მთავარი » 2013»აპრილი»13 » მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დავუპირისპირდით კომუნიზმის იდეას
10:42
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ დავუპირისპირდით კომუნიზმის იდეას
ჩვენ დავუპირისპირდით კომუნიზმის იდეას, - ამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ სტუდენტებთან
შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ აშენებულის "დანგრევის პროგრამით" მოვიდა, რასაც ის ხელს უშლის. "ქვეყანამ,
რომელიც ახლა აღტაცებას იწვევს თავისი დემოკრატიულობის გამო, ბევრი
სირთულე განვლო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ყველაფერი
შეიცვალა – შეიცვალა თაობა, შენობები, რომლებიც საუკეთესო არქიტექტურული
ნიმუშებია. თუმცა ამის გამო ბევრი გვაკრიტიკებს და ვერ გვიტანს, მაგრამ
არაუშავს. საოცარია, მაგრამ ახალი მთავრობა ამ ნაგებობების დანგრევის
პროგრამით მოვიდა. ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც ამის კეთება, თუმცა მე
შევაჩერე”. "ჩვენ დავუპირისპირდით კომუნიზმის ძლიერ იდეას.
საქართველოში იყო კანდიდატი, რომელმაც ხალხს უთხრა – თქვენ შეგიძლიათ
ისხდეთ სახლში და არ იმუშაოთ, რა საჭიროა მუშაობა?! – ჩვენ შეგინახავთო.
ჩვენ კი პირიქით, ხალხს მოვუწოდებდით, რომ მეტი და მეტი ემუშავათ, რათა
ქვეყანა კიდევ უფრო განვითარებულიყო. სხვა კანდიდატი კი ხალხს ეუბნებოდა,
ისინი იმიტომ მოგიწოდებენ, რომ უნდა შეიცვალოთ, გახდეთ უკეთესები, რადგან
მათ არ უყვარხართ, ისინი თქვენ ვერ გიტანენ. ეს რა თქმა უნდა ცუდი
პროპაგანდის ნაწილი იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან,
მიხეილ სააკაშვილი პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრაზე აგვისტოს ომის საკითხის
ხელახალი გამოძიების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც
შეეხო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების
სანაცვლოდ ხდება. "ორი დღის წინ, მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩვენს
ხელისუფლებას უთხრა, გამოიძიეთ ვინ წამოიწყო ომი, რომლის დაწყებაშიც
პასუხისმგებელი თქვენი ლიდერიაო და სანაცვლოდ ტერიტორიებს კი არ
დაგიბრუნებთ უკან, ვაჭრობას აღვადგენთ – თქვენს ღვინოს რუსეთში გავყიდით და
წითელი არმიის სასიმღერო გუნდს გამოგიგზავნითო. პრობლემა ჩვენს შორის
მხოლოდ ის არ არის, რომ პუტინს ჩემი ფიზიკური პარამეტრები არ მოსწონს, აქ
უფრო ფუნდამენტური პრობლემაა, რომელსაც ერთმანეთის თვალებში ყურებით ვერ
მოვაგვარებთ. მხოლოდ დემოკრატიის გზით გადავჭრით ჩვენს პრობლემებს, რადგან
დემოკრატია გვაყალიბებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
თინათინ ბურჯალიანი: "საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა, რომელიც ომის დაწყებისთვის ინდივიდების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს" 13:03 13.04.2013
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, "თუ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ნორმები დაირღვევა, საერთაშორისო სამართალის მიხედვით, ეს არა რომელიმე თანამდებობის პირის, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოშობს".
ამის შესახებ ბურჯალიანმა 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიების შესაძლო დაწყების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"გამოძიებას საქართველოს პროკურატურა ყოველთვის აწარმოებდა. ბუნებრივია, მთელ რიგ საკითხებზე საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა და ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაკეთდებოდა, მათ შორის, ტერიტორიების შეცვლასთან არსებული პრობლემები. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ბუნებრივია, ჩვენ არ გვქონდა არანაირი შესაძლებულობა, რომ დაგვეკითხა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, თუ სამხედრო ჯარისკაცები. ჩვენ არ მიგვიწვდებოდა ხელი რუსი სამხედროების მიერ გაცემულ ბრძანებებზე, მათი იმპლემენტაციის შესწავლა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი გროვდებოდა და მათი საერთაშორისო არენაზე გამოყენება ხდებოდა. ამ გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალებით და სხვადასხვა წყაროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებთა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამ სარჩელმა პირველი ეტაპი გაიარა და წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი აქვს გასავლელი, სადაც ფაქტების არსებითი შესწავლა უნდა მოხდეს", - განაცხადა ბუჯალიანმა.
მისივე თქმით, "საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა, რომელიც ომის დაწყებისთვის ინდივიდების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს".
"ომს იწყებს სახელმწიფო და არა კონკრეტული პირები, ამიტომ თუ სადმე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები დაირღვევა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საერთაშორისო სამართალში წარმოშობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და არა სახელმწიფოს რომელიმე თანამდებობის პირის, ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ბურჯალიანმა.
"ნაციონალები ყველაფერზე წამსვლელები არიან" "ნაცმოძრაობის" 19 აპრილის აქციისთვის "ნაციონალებთან" ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ემზადებიან. კერძოდ, თუ აქციაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ეს დარტყმას პირველ რიგში ახალ მმართველ ძალას მიაყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 19 აპრილს "ნაციონალების" უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
- ლოზუნგი "ევროპული არჩევანისთვის", რომლის გარშემოც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა 19 აპრილს მომიტინგეები გააერთიანოს, და რამაც, მათი აზრით, ადამიანები ქუჩაში უნდა გამოიყვანოს, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული და არადამაჯერებელია, რადგან უკვე მთელმა მსოფლიომ დაინახა - საქართველოს, მისი ახალი ხელისუფლების კურსი პროდასავლურია, ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახალი ხელისუფლების ხედვა, დამოკიდებულება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებისადმი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ამის დასტურია საერთაშორისო პრესის მიერ ბოლო ხანს საქართველოზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რაც განსხვავდება თუნდაც 1-2 თვის წინანდელი დამოკიდებულებისგან, როცა ნაცმოძრაობის ლობისტების მიერ დასავლეთში ერთი აჟიოტაჟი და ორომტრიალი იყო ატეხილი. ეს ცვლილება, ცხადია, არ არის შემთხვევითი... მაშ, რა მიზანს ემსახურება 19 აპრილის მიტინგი? საზოგადოება ხედავს იმასაც, რომ "ქართული ოცნება" ყველა საარჩევნო დაპირებას, საგარეოსა თუ საშინაოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს ყველაფერი მხოლოდ საბაბია, მას თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. 19 აპრილის აქცია მათ საკუთარი ძალების დათვალიერება-მობილიზაციისთვის სჭირდებათ. ამ გზით ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას თავიანთი არსებობა შეახსენონ, დღეს "ნაცმოძრაობა" აგონიაში მყოფი, სულთმობრძავი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პოლიტიკურ რეანიმაციას ცდილობს.
- არაერთგვაროვნად აფასებენ იმას, რომ ამჟამინდელი ოპოზიციის მიტინგი რუსთაველის გამზირზე ტარდება... - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ "ნაცმოძრაობა" ზნეობასთან მწყრალად არის. ადამიანები, ვისი ბრძანებითაც 26 მაისს ხალხს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, ხოცავდნენ და მერე მაღაზიების თავზე აწყობდნენ, 7 ნოემბერს თანამოქალაქეებს გაზით წამლავდნენ, ხელკეტებით ასახიჩრებდნენ, დღეს ამ გამზირზე ადამიანის უფლებების დაცვაზე აპირებენ ხმამაღალ ლაპარაკს. სააკაშვილმა სულ რამდენიმე თვის წინ რუსთაველის გამზირს საძულველი უწოდა. აღშფოთებული იყო, იქ მხოლოდ თბილისის პრესტიჟული უბნების მცხოვრებლები იკრიბებიანო. ახლა თავის მომხრეებს ამ გამზირზე კრებს, ბუკითა და ნაღარით უხმობს, უკვე მერამდენედ, ხელ-ფეხ თუ კისერმოტეხილი.
- ლაპარაკია 19 აპრილს მოსალოდნელ პროვოკაციაზეც, რას აკეთებს ხელისუფლება დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად? - თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ შეიჭრა თბილისის მერი გიგი უგულავა გაშმაგებული 8 თებერვალს მომიტინგეების რიგებში, აშკარაა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, პოლიტიკური ქულები რომ ჩაიწერონ... კონსტიტუციით, მოქალაქეებს აქვთ ღია ცის ქვეშ მშვიდობიანი შეკრების უფლება და მათი უსაფრთხოება ყოველმხრივ დაცული იქნება. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს არ მოიტაცებს, გატაცებულებს არ მიაბამს ხეებზე და მანქანებს არ დაუწვავს, არმატურით უმოწყალოდ არ სცემს, რეზინის ტყვიებს არ დაუშენს, გაზით არ მოწამლავს. ეს ჩვენი ურყევი პოლიტიკური ნებაა. სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ყველა სავარაუდო საფრთხე საფუძველშივე იქნება აღკვეთილი და ნეიტრალიზებული. ეს ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რასაც, დარწმუნებული ვარ, თავს გავართმევთ.
- გავრცელებული ხმებით, მიტინგზე, შესაძლოა, მივიდნენ ადამიანები, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტები არიან, მათ შორის 7 ნოემბერს თუ 26 მაისს დაზარალებულები... როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - დღეს სააკაშვილი ცხოვრობს ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ის, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარს. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მათ ათივე მანდატი წააგეს თბილისში, ხალხს "ნაცმოძრაობის" ბევრი დანაშაული ახსოვს და არ პატიობს მას, ამიტომ არა მგონია, ეს აქცია ხალხმრავალი იყოს. მიუხედავად ასეთი განწყობისა, მოვუწოდებ ყველას, "ქართული ოცნების" მომხრეებს, ვაცალოთ მათ მშვიდობიანი აქციის ჩატარება, დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, რადგან ნებისმიერი პროვოკაცია მხოლოდ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. მესმის, რთულია იმ პოლიტიკოსის მიკროფონთან ყელყელაობისა და ადამიანის უფლებების, ევროპული ღირებულებების დაცვაზე ტირადების ატანა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს ცოცხით აუპატიურებდნენ და ქვეყანაში საყოველთაო თვალთვალის, შანტაჟისა და მოსმენის ატმოსფეროს ამკვიდრებდნენ. მაგრამ საზოგადოებას, მით უმეტეს ხელისუფლებას, აქვს თმენის ვალდებულება, კანონის მოთხოვნები ყველამ თანაბრად უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი ისევ ქვეყნის მომავალი სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის არის საჭირო. ვფიქრობ, საზოგადოება ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოიჩენს სიბრძნეს და პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას. "ნაცმოძრაობა" კი საკუთარი პოლიტიკური კრახის, გარდაცვალების მოწმე გახდება.
გიგი უგულავა: არავის სჯერა, რომ ივანიშვილს ობიექტური გამოძიების უნარი აქვს
გიგი უგულავა: არავის სჯერა, რომ ივანიშვილს ობიექტური გამოძიების უნარი აქვს
თბილისის მერი გიგი უგულავა აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიებას ბრიყვულ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები თავის დროზე უკვე დადო.
"არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის "მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. არავის არ სჯერა იმის, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ყოველთვის რუსეთის მოკავშირე იყო, ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. რა თქმა უნდა არც იმის სჯერა არავის, რომ ივანიშვილს, რომელიც ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა, რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვს. ასე რომ, ჯობია პრობლემებს მივხედოთ, რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ ობიექტურად დაგროვდა",- განაცხადა გიგი უგულავამ.
მერის განმარტებით, ამ გამოძიების ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ქმედითი ჯარი და საქართველო ვეღარასოდეს შეძლებს, მტერს გაუმკლავდეს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება და ქვეყანას ვერავინ ვეღარ უხელმძღვანელებს, ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება",- განაცხადა უგულავამ.
როგორ დავიღალე ამ თავხედური კინკლაობებით! რატომ არ შესწევს უნარი მთავრობას, გააჩეროს ეს არანორმალურები?! ყველაფერზე წინააღმდეგობაში რომ მოდიან, ახალ მთავრობასთან და ლაპარაკს არ აცდიან? გიჟი თავისუფალია, მაგრამ თუ გაგიჟდა, სერიოზული ზიანის მიყენებაც რომ შეუძლია, ამას არ ითვალისწინებენ!...
სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების ორგანიზებაში ბრალდებული, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერების ატვირთვით იმუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ძებნაში მყოფმა ქარდავამ ძალოვან სტრუქტურას შემოუთვალა, თუ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას არ გაათავისუფლებენ, ის კომპრომატების შემცვლელ ფარულ ვიდეოჩანაწერებს გაავრცელებს. აღსანიშნავიამ რომ ძმებ ქარდავებს ახლო ურთიერთობა აქვთ ძმებ ახალაიებთან.
როგორც ამბობენ ჩანაწერები იმდენად სკანდალურია, ხელისუფლების წარმომადგენლები ქარდავას დაპირდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ახალაიას გაათავისუფლებენ. „ამბები.გე“-ს ინფორმაციით, ბრალდებული ქარდავა ითხოვს, რომ ეს დაპირება ხელისუფლებამ მაისში შეასრულოს. ასევე ქარდავა მოითხოვს, რომ ყოფილი ხელისფლების წარმომადგენლების დაკავება შეწყდეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბრალდებულ ქარდავასთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ.
ბრალდებულ ქარდავას ინტერესების დამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა სახის აუდიოჩანაწერები გააჩნია ქარდავას. თუმცა აქვე ამბობს, რომ სავსებით რეალურია ბრალდებული ახალაია სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ახალი საფუძველი გაჩნდება, რომელიმე მოწმე თუ შეცვლის ჩვენებას და პროკურატურის ზეწოლაზე ისაუბრებს, ან არ დაადასტურებს ფაქტებს, ეს ფაქტიურად ახალ გარემოებად ჩაითვლება, რომ მიმართონ სასამართლოს.