[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა 2011 წელს - „ვერსია"]
„სასაცილოა...
სატირალი რომ არ იყოს" – ხშირად ამბობენ ხოლმე და, რა თქმა უნდა, ასეა.
ცრემლი რომ დამალონ, იმიტომ იცინიან მწარედ. გული რომ ტკივათ, იმიტომ
იღიმებიან ირონიულად. ასე ვიცინით და ასე ვიღიმებით. ქართველებს არასოდეს
გვქონია საქმე სასაცილოდ, საზეიმოდ – კი, მაგრამ სასაცილოდ – არასოდეს. და
თუ გასულ წელს ხანდახან მაინც ვიცინოდით და ვიღიმებოდით, მხოლოდ იმიტომ,
რომ გული გვტკიოდა და ცრემლი უნდა დაგვემალა.
მთავარია, მტერი არ გავაცინოთ. ეყოთ, რაც იცინეს.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კურდღლის 2011 და გისურვებთ, რომ 2012 არა დრაკონის, არამედ ქართველების ყოფილიყოს.
გამარჯობა არალე და მივესალმები ყველა იუზერს, ვინც აწი შემოვა, პრესტო რომ დამცინის რვა საათზე როგორ იძინებო, სწორედ იმიტომაც ვოძინებ ადრე რომ ევროპელ და ძმებსაც მოვუსწრო და მივესალმო, ეხლა ხომ მიხვდით რატომაც ვიძინებ რვაზე, ყველას გეფერებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ 2012 წელს
ბასო მოსულაააა!!! გენაცვალე ბასუნა, გუშინ ვეღარ მოგისწარი და ახლა მოგილოცავ ჩემო საყვარელო და კარგო ადამიანო! გამრავლდი და გაიხარე, წარნატებების, ბარაქის, დიდი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი შენთვის!
გენაცვალე ბასო, რა კარგი დრო გამახსენა ამ სიმღერამ, ალბათ ყველაზე ბედნიერი ჩვენი თაობის ქართველებისთვის! მერე იყო აფხაზეთი, სამოქალაქო ომი თბილისში, მერე სიბნელე, სიცივე და რა ვიცი, არაფერი კარგი! ამ ახალ წელს რა გასახსენებელი იყო ეს ყველაფერი, თუმცა, რას იზამ, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ვერსად წაუვალთ .
ყველაფერი ცუდად გასახსენებელი წარსულში დავტოვოთ და ვიმხიარულოთ თავბრუსხვევამდე დღეს
აბა არალე ოთხმოციანები იყო ყველაზე ლამაზი დრო, კომუნისტები იყვნენ თუ ფაშისტები არ მაინტერესებს, ჩვენი თაობა ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო და დღესაც იმ დროს მივტირივარ, კონკრეტულად კი 1986 წელს როცა სკოლა დავამთავრე და დავისვენე მეც და სკოლამაც, დირექტორმა ბანკეტი მოაწყო, რახან შენ და მთლიანი კლასი მოშორდა ამ სკოლას, აწი რაღა გვიჭირსო