს ინფორმაციით, ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი სპეცრაზმელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 სპეცრაზმელი. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა 29 აგვისტოს თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებული იყო, 6 კი ალყაში. ახალგაზრდები, რომლებიც შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ მძევლებად აიყვანა, ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობდნენ. ისინი დუმილს იმით ხსნიდნენ, რომ სამართალდამცავებისგან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ლაპარაკი აკრძალული აქვთ", - აღნიშნავს გამოცემა.

1-15 16-30 31-45 ... 331-345 346-355
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025