ოთხშაბათი, 18.06.2025, 21:23
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 13 » ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა
07:01
ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა

ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვითარებაში გასარკვევად ბაგრატის ტაძრის ერთერთ მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ წყალი ტაძარში არა სახურავიდან არამედ სარკმლიდან ჩავიდა.

"არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად მუშაობენ", - დასძინა თამარ კვანტალიანმა.


ნანახია: 1719 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 741 2 3 4 5 »
0  
1 ეფემია   (13.10.2012 07:05) [Материал]
1000-ლარიანი ვაუჩერი არ დარიგდება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მოსახლეობას 1000-ლარიანი ვაუჩერი აღარ დაურიგდება.
მისი თქმით, ეს პიარაქცია იყო და მის ნაცვლად, სხვა უფრო ეფექტური პროგრამები განხორციელდება.

ონოფრიშვილის თქმით, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოსახლეობა შემოსავალს არა დახმარებებით, არამედ დასაქმების საშუალებით მიიღებს.

ახალი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2013 წლიდან თითოეულ ოჯახს 4 წელიწადზე გაწერილი 1000-ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებოდა და ვაუჩერით კომუნალური გადასახადების დაფარვა, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და მედიკამენტების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.

0  
2 დიანა   (13.10.2012 09:22) [Материал]
ნაცუკების მორიგი სიცრუე wink

0  
3 ფეფე   (13.10.2012 09:36) [Материал]
ხათუნა ხოფერია - არსებობს პიროვნება, რომელსაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ამ ხელებით დავახრჩე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო
ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება, - ამის შესახებ მან ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ჟურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება დაიწყება და ძალიან ბევრი ახალი ჩვენება იქნება ამ საქმეში. "ამ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც აწამებდნენ ქონების დასათმობად. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, ამ ხელებით დავახრჩე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო. მან დაასახელა გვარი. როდესაც საქმის ძიება დაიწყება, ეს პიროვნება მზად არის მივიდეს და მისცეს ჩვენება და ასეთი ბევრი ფაქტია", - აღნიშნა ხოფერიამ.

ხათუნა ხოფერია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ გამოძიებას მიიყვანს ბოლომდე, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა. მისი თქმით, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთ-ერთი პირველი დანაშაული და საზოგადოება, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ვერ დატოვებენ ამას ისე, რომ ვერ მიიღონ კითხვებზე პასუხი, როგორ გარდაიცვალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ხოფერიას განცხადებით, ამერიკიდან ჩამოსული დასკვნის მიხედვით, აირით მოწამვლის ფაქტს 5 პირობა არ აკმაყოფილებდა და ჟვანიას მეგობრების წრეში იცოდნენ, რომ ბუნებრივი სიკვდილით პრემიერი ვერ გარდაიცვლებოდა. კერძოდ, ხოფერიამ ახსენა, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ხათუნა გოგორიშვილისა და გიორგი ბარამიძისგან იცოდა.

"იმაზე, რომ ეს იყო მკვლელობა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით და ბევრი ფაქტები არსებობდა. იყო ხალათი, პირსახოცი, ჯაგრისი, რომელზეც გარდა ზურას დე-ენ-ემისა, აღმოჩენილი იყო სხვა პიროვნების, მდედრობითი სქესის დე-ენ-ემი. არ იყო ამოცნობილი, ვინ იყო ეს პიროვნება. მე მათგან მაქვს ეს ინფორმაციები. ისინი ამას განიცდიდნენ. გია იყო პირველი პიროვნება, რომელიც იქ მიიყვანეს. ჩვენი გუნდიდან იგი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო", - დასძინა ხოფერიამ.

+1  
4 ფეფე   (13.10.2012 09:39) [Материал]
ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. საშიშები არიან დამარცხებული ნაცები.

+1  
5 ფეფე   (13.10.2012 09:44) [Материал]


დაახვიოს რა...
იცის, რომ მაგრად გაბანძდება ხმას რომ არავინ მისცემს და მაგიტომ მოხსნა კანდიდატურა. ზეწოლა არა ის კიდე...
რაც მაგათ გააკეთეს საარჩევნო პუნქტებზე თავდასხმებით, ხმას კიდევ როგორ იღებს?

0  
6 ლონდა   (13.10.2012 10:36) [Материал]
აქ ვიქნები

დილა ( საღამო მშვიდობისა ) დიდგორელებო:*

რა გავაფუჭოთ დღეს?

0  
7 ლონდა   (13.10.2012 10:40) [Материал]
http://www.obieqtivi.net/demo/tv1.php?id=9001

ობიექტივში ნაციონალები "აღსარებას " აბარებენ :)))

0  
8 ლონდა   (13.10.2012 10:57) [Материал]
ვანში 37 წლის მურად კეკელიძემ საკუთარი მამიდაშვილი, 57 წლის მარინა ახვლედიანი მოკლა
18:06 13.10.2012
ვანში 37 წლის მურად კეკელიძემ საკუთარი მამიდაშვილი, 57 წლის მარინა ახვლედიანი მოკლა.

გარდაცვლილს მუცლის არეში დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.

მეზობლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მურად კეკელიძე ფსიქიურად გაუწონასწორებულია.

"არაჩვეულებრივი ადამიანი მოგვიკლეს. ძალიან შეშფოთებული ვართ. ყველამ ვიცოდით, რომ ეს ბიჭი კარგად არ იყო, იგი რამდენჯერმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდა. იმასაც ამბობენ, რომ გაუპატიურება უნდოდაო", - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი ნათელა ვარდანიძე.

გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

საქმეს ვანის რაიონის პოლიცია იძიებს.

0  
9 ლონდა   (13.10.2012 10:58) [Материал]
კაზიმირას ეცოდინება , ისიც ხო ვანელია

0  
10 ლონდა   (13.10.2012 11:17) [Материал]
პრივეტ ბიბი :*

ხო აბა რააა, ლეილასნაირებისთვის ამბობს და დაიჯერებენ კიდეც :))

ჩვენ კიდევ ვიხალისოთ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებული პარტიის მხარდამჭერები ვართ.

წავალ მე ცოტახანს და მოვალ მერე

0  
11 არალე   (13.10.2012 11:45) [Материал]
მე დავტოვე ავტოგრაფი დილით ქვევითა თემაში smile
თქვენი უხვი საუზმითაც ვისიამოვნეთ ევროპელებმა

გამარჯობათ დიდგორელებო!

0  
12 არალე   (13.10.2012 11:48) [Материал]
ზეწოლაო, ამ უსინდისომ
ღმერთო, როგორ მიკვირს ასეთ უზნეოებად და შუბლის ძარღვგაწყვეტილებად როგორ ყალიბდებიან
ნუთუ, დროებითი კეთილდღობა ღირს ყველაფრის საპირწონედ?

კადები დაიდო ტელევიზიებში, როგორ იტაცებენ სპეცნაზის საშალებით ბიულეტენებს და ეს კიდევ ზეწოლაზე ლაპარაკობს.

0  
13 არალე   (13.10.2012 11:51) [Материал]
თეა წულუკიანი იმდენად დადებით ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიშისტებმაც კი ვერ ლანძღეს და ვერ მოუგონეს ათასგვარი სიბინძურე.
ძალიან ძლიერი მებისყოფის ადამიანი მგონია თეა, პრინციპული და შეუვალი.

0  
14 ფეფე   (13.10.2012 11:55) [Материал]
კასკებით დასხდნენ პარლამენტში მომავალი პარლამენტარები. რა ვიცით რა ხდება.

გამარჯობათ tongue tongue tongue tongue
ამერიკას გაუღვიძია... smile

0  
15 ფეფე   (13.10.2012 11:56) [Материал]
დამავიწყდა რისი დაწერაც მონდოდა.

1-15 16-30 31-45 46-60 61-74
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025