ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » იანვარი » 9 » იგი საავადმყოფოსთვის იყო გაჩენილი, ანუ მიშა და მთავარი
23:00
იგი საავადმყოფოსთვის იყო გაჩენილი, ანუ მიშა და მთავარი



გუბერნატორებისთვის, გამგებლებისთვის და ადგილობრივი პოლიციისთვის ყველაზე დიდი თვის ტკივილი რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებია. სწორედ მათ ევალებათ, რომ სააკაშვილს ღირსეული დახვედრა მოუწყონ. „ღირსეულ დახვედრაში" იგულისხმება, ბევრი ხალხი და მინიმუმ ორი ბავშვი, რომელიც „მიშა! მიშა!" –ს გაყვირის.

და არაუშავს, თუ ეს ხალხი იმ მუნიციპალიტეტში არც ცხოვრობს, სადაც სააკაშვილია ჩასული. შუბლზე არავის აწერია, ვინ საიდანაა. მთავარია, რომ ათასი სატელეფონო ზარის და სამსახურიდან გაგდების შიშით მოყვანილ მიშას "ფანებზე” შემდეგ არავინ ისაუბროს.

სააკაშვილმა 5 იანვარს გარდაბანში, სამედიცინო ცენტრის გახსნისას, თავისი გულისტიკივილი გარდაბნელებს გაუზიარა. "ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ხალხი შეხვედრებზე სპეციალურად მოყავთ ავტობუსებით. ფაქტია, რომ აქ მოსვლა ერთი საათის წინ გადავწყვიტე და თითოეული თქვენგანი ადგილობრივი მკვიდრია, რომელიც გარშემო მდებარე კორპუსებსა და სახლებში ცხოვრობს” – თქვა, სააკაშვილმა.

პრესაგე.ტვ-ს კარგად ახსოვს, როგორ შედგა რუსთავში გასულ წელს პრეზიდენტისა და პენსიონერების შეხვედრა. "კარგად გადასკოჩე მანქანა, პენსიონერი არ გადმოგივარდეს” – ასე მიმართავდნენ ერთმანეთს, პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილობრივი ორგანიზატორები, რომლებსაც შეხვედრაზე პენსიონერთა კოლექტიური მიყვანა ევალებოდათ.

შესაბამისად, სააკაშვილის ვიზიტის მეორე დღეს, გარდაბანში სააკაშვილის სტუმრობის ადგილს ჩვენც ვეწვიეთ.

"მიშა აქ ყველას უყვარს. კორპუსებიდან ყველანი ვიყავით გამოსული. ჩვენ გარდა მთელი გამგეობა აქ იყო – ყველა თანამშრომელი, პედაგოგებიც და სხვა საპატივცემლო ადამიანები. ბევრი უცხო ადამიანიც იყო, ზუსტად ვერ გეტყვით საიდან მოვიდნენ" – გვიხსნიან პრეზიდენტის მოყვარული გარდაბნელები.

"ჩვენ სვანეთიდან ვართ, ეკომიგრანტები. აქ უკვე დიდი ხანია ვცხოვრობთ. პრობლემები ბევრი გვაქვს. თვითონაც შეხედეთ, რას გავს ჩვენი შიდა გზები. საავადმყოფო კარგია, მაგრამ აბა რა გზით მიდიხარ იმ საავადმყოფომდე, საკითხავი არ არის?!” –კორპუსების ეზოში მდგომებს საუბარისას ნელ-ნელა მიშას სიყვარულმა გაუარათ და პრობლემებზე საუბარი დაიწყეს.

მისაღებში მოქალაქეების რიგი დგას. "ჩვენი ცენტრი გუშინ არ გახსნილა. დაახლოებით ორი კვირაა ვმუშაობთ. გუშინ, უბრალოდ, პრეზიდენტი გვესტუმრა მოულოდნელად” – საუბრობს ცენტრის მთავარი ექიმი, ქეთევან გვენცაძე.

"ეს არის 25 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი საავადმყოფო. გვაქვს შემდეგი განყოფილებები: სამეანო-გინეკოლოგიური, ქირურგიული, თერაპიული, ბავშვთა განყოფილება, ინფექციური და ამბულატორია. თანამშრომლების მხრივ თითქმის სრულად დაკომპლექტებული ვართ. შერჩევის ეტაპზე ვართ ანესთეზიოლოგ-რეანომატოლოგის კადრზე. ისიც ამ დღეებში აირჩევა და საქმეს შეუდგება” – დასძინა, გარდაბნის სამედიცო ცენტრის, მთავრი ექიმი.

გარდაბნის და მარნეულის სამედიცინო ცენტრები სადაზღვეო კომპანია "ირაომ” ააშენა. მათი უშუალოდ მართვა კი "ჯეოჰოსპიტალსი”-ს   ევალება. ფასებს სამედიცინო მომსახურებაზე სწორედ, ის განსაზღვრავს. შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული, სააკაშვილის სტუმრობისას „მიშა! მიშა!"–ს რამდენი დამძახებელი, შეძლებს ამ დაწესებულებებში მკურნალობას.






ნანახია: 842 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 7
0  
ლონდა, ეს ბავშვები სომალიდან არიან, თუ აქაურები? ტყვეობაში არიან? მე ვიტყოდი, რომ ამ ბავშვთა და მათი მშობლების ბედი არაფრით ჩამოუვარდება სომალელ მეკობრეთა ტყვეთა და მათ ჭირისუფალთა გაჭირვებას!

" ნეობოლშევიზმი, სახელწოდებით: ვარდების რევოლუციონერი, მიშა!" ამ სათაურით გთავაზობ ამ კლიპის გამოქვეყნებას ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდება. ეს რა საშინელებაა?! ადამიანებო, რა უნდა გიქნან ამ რეჟიმმა თქვენ, რომ მიხვდეთ, რას გიშვებიან...???!!!! და ისევ, ჭაბუას "დათა თუთაშხია" მახსენდება საუბედუროდ.

0  
ნეობოლშევიზმი! ნეოფაშიზმი! უწოდეთ როგორც გნებავთ...

0  
Jumber Kiria
SOS!!! ზნეობრივი ძალადობა ბავშვთა გონებაზე !!!

ნეობოლშევიზმი ..?! ნეოფაშიზმი ..?!

http://www.youtube.com/watch?v=G7wvIjlpXnY&feature=player_embedded

... ეგებებიან მის აღმატებულებას - მიხეილ სააკაშვილს.

ორგანიზებული მიშტაში
www.youtube.com
თბილისის 72 - ე საჯარო სკოლა
Мне нравится · · Поделиться · около минуты назад

0  
SOS!!! Моральное насилие на сознание детей!!!

Необольшевизьм...?! Неофашизм...?!

Встречайте, Его превосходительство - президент Михаил Саакашвили.

http://www.youtube.com/watch?v=G7wvIjlpXnY&feature=player_embedded

ორგანიზებული მიშტაში
www.youtube.com
თბილისის 72 - ე საჯარო სკოლა
Мне нравится · · Поделиться · около минуты назад возле Рустави

0  
ორგანიზებული მიშტაში
ЦОЦХАЛИ ცოცხალი: SOS! Psychological violence on the minds of children! Neobolshevizm ...?! Neofashizm ...?! Meet, His Excellency - President Mikhail Saakashvili.

http://www.youtube.com/watch?v=G7wvIjlpXnY&feature=player_embedded

0  
6 ქაჯანა   (09.01.2012 01:39) [Материал]
დიმიტრი აქ თუ სად ხარ?? biggrin

0  
7 ქაჯანა   (09.01.2012 03:16) [Материал]
აქ ამოდით რააა მეშნია მე ომენის angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025