ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:35
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 15 » "ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაცმოძაობას" - 65
11:08
"ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაცმოძაობას" - 65
"ქართულ ოცნებას" 85 დეპუტატი ეყოლება, "ნაცმოძაობას" - 65 კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი - 65 დეპუტატით. "ქართული ოცნება" პროპორციული სიით 44 ადგილს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 33 ადგილს მიიღებს.
პარლამენტში კოალიციას 41 მაჟორიტარი ეყოლება, "ნაციონალურ მოძრაობას" - 32.
საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2 150 197–მა ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა 54.97%-მა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ხოლო 40.34%-მა - "ნაციონალურ მოძრაობას".
გუშინ მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა სამი ოლქის 11 უბანზე გაიმართა, სამივე ოლქში უპირატესობა "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს.
საქართველოს პარლამენტი სულ 150 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დეპუტატთა რაოდენობა ცესკო-ს შესაბამისი ფორმულის მიხედვით დათვალა: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდა და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყო.
ნანახია: 1154 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1931 2 3 ... 12 13 »
0  
1 ლონდა   (15.10.2012 11:09) [Материал]
ვულოცავ კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას და ყველა მის მხარდამჭერს :))

0  
2 ლონდა   (15.10.2012 11:31) [Материал]
ვანო მერაბიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება"

ფრთხილად, არ გაგივარდეს !

0  
3 ლონდა   (15.10.2012 11:32) [Материал]
ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი და პირველ რიგში ის მსჯავრდებული პირები უნდა დაბრუნდნენ საზოგადოებაში, რომელთა დაბრუნებაც საშიში არ არის.

0  
4 კორშა   (15.10.2012 11:32) [Материал]
როგორაა ეხლა ლონდა საქმე,ვერ მიიღო ოცნებამ კონსტიტუციური უმრავლესობა?

0  
5 ლონდა   (15.10.2012 11:32) [Материал]
„ჩემი პირადი მოსაზრება შემიძლია გითხრათ, ეს ამინისტია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო, ბევრი მუხლის შემცველი და უნდა შეეხოს იმდენ ადამიანს, რამდენიც უნდა დაბრუნდეს ამ ეტაპზე საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს იმ ამნისტიის მსგავსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს გამოსცა, იყო ძალიან ბევრი მუხლი და ცოტა შეწყალებული მსჯავრდებული. ამინისტია შესაძლებლობას მოგვცემს პირველ რიგში დავაბრუნოთ ის მსჯავრდებული პირები საზოგადოებაში, რომელთა დაბუნება არ არის საშიში. ხაზს ვუსვამ, არ იქნება საშიში. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, თითქოს „ქართული ოცნება", ახალი ხელისუფლება კრიმინალების ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს, ეს ასე არ არის. სინამდვილეში საზოგადოებაში უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომელთა საპატიმრო ადგილას ყოფნა არ არის სასჯელის მიზანი," - აღნიშნა ბესელიამ.

0  
6 კორშა   (15.10.2012 11:33) [Материал]
აქ ხართ?
გამარჯობათ.

0  
7 ლონდა   (15.10.2012 11:34) [Материал]
"საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხავავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია", - აღნიშნა ნორლანდმა.

0  
8 ლონდა   (15.10.2012 11:37) [Материал]
თაკო ჩარკვიანი მაგრად არ მომეწონა დღევანდელ დილაში.. დეპრესიული ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებს.. ჯერ რამდენჯერ შეაწყვეტინა შალვას კითხვა და კინაღამ ეჩხუბა კიდეც სტუდიაში და ეგ სხვას რას უზამს :))

მოკლედ, მერე რა რომ მიშა არ მოსწონს და ბიძინას მხარდამჭერები არიან, ამ ნიშნით არ უნდა ავირჩიოთ ხალხი.. ჩემზე უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა.. მიუხედავად იმისა, რომ იმ თამუსია იგნატიევას( თუ როგორაა გვარი) ვერ ვიტან, მაგარი საზიზღარი ქალია, ასევე არ მომწონს მარინა, რადგან მიშას მოხმრეა.. მაგრამ არც თაკო არ მინდა.

მინისტრობის კანდიდატმა ალალი კაცის შთაბეჭდილება დამიტოვა. ვნახოთ როგორ გაუძღვება ამხელა ინტრიგების სამინისტროს

+1  
9 ლონდა   (15.10.2012 11:38) [Материал]
მე თან სუბიექტურს ვუსმენ და არჩილ კბილაშვილი მომწონს. და მიხარია, რომ ამ ტანამდებობაზე დანიშნეს.. კარგი ადვოკატი იყო და ამ საქმესაც კარგად მოაგვარებს

0  
10 ლონდა   (15.10.2012 11:41) [Материал]
მე აქ ვარ კორშა, პრივეტ სიხ :*

არა კონსტიტუციური უმრავლესობას უნდა 100+1 ხმა, მაგრამ იმედია 16 დეპუტატი შიგნიდან აუცილებლად გადავა უმრავლესობაში, თუ მეტი არა.. ნაცების რღვევა უკვე დაწყებულია და იქ მყოფი ნაცების დეპუტატებიდან ბერვი ბიზნესმენია, რომელსაც მიშა და პარტია სულ ცალ ფეხზე კიდია.. ასე რომ დაველოდოთ ჯერ 20 პქტომბერს, პირველ სხდომას..

ყველაფერი კარგად იქნება, ასე დარწმუნებული არასოდეს არ ვყოფილვარ.. ქალური გუმანით ვგრძნობ tongue

0  
11 ლონდა   (15.10.2012 11:42) [Материал]
ამ რაოდენობის კანდიდატებით პარლამენტი მიიღებს ნებისმიერ კანონს, გარდა კონსტიტუციური კანონების შეცვლისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტისა.. ასე რომ იმდენი კანონია ჯერ შესაცვლელი, რომ იმაზე არ დასჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასობაში კი მოვლენ გონზე ნაცების დეპუტატებიც და მე დარწმუნებული ვარ ბევრ კანონს მხარს დაუჭერენ .. მაგათ უმცირესობასი ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ, მედროვეები არიან, ამიტომ მოინდომებენ უმრავლესობასი გადასვლას

0  
12 ლონდა   (15.10.2012 11:44) [Материал]
სოზარ სუბარის ძმა გაანთავისსუფლეს

0  
13 ლონდა   (15.10.2012 11:45) [Материал]
მაშინ, როდესაც მსოფლიოს სასოწარკვეთილი ნაწილი სამყაროს დასასრულს ელის, 43 წლის ავსტრიელმა ფელიქს ბაუმგარტნერმა პარაშუტით ყველაზე დიდი ნახტომით აალაპარაკა მსოფლიო.

ამ ნახტომისთვის ბევრი არაფერი დასჭირვებია - ხელგაშლილი სპონსორი, ოპერატორების, ტექნიკოსების, ექიმებისა და მკვლევართა მთელი ლეგიონი, ჰელიუმით სავსე უზარმაზარი საჰაერო ბურთი, რომლის მოცულობა 850 ათასი კუბური მეტრი იყო, საგანგებო კაფსულა, სკაფანდრა და თავგადასავლების მაძიებლის მშობელი დედა. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას უნდა დავუმატოთ უდიდესი სიმამაცე, რომლის გარეშე ეს ფრენა არ შესრულდებოდა. მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად შეირჩა ნიუ მექსიკოს უდაბნო.

0  
14 ლონდა   (15.10.2012 11:45) [Материал]
ისტორია გადაიწერა. ავსტრიელმა პარაშუტისტმა სტრატოსფეროს უკიდეგანო სივრციდან, დაახლოებით 39 კილომეტრი სიმაღლიდან ნახტომით ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა. ბაუმგარტნერის ფრენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ-ტრანსლაციით 8 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. მოგვიანებით ექსტრემალი გამოტყდა, რეკორდის დამყარება მოსალოდნელზე გაცილებით ძნელი გამოდგაო.

ნახტომამდე ბაუმგარტნერმა კონსულტაციები გაიარა ამ საქმის პიონერთან, უფრო სწორად, ძველ რეკორდსმენთან, სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ ოფიცერთან, 80 წლის ჯო კიტინგერთან, რომელიც 1960 წელს 31.300 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა (კიტინგერის მიზანი ბგერის სიჩქარის გადალახვა იყო, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია. მხოლოდ 988 კმ. საათი განავითარა). თუმცა, გამოცდილი პარაშუტისტის რჩევა-დარიგებები საკმარისი არ აღმოჩნდა. აფრენის დროს ბაუმგარტნერი მიუთითებდა მუზარადში მომატებულ სითბოზე, თუმცა, თავად კაფსულა და კომბინეზონი საგანგებოდ იყო დამზადებული - 67 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისთვის.

0  
15 ლონდა   (15.10.2012 11:46) [Материал]
სტრატოსფეროში ასვლის დრომ 2 საათი და 16 წუთი შეადგინა. თავდაპირველი გეგმით, ნახტომი უნდა განხორციელებულიყო 36 კილომეტრი სიმაღლიდან, რაც ბაუმგარტნერს არასაკმარისად მოეჩვენა. ამიტომ გადაწყვიტა, კაფსულიდან მაშინ გადმომხტარიყო, როდესაც საჰაერო ბურთი 39 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწევდა (ზუსტი მონაცემებით ნახტომი განხორციელდა 39,044,88 კილომეტრ სიმაღლიდან). სასურველ ნიშნულზე მყოფმა 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ კაფსულის კარი გააღო, გარეთ გამოვიდა და ფეხებით ქვევით გადმოხტა. საქმეში ჩახედულთა გამოთვლებით სტრატოსტატიდან ნახტომის შემდეგ 48 წამში, ავსტრიელი მფრინავის სიჩქარემ გადააჭარბა 1193 კმ.საათს (ჩვეულებრივ პირობებში ბგერის სიჩქარეს), მდგომარეობა შეიცვალა და თავდაყირა გააგრძელა ფრენა (მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ვარდნისას განავითარა ბაუმგარტნერმა ბოლო მონაცემებით შეადგენს საათში 1341,9 კილომეტრს. თავისუფალი ვარდნის სიჩაქრემ შეადგინა 4 წუთი და 20 წამი)

1-15 16-30 31-45 ... 166-180 181-193
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025