ოთხშაბათი, 18.06.2025, 20:40
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 20 » დავით ბერძენიშვილი - რამდენიმე "ნაციონალი" საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე უარს იტყვის
10:40
დავით ბერძენიშვილი - რამდენიმე "ნაციონალი" საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე უარს იტყვის
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ელოდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში გასული რამდენიმე დეპუტატი უმცირესობაში გაერთიანებაზე უარს იტყვის და საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ ჯგუფს შექმნის.

დავით ბერძენიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს იმ დეპუტატების დაკონკრეტებისაგან, რომელიც მისი მოლოდინის თანახმად, უმცირესობაში გაწევრიანდებიან, თუმცა აცხადებს, რომ არსებობენ პარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც საკუთარ ჯგუფს შექმნიან და ითანამშრომლებენ საპარლამენტო უმრავლესობასთან.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მრავალპარტიული პარლამენტი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას არ გააჩნია.

"ჩვენ შევუდგებით აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას. კოალიცია "ქართული ოცნება" რამდენიმე ფრაქციისგან იქნება დაკომპლექტებული, ასევე როგორც ცნობილია, რამდენიმე ფრაქცია ეყოლება უმცირესობას და ალბათ, ისინიც აქტიურ მუშაობას დაიწყებენ. ამასთან მაქვს ეჭვი, რომ არიან დეპუტატები, რომლებიც არ შევლენ უმცირესობაში. ისინი ეცდებიან საკუთარი ჯგუფის შექმნას პარლამენტში და აპირებენ ითანამშრომლონ უმრავლესობასთან", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

ნანახია: 1116 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 1501 2 3 ... 9 10 »
0  
1 ლონდა   (20.10.2012 10:59) [Материал]
პასუხი არასამთავრობო ორგანიზაციებს
Bidzina Ivanishvili official-ის მიერ 2012 წლის 20 10, შაბათი at 8:58 ·

ჩემს მიერ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოგვიწოდეს.



მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია.



მე მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამდენ ხანს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იგნორირებული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები.



მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით.



ასევე უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით.



აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის არასაკმარისი აღმოჩნდება დავით დარახველიძის განმარტებები, მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე, დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები.





ბიძინა ივანიშვილი

0  
2 ლონდა   (20.10.2012 11:00) [Материал]
მართლა მაგარი კაცია ბიძინა და ღმერთმა დალოცოს :*

მე პირადად გუშინდელი გადაცემის შემდეგ დარახველიძე მომეწონა, არასამთავროებზე კი ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა.. მაგრამ ბიძინას პასუხი მაგარი დიპლომატიური და მოსაწონია

0  
3 ლონდა   (20.10.2012 11:00) [Материал]
უბრალოდ ჯანსაღი კრიტიკა საჭიროა ყოველთვის, მაგრამ სად იყვნენ ეს სამთავროები , როდესაც ნაცები მინისტრებს ნიშნავდნენ რაღაც არ მახსენდებიან!!

0  
4 ლონდა   (20.10.2012 11:09) [Материал]
ლიონ, არ არის და არც იქნება ერთპარტიულობა, რადგან კარგად იცი, რომ კოალიცია რამდენიმე ფრაქციისგან შედგება. და დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყნისთვის სასიკეთო კანონი უნდა შემოიღონ ამაზეც და ბევრს სხვა საკითხზეც იქნება სერიოზული კამათი და მას შემდეგ მიიღება ესა თუ ის კანონი.. დაველოდოთ ,მოვლენებს, ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა და ასეთი განწყობით, ჩასაფრებულის როლში, მეტიც უკმაყოფილების და უნდობლობის როლში ყოფნა ცოტა არ იყოს შენგან გასაკვირია., თორემ მიშისტები ამაზე მეტს კი არ აკეთებენ.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიშას და ზოგადად ნაცების დამარცხება გაუხარდა, ის იმედით უნდა იყოს და სენ ვერ გატყობ ამ იმედს ლიონ და რა დაგემართა, მართლა მიკვირს smile არ გინდოდა ოცნებას გაემარჯვა? აბა რა გვექნა ისევ ნაცების ხელში რომ დავრჩებოდით ხო იცი.. დაველოდოთ რა იქნება, ამას სულ მცირე 3-4 თვე სჭირდება, რომ მივხდეთ როგორი ცვლილებები მოხდა და მერე ერთად ვაკრიტიკოთ.

ფრაქციები კი კოალიციაში ასე განაწილდება:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე - ზაქარია ქუცნაშვილ.

ფრაქციას "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები" - დავით ბერძენიშვილი

ფრაქცია "ქართული ოცნება – კონსერვატორები" - გიგა ბუკია

ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალ დემოკრატები"- ირაკლი ჩიქოვანი

0  
5 ლონდა   (20.10.2012 11:12) [Материал]
ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მრავალპარტიული პარლამენტი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას არ გააჩნია.


აჰაა ამას ამბობენ თავადაც და ჩვენ მაინც ის ვიძახოთ, არა ერთპარტიულიაო??

0  
6 ლონდა   (20.10.2012 11:14) [Материал]
იმდენად მივეჩვიეთ კრიტიკას და ყველაფერზე უკმაყოფილების გამოთქმას , რომ გვიჭირს ეტყობა მანდედან გამოსვლა და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებთ.. მე ეხლა ჩემი თავიც ჩავრთე აქ, იმიტომ რომ არ მინდა ცუდად გამომივიდეს და ვინმეს ვაწყენინო, თორემ სიმართლე გითხრათ მე არ ვარ ასე და ჯერჯერობით გატრუბული ვუყურებ სასიამოვნო ცვლილებებს. არ ვაკრიტიკებ, რადგან არ ვიცი რას გააკეთებენ, კანდიდატებიც მომწონს, ბიძინასი ხო მჯერა და მჯერა.. ხოდა ველოდები რა იქნება დალშე და იმის მიხედვით გავაკეთებ მერე კომენტარებს. ჯერჯერობით ყველა ცვლილებას, ყველა კანდიდატს მხარს ვუჭერ.. არ ივარგებს და გამოცვლიან რა პრობლემაა

0  
7 ეფემია   (20.10.2012 11:24) [Материал]
ხო ლონდა. მართლაც რა მოზომილი საუბარი აქვს ივანიშვილს. სიტუაცია იმაზე დადებითად ვითარდება, ვოდრე წარმოვიდგენდი. გულით მიხარია, რომ საზოგადოება გაიხსნა და ყველაფერზე ღიად დაიწყეს საუბარი. ეს სახეები, თუნდა ის უფლებადამცველები ადრე საერთოდ ვერ ახერხებდნენ კამერების წინ გამოსვლას, ეხლა ნელნელა ყველაფერი იცვლება და ეს პროცესი არ უნდა შეფერხდეს.

0  
8 ლონდა   (20.10.2012 11:27) [Материал]
სალამი ფეფე :*

ხო რაა, მეც ძალიან მიხარია. აბრალებენ ამ ადამიანს ყველაფერს, ქართული არ იცის, არც რუსული, ვერ ლაპარაკობს და ათას ყლეობებს აბრალ;ებენ, იმას კი ვერ ფიქრობენ , რომ ეს ადამიანი ხალხის ენით საუბრობს და მისი ყოველი სიტყვა ძალიან დადებითად განაწყობს ადამიანებს.. ნუ საღად მოაზროვნეებზე მაქვს საუბარი.

მჯერა მე მისი და მინდა რომ ეს რწმენა ბოლომდე გამყვეს

0  
9 ეფემია   (20.10.2012 11:27) [Материал]
ესე იგი, როგორც ბერძებიშვილი ამბობს, ნაციონალებს მანდატები მოაკლდებათ, რადგან უმცირესობაში მყოფი დაპუტატები ახალი შექმნილი ჯგუფით უმრავლესობასთან ითანამშრომლებს?

არც ეს არის ცუდი.

ლეილა ინერვიულებს.

0  
10 ეფემია   (20.10.2012 11:29) [Материал]
გამარჯობა ლონდა. tongue tongue tongue
იქამდე აბრალონ სანამ ენა არ გაუცვდებათ. მაგ კაცს არაფერი შეშლია ჯერჯერობით. მინისტრებიდან კიდევ თუ ვინმე ვერ გაართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს, ადგება და შეცვლის. სააკაშვილს რა მინისტები უცვლია, ვის რა ექნება სათქმელი?

0  
11 ლონდა   (20.10.2012 11:31) [Материал]
ისიც ადამიანია, შეიძლება რომელიმე კანდიდატის დასახელებაში და არჩევაში რამეში შეცდეს, მაგრამ ჯერ ეხლა იწყებენ მუშაობას, გადახედავს ვინ როგორ გააკეთებს საქმეს და ამის მიხედვით გადაწყვიტავს დარჩეს თუ არა ადგილზე ესა თუ ის მინისტრი.. კახი კალაძეს რომ აკრიტიკებენ კიდევ მაგრად არ მომწონს.. ეს ბიჭი თვალსა და ხელშუა როგორც პოლიტიკოსი გაიზარდა და თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბბ მას მაგრად ენდობა, ალბათ ერთ ერთი მისი ნდობით აღჭყ=ურვილი პირია, ისევე როგორც ღარიბაშვილი, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება თუ მინისტრის პოსტზე და თან საპასუხისმგებლო სფეროში მას დანიშნავს..

ისე მიეცვია ხალხი კრიტიკას და ყველაფერის ეჭვის თვალით ყურებას, რომ უკვე მოსაბეზრებელი ხდება მათი კრიტიკის მოსმენა, მაშინ როცა ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და აბრაამს არქმევენ უკვე

დაიცადოთ კარგო ხალხო, მაიცათ რაააა!!!

მიშისტებს დავუტოვოთ ღვარძლი. ჩვენ ჯერ დაველოდოთ მოვლენებს

0  
12 ფეფე   (20.10.2012 11:31) [Материал]

0  
13 ფეფე   (20.10.2012 11:33) [Материал]
ახალგაზრდები გაიხარებენ. smile

0  
14 ლონდა   (20.10.2012 11:37) [Материал]
ფეფე, აუცილებლად გადავლენ ნაცები კოალიციის მხარეს და საკონსტიტუციო ხმებს მოაგრობვებენ ეს აუცილებელია
კონსტიტუცია სჰესაცვლელია

სჭირდება 100+1 ხმა.. ამას ნაცებიდან ამოიღებენ, მანდ ბევრია ისეთი, ვისაც ნაცები სულ ცალ ფეხზე ეკიდათ.. ბევრი ორპროჭაც არის,მედროვეები.. ეს ხახლი ხმების მოსაგროვებლად საჭიროები არიან და ისტორიის მანძილზე უმცირესობა ყოველთვიოს გადადიოდა უმრავლესობის მხარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება

0  
15 ლონდა   (20.10.2012 11:38) [Материал]
ამ რეჟიმის შესაცვლელად და ახალი ქვეყნის ასაშენებლად უამრავი კანონი იქნება შესაცვლელი, ამიტომ როცა საქმე ეხება სასიკეთო ცვლილებებს, ამ დროს ყველა ნათელ გზას დაეთანხმება აბა როგორ გვინდა ისე

1-15 16-30 31-45 ... 121-135 136-150
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025