აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
ელჩის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისკენ.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა ივანიშვილის შესაძლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
რაც შეეხება ბარაქ ობამას წერილის შინაარს, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სჯობს პრემიერს დავუტოვოთ უფლება, წერილის შინაარსზე თავად ისაუბროს".
ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილმა ბარაქ ობამას წერილი მიიღო !
აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. ელჩის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა და განცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება. ამასთან, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისკენ. კითხვაზე, განიხილეს თუ არა ივანიშვილის შესაძლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება ბარაქ ობამას წერილის შინაარს, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სჯობს პრემიერს დავუტოვოთ უფლება, წერილის შინაარსზე თავად ისაუბროს".
პატრიარქი და სოზარ სუბარი #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ.
უწმინდესთან ერთად მინისტრი დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს მოინახულებს.
#7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს, ძირითადად, იხდიან ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები.
ემზარ კვიციანის ოჯახი წუხელ საქართველოში დაბრუნდა. კვიციანის მეუღლის, თეთნულდ ანსიანის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება მათ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და გამოძიების შემდეგ ემზარ კვიციანიც დაბრუნდება საქართველოში.
კვიციანების ოჯახი საქართველოდან ექვსი წლის წინ წავიდა. კვიციანის წინააღმდეგ საქმე 2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით არის აღძრული.
საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს. ამის შესახებ ქარხნების ნაწილში აცხადებენ.
მწარმოებლების განმარტებით, საქართველოში მხოლოდ ხორბალი შემოდის, ფქვილი - არა, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია აღარ არის. ფქვილის წარმოება კი ძვირი ჯდება.
"ჩვენთან ფქვილის დამზადების თვითღირებულება ძალიან მაღალია. ხარჯებს ზრდის წყლისა და ელექტროენერგიის მაღალი ტარიფები",- აცხადებენ მწარმოებლები.
ჯერჯერობით, მოქმედი პურის ქარხნების ნაწილი ფასებს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის დეფიციტის გამო ფქვილი ბოლო პერიოდში 3- ჯერ გაძვირდა, ქართულ ბაზარზე პურის ფასები თითქმის უცვლელია. ფასების 5- თეთრიანი მატება მხოლოდ სუპერმარკეტების ნაწილში დაფიქსირდა.
საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, სპეციალისტები საქართველოში სექტემბრისთვის პურის გაძვირებას 10 დან- 20 თეთრამდე ვარაუდობდნენ.
მწარმოებლების ინფორმაციით, ჯერჯერობით ფასების დაჭერა მოგებისა და ძველი მარაგების ხარჯზე ხდება.
ხელისუფლებამ მეწარმეს, ძველთან შედარებით, ნამდვილად შეუმცირა და გაუმარტივა ბიუჯეტში გადასახადები, გაუადვილა რეგისტრაცია, ნებართვა-ლიცენზიები, მოაცილა ათასი შემზღუდველი მუქთამჭამელი შემმოწმებელი ...
ვლადიმერ ბედუკაძე - "ციხეში ბურჯანაძის აქტივისტებს "ბელა ჩაოს" უმღეროდნენ"
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. ამის შესახებ გაზეთ "კვირის ქრონიკას" ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებელმა ვლადიმერ ბედუკაძემ განუცხადა.
"ვადასტურებ, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ ნინო ბურჯანაძის აქტივისტებს. მე პოლიტიკურ პარტიაში არასდროს ვყოფილვარ დ პარტიული საქმიანობისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ბურჯანაძის მიმართ რომ განსაკუთრებული აგრესია იყო, ამას ვადასტურებ. დასცინოდნენ, ჩაუვლიდნენ და წამოაძახებდნენ "ბელ ჩაო!", - აცხადებს ბედუკაძე გაზეთთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გაუპატიურების ბრძანებას ძალიან იშვიათად იღებდნენ და ეს მხოლოდ სააკაშვილი-ახალაიას მითითებით ხორციელდებოდა.
"არა პოლიტპატიმრებზე ასეთი მუქარა არ ყოფილა, თუ არ იყო პირადად ახალაიას მითითება, პოლიტპატიმარს ამას არ უკეთებდნენ. ძალიან ზემოდან უნდა ყოფილიყო ამის მითითება, რომ პოლიტპატიმარი გაეუპატიურებინათ. ახალაია-სააკაშვილის მხრიდან ბრძანება ტერაქტზე დაკავებულები ვინც არიან, თითქმის ყველაზე იყო", - აღნიშნა ბედუკაძემ.
როგორც ბედუკაძე აცხადებს, პოლიტპატიმრების მიმართ ძირითადად ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ბედუკაძე ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილის ზვიად ბერაძის დაკავებს იხსენებს, რომლის მიმართაც ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ბრძანება ჰქონდათ მიღებული.
"როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მომზადებული იყო ამ დღისთვის, რომ მას ციხეში სხვანაირად დახვდებოდნენ და შევატყვე თავი სხვანაირად ეჭირა, ანუ ის ელოდა ჩვენგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჩვენ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიგვიყენებია, ის იყო ე.წ. "ფუქსში" (ერთ კვ.მ ფართი, სადაც ცარიელი კედლების მეტი არაფერია)", - ყვება ბედუკაძე.
მან ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი წევრის დაკავება გაიხსენა, რომელსაც სამართალდამცავები ცოლ-შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთ წევრს თანამშრომლები დახვდნენ, გააჩერეს მისი მანქანა, სადაც იჯდა მისი ცოლ-შვილი და არ მინდა ამ პიროვნების დასახელება, პოლიციელებმა ბავშვების თვალწინ სცემეს, ჩაუდეს ნარკოტიკი, იარაღი და მოიყვანეს საშინლად განადგურებული", - ყვება ბედუკაძე.
ჯერჯერობით არა გვიშავს, ნიუ-იორკში, სადაც მე ვარ, ჩვენთვის ჩვეულებრივი ქარი და წვიმაა, საქართველოსთვის უნდა მეთქვა...
სანაპიროები დატბორილია, მაგრამ ხალხი ამ ადგილებიდან ევაკუირებულია... აქ გამთენიისას დაიწყო ქარი და წვიმა, ახლა 10 საათია და იქნება ასე 20-25 მ/წმ თანდათან ძლიერდება. რა ვიცი, ვნახოთ, დანარჩენ მონაცემებს მოგაწვდით... არ მოიწყინოთ არ ინერვიულოთ, კარგად ვიქნებით