ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:57
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » ჩერჩილის აფორიზმები
11:43
ჩერჩილის აფორიზმები
09:06 / 29-11-2011

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მემუარები "ჩემი ადრეული წლები: 1874 - 1904" სამ ტომად გამოიცა. ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი მემუარებში სასკოლო პერიოდის სირთულეებზე, ბურების მეორე ომში ჰუსარების გმირობებზე, კუბასა და ეგვიპტეში ბრძოლებზე წერს. 

უინსტონ ჩერჩილი მკითხველმა უფრო ადრე მემუარების ექვსტომეულით გაიცნო. ამ ნაშრომისთვის მწერალმა და პოლიტიკოსმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. 

გთავაზობთ რამდენიმე აფორიზმს ჩერჩილის მემუარებიდან:

"ვფიქრობდი, რომ სიბერით მოვკვდებოდი, მაგრამ როდესაც რუსეთმა, რომელიც მთელ ევროპას პურით კვებავდა, ხორბლის შეძენა დაიწყო, მივხვდი, რომ სიცილით სიკვდილი მელოდა".

"კაპიტალიზმის მთავარი ნაკლი - კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა. სოციალიზმის მთავრი უპირატესობა კი - გაჭირვების თანაბარი განაწილება". 

"გენერლები ყოველთვის ემზადებიან უკანასკნელი ომისთვის".

"დიპლომატი - ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არაფერს იტყვის".

"მშვიდობისმყოფელი - ეს ის ადამიანია, რომელიც ნიანგს იმ იმედით აჭმევს, რომ ის მას ყველაზე ბოლოს შეჭამს".

"მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები ზემოდან გიყურებენ. ღორები კი ისე გიყურებენ, როგორც თანასწორს".

"პოლიტიკოსს პროგნოზირება უნდა შეეძლოს, თუ რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ და ერთი წლის შემდეგ. შემდეგ კი იმის ახსნის უნარი, თუ რატომ არ მოხდა ეს".

"ბოლშევიკები საკუთარ თავს თავად უქმნიან სირთულეებს, რომლებსაც წარმატებით უმკლავდებიან".

"ალკოჰოლისგან უფრო მეტი რამ მივიღე, ვიდრე მან წამართვა".

"ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის აღზრდა".

"ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს - ის შანსს სხვებსაც უტოვებს".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/books/44666-cherchilis-aforizmebi.html#ixzz1f6qyHPHO
ნანახია: 1176 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2
0  
ჩერჩილი რომ ნიკო ბურის ტყვე იყო სამხრეტ აფრიკაში იცით? :))

ჩერცილის ჟესტი მიყვარს, მაკრატელი რო აჩვენა მეორე მსოფ. ომის დამთავრებისას.....ჰიტლერი ხო ქაღალდს აჩვებედა და გავჭერით მაკრატელიო smile

"დიპლომატი - ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე არაფერს იტყვის". amas ar veTanxmebi mara marTalia :)))

0  
2 პაკო   (29.11.2011 15:37) [Материал]
"მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გიყურებენ. კატები ზემოდან გიყურებენ. ღორები კი ისე გიყურებენ, როგორც თანასწორს".

gors ki gavdi shechema daa

me es damevasa
"ალკოჰოლისგან უფრო მეტი რამ მივიღე, ვიდრე მან წამართვა".
yeees !


xumrobis gareshe ki nagdad magari politikosi iyo cherchili.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025