ოთხშაბათი, 18.06.2025, 06:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » აპრილი » 03

ივანიშვილის დავალებით პარლამენტი მაისიდან თბილისში ბრუნდება?

  • 02 აპრილი 21:25
  • 3543

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლოა თბილისში დაბრუნდეს.

როგორც news.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარლამენტის თბილისში დაბრუნების დავალება საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ–მინისტრისაგან მიიღო.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ დეპუტატებმა თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს განსათავსებლად ალტერნატიული შენობა უნდა მოძებნონ, რადგან  თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.  პარლამენტის  განთავსების ერთ–ერთ ალტერნატიულ ადგილად კი ეროვნული ბანკის შენობა სახელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის თქმით, პარლამენტის გადატანის საკითხი ყოველთვის განიხილება, თუმცა დეპუტატის განმარტებით,  პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით პრობლემას ის საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსტიტუციით არ განისაზღვრება.   როგორც დავითაშვილი ამბობს, თუ ცვლილება არ შევა, ვერავინ ვერსად ვერ წავა.

„მთავარი ცვლილების მიღებაა და არა შენობის საკითხი. შენობის საკითხი ტექნიკურია და ეს გადაწყდება.  მე მომხრე ვარ, ცვლილებებს აპრილშივე ვუყაროთ კენჭი," – ამბობს დავითაშვილი.

Просмотров: 1339 | Добавил: კობა | Дата: 03.04.2013 | Комментарии (128)

მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025