
ამ განცხადებით კალაძე მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენს" ეხება.
"სს "საქჰიდრომშენის" აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგს "კალა კაპიტალი", რომლის მფობელიც მე გახლავართ. "საქჰიდრომშენი" სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც. ამდენად, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში "კალა კაპიტალი" დაიწყებს სს "საქჰიდრომშენში" კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას. რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები", - აცხადებს კალაძე და დასძენს, რომ მისი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას.