ხუთშაბათი, 19.06.2025, 09:56
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 25 » ქეთი ჩოქური 53-ე სკოლის დირექტორობას უმიზნებს
06:46
ქეთი ჩოქური 53-ე სკოლის დირექტორობას უმიზნებს


 

http://versia.ge/images/stories/politikuri_TamaSebi/qeti-choquri.jpg,,ქეთი ჩოქური 53-ე სკოლის დირექტორობას უმიზნებს, აქამდე ,,ნაციონალების'' მიტინგებზე ბავშვებს ,,ურა-ურას'' აძახებინებდა, ახლა ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერად მოგვევლინა!''  

 

რამ გააღიზიანა მიხეილ ალექსიძის დედა?

სანამ განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკიდან დაგვემშვიდობებოდა, გადაცემაში ,,პოლიტმეტრი'' განათლების ახალ მინისტრთან სკოლის დირექტორების შეხვედრაზე, 2011 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი გაიხსენეს, რომელსაც  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა. რამ გააღიზიანა მიხეილ ალექსიძის დედა, სად და რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად მოზარდი, ამას თავად ლალი ლეკიშვილი გვიამბობს:

_ ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ თემაზე საჯარო საუბარს, რომ არა ,,პოლიტმეტრში'' გასული სიუჟეტი. განათლების ახალ მინისტრთან, გიორგი მარგველაშვილთან ჩართვაზე, პირველ და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, 53-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთი ჩოქურიც ბრძანდებოდა. ეს ქალბატონი ტარას შავშიშვილის მოადგილეა, რომელსაც მხოლოდ 5 თვის შემდეგ გაახსენდა, რომ კონფლიქტის უშუალო მომსწრე იყო და სასამართლოზე ჩვენების მისაცემად გამოცხადდა. საბედნიეროდ, სახალხო დამცველს დაფიქსირებული აქვს, რომ 5 თვის მანძილზე ფაქტის მოწმე და მომსწრე არ არსებობდა და რატომ გაახსენდა ქეთი ჩოქურს 5 თვის მერე, რომ დირექტორსა და მიხეილს შორის კონფლიქტს შეესწრო, გაუგებარია. მახსოვს, როცა მოსამართლემ სკოლის დირექტორის პიროვნული თვისებების შესახებ ჰკითხა, ჩოქურმა ამაყად გააცხადა, ტარასი მისთვის თავად ღირსებაა, რომ ასეთი რეფორმატორი დირექტორი ყველა სკოლისთვის სანატრელია და შემდეგ პირდაპირ დაადო ბავშვს ხელი, მე ვიყავი კაბინეტში, როცა შენ შემოხვედი, აგინე და დაემუქრე დირექტორსო. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც მოსამართლემ სთხოვა, დაიფიცეთ, რომ სიმართლეს ამბობთო, როგორ დაიფიცა და როგორ იყვირა მიკამ ქეთი მასწ. არ დაიფიცოთ მარხვაა, რას კადრულობთო.  

_ განათლების ახალმა მინისტრმა განაცხადა, მიხეილ ალექსიძის თემაზე საუბარი უნდა დამთავრდეს და ბავშვს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება უნდა მიეცესო.   

_ დიახ, თუცა, გიორგი მარგველაშვილმა ისიც თქვა, რომ როდესაც ახალი მოსული დირექტორი ურთიერთობებს ჩიხურ სიტუაციამდე მიიყვანს, სკოლა უნდა დატოვოსო. რომელ წასვლაზეა საუბარი, აქეთ გაგვყარა მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც სკოლიდან. ფაქტიურად, სკოლა გაანახევრა და ამას ისეთი ადამიანების დახმარებით აკეთებდა, როგორიც ქეთი ჩოქურია. მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეს ცილი დასწამოს და მის საწინააღმდეგოდ ცრუ ჩვენება მისცეს, ჩემს თვალში არა მარტო ჩემი შვილის, არამედ ყველა მოსწავლის და ბავშვის მტერია. როცა ჩოქური აცხადებს, რომ მიხეილ ალექსიძე მისთვის დღემდე ტკივილია, მინდა ვკითხო, როდის იყო ტკივილი, მაშინ, როცა თავის ძვირფას დირექტორთან ერთად ანადგურებდა თუ მაშინ, როცა მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა?  

_ სად სწავლობს ამჟამად მიხეილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?  

_ 11 მაისს გვქონდა ბოლო სასამართლო პროცესი, სადაც მიხეილმა განაცხადა, რომ დაიღალა და გადაწყვიტა ყველა, მათ შორის თავისი თავიც, დაასვენოს. არცაა გასაკვირი. 15 წლის ბავშვს ებრძოდა მთელი სახელმწიფო მანქანა და მან შეწყვიტა ბრძოლა. 77-ე სკოლაში ექსტერნის გამოცდების ჩაბარების შემდეგ სწავლა ინესა იამანიძის კერძო სკოლაში გააგრძელა. ამ ქალბატონმა, რომელიც თავადაც რეფორმის მსხვერპლია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო მიკა თავის სკოლაში. მიკვირს, როგორ შეძლება ასეთ კეთილშობილ ადამიანსაც პედაგოგი და აღმზრდელი ერქვას და ქეთი ჩოქურსაც. მიუხედავად ივანიშვილის პოზიციისა, ვფიქრობ, განათლების სისტემაში აუცილებლად გასატარებელია საკადრო წმენდა და ეს უნდა იყოს სამაგალითო იმათთვის, ვინც ადამიანებს სიცოცხლე გაუმწარა. იმ შემთხვევის შემდეგ ჩემი შვილის სახეზე ღიმილი არ მინახავს და ჩემთვის ადვილი მოსასმენი არაა, როგორ ლაპარაკობს ქეთი ჩოქური ბავშვებზე და მომავალ თაობაზე. არა მარტო ჩოქური, ვფიქრობ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ 53-ე სკოლის იმდროინდელი სამეურვეო საბჭოს წევრები, რომლებმაც ბავშვი გაყალბებული დოკუმენტაციით გარიცხეს. ადამიანებს, ვინც 15 წლის ბავშვს ასეთი მეთოდებით ებრძოდა, სკოლაში შესვლის და პედაგოგად მუშაობის მორალური უფლება არა აქვთ.  ქეთი ჩოქური ამჟამად 53-ე სკოლის დირექტორობას უმიზნებს და აქამდე ,,ნაცონალების'' მეხოტბე, როელსაც ბავშვები სააკაშვილის მიტინგებზე დაჰყავდა და ,,ურა-ურას'' აძახებინებდა, ახლა ,,ქართული ოცნების'' მხარდაჭერად მოგვევლინა. მიუხედავად მისი უბადრუკი მცდელობისა, ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას არ გაუჭირდება ავისა და კარგის გარჩევა და ყველას საკადრის ადგილს მიუჩენს''. ,,ვერსია'' დანტერესდა რა არგუმენტებს დაუპირისპირებდა 53-ე სკოლის დირექტორის მოადგილე გარიცხული მოსწავლის დედის ბრალდებებს და კომენტარისთვის ქეთი ჩოქურს დავუკავშირდით. _ მე ვთვლი, რომ ალექსიძის დედასთანაც და ბავშვთანაც ვარ სრულიად ვალმოხდილი. ტყუილია, რომ რაღაც-რაღაცეები ხუთი თვის შემდეგ გამახსენდა. ეს არის ტრაგედია და მიკას ვუსურებ ძალან ბევრ წარატებას, მაგრამ შეიქმნა ისეთი ჩიხი მოსწავლესა და დირექტორს შორის, რომ სკოლიდან ან ერთი უნდა გასულიყო ან მეორე.

_ საბოლოოდ ორივე წავიდა, მაგრამ თქვენ ძველ დირექტორზე შეხედულებები ხომ არ შეგცვლიათ?  

_ ჩემი ზნეობრივი და ადამიანური პოზიცია მაშინაც და დღესაც იგივეა. ვფიქრობ, ეს თემა უნდა დაიხუროს და ბავშვი წინ წავიდეს. რაც შეეხება ტარას შავშიშვლზე ჩემ შეხედულებებს, ის სკოლაში ახალი მოსული იყო და მის დახასიათებას არავინ მთხოვდა. მე ფაქტი აღვწერე, რაც ვნახე. ეს იყო და ეს.  

_ და რა ნახეთ?

_ ის, რაც სასამართლოზე ვთქვი და სხვას ვერაფერს დავამატებ. არც მაშინ მითქვამს ტყუილი და ვერც დღეს ვიტყვი. ჩემი ბრალეულობა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი, როცა რაღაც ხდებოდა ქვეყანაში, ყველა უნდა ავმდგარიყავით და გავსულიყავით, რაც ფაქტიურად არ ხდებოდა. სხვა რამეში თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია და უკაცრავად, სხვას ვერაფერს გეტყვით. 15 წლის მოზარდისა და მისი ოჯახის თითქმის ერთწლიანმა დაპირისპირებამ სისტემასთან თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალექსიძის საქმეში მონაწილე პირებთან დაკავშირებით განათლების მინისტრი, თუმცა მის პოზიციას სრულიად ვეთანხმებით და ამ თემის საჯარო განხილვას ვწყვეტთ. 

ნელი თორდია  

 

ნანახია: 1369 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 2
0  
1 ბიბი   (25.10.2012 09:43) [Материал]
15 წლის მოზარდი ძალიან სათუთი მოსაპყრობია, თუ ბავშვი კრიმინალი არ არის, როგორ შეიძლება, მასთან ასეთი დაპირისპირება? angry მასწავლებელი, ფსიქოლოგიც უნდა იყოს, ამავე დროს და კარგად უნდა ესმოდეს, 15 წლის მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა angry
...მანდატურების დანიშვნას, ჯობია, ფსიქოლოგები დაინიშნონ სკოლებში, რომლებიც მასწავლებლებს და მშობლებს ჩაუტარებენ ლექციებს, თუ როგორ უნდა მოექცნენ მოზარდებს! angry

0  
2 ლერა   (26.10.2012 08:29) [Материал]
სანამ ამ ქეთი ჩოფურისნაირები იარსებებენ სკოლაში, საშველი არ იქნება, სახეზეც ეტყობა რა დამპალი თესლიდანაა აღმოცენებული, აფერისტი. ეგეთები ხელმძღვანელ თანამდებობებზე არ უნდა მუშაობდნენ, იმედი მაქვს, მიიღებს რაც დაიმსახურა. angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025