ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 5 » ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს
09:54
ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს
ბიძინა ივანიშვილი ახალი მთავრობის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს კოალიცია "ქართული ოცნება" მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას 8 ოქტომბერს დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა და განმარტა, რომ მანამდე მთავრობის შემადგენლობის საკუთარ პროექტს გუნდის წევრებთან შეაჯერებს.
"ხვალ და ზეგ მე ჩემი გუნდის წევრებს გავაცნობ მინისტრთა კაბინეტის ჩემს პროექტს. ალბათ, ის ნაწილობრივ შეიცვლება, რადგან მარტო არ ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს. ორშაბათს უკვე მთელი მთავრობის შემადგენლობას გაგაცნობთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველა მინისტრი და მოადგილეების ნაწილი შეიცვლება.
"მინისტრი ყველა შეიცვლება, მოადგილეები შეიძლება ბევრი დარჩეს, უფრო ქვევით არ ვაპირებთ წასვლას, თუ არ არის სპეციალური შემთხვევა. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ყველა შეინარჩუნებს თანამდებობას", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ნანახია: 953 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 15
0  
1 ლონდა   (05.10.2012 10:02) [Материал]
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი ესწრებოდნენ. მომდევნო შეხვედრა ორშაბათს გაიმართება, სადაც კონკრეტული უწყებების გადაბარების დეტალების შესახებ გაიმართება კონსულტაციები.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რათა პროცესები განვითარდეს სამართლებრივ ჩარჩოში. მთავრობის ტრანზაციის შესახებ შედგა პრინციპული შეთანხმება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

0  
2 ლონდა   (05.10.2012 10:05) [Материал]
ქორთიარდ მარიოტში" ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა
17:25 05-10-2012

"ქორთიარდ მარიოტში" ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის და ბიზნესმენების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენები აცხადებდნენ, რომ ივანიშვილთან შეხვედრა, მისი პროგრამა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესოა.

დღევანდელ შეხვედრაში 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობდა, მათ შორის - "ვისოლის", "ბორჯომის", "იუჯისის", "ოლიმპიური ვარსკვლავის", "საქართველოს ბანკის" "რიკო კრედიტის", "ბანკი რესპუბლიკის", "თიბისი ბანკის", "ჯიემსი ჯგუფის", "ავერსის", კომპანია "ბაგრატიონის 1882"-ის, "ჯეოსელის", "ლილო მოლის", "გალფის" ხელმძღვანელი პირები და სხვები. ასევე, "ქორთიარდ მარიოტში" იმყოფებონენ უცხოელი ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. სულ შეხვედრას კერძო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

რამდენიმე მათგანმა, შეხვედრაზე მისულ პირთა სიმრავლის გამო, შეხვედრის ოთახში შესვლაც ვერ მოახერხა.

0  
3 ლონდა   (05.10.2012 10:17) [Материал]
გუშინ, თავდაცვის სამინისტროს თხუთმეტამდე მაღალჩინოსანი სტუმრობდა. მათ შორის, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყოფილი თავდაცვისა დ შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაიაც იყო. შეხვედრა გაერთიანებული შტაბის შენობაში, მე-9 სართულზე განთავსებულ ე.წ ახალაიების აპარტამენტში შედგა. სამთავრობო ჯიპებმა თავდაცვის სამინისტროში მისვლა საღამოს 9 საათზე დაიწყეს და სამი საათის შემდეგ დატოვეს იქაურობა.როგორც ამბობენ, სამინისტროდან აეროპორტში წასული ჯიპების ეს კოლონა დააფიქსირა ტელეკომპანია „მაესტროს“ კამერამ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით, ჩინოვნიკებს ქვეყანა არ დაუტოვებიათ და აეროპორტში მათი გამალებული მიმოსვლა ფულისა და ძვირფასი ნივთების გატანის მიზნით ხდება.

აღსანიშნავია რომ მთელი ამ ხნის განმავლობში თავდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და გამოცხადებული იყო ეწ. ყაზარმული.

0  
4 ლონდა   (05.10.2012 10:18) [Материал]
„გურია ნიუსმა“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ამის მიზეზი ჰკითხა, ნინო პოტრჟებსკაიამ გვთხოვა შეკითხვა მისთვის ელექტრონული ფოსტით გაგეგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მოუწერია. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გაძლიერებული დაცვა სწორედ ყოფილი ჩინოვნიკების გასაიდუმლოებულ ვიზიტებს უკავშირდებოდა,რათა ისინი მაქსიმალურად ყოფილიყნენ დაცულები.ბაჩო ახალაიას დაცვის წევრები სამინისტროში დღეს დილითაც გამოჩნდნენ, თუმცა გუშინდელივით ჯიპების მიმოსვლა არ ყოფილა. როგორც ჩანს, ახალაიების აპარტამენტში გუშინ მათი უკანასკნელი ვიზიტი შედგა, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ამ საღამოს ყაზარმული მდგომარეობა გააუქმა და თანამშრომლები სახლებში გაუშვა.

„გურია ნიუსმა“ ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გია ხუხაშვილს სთხოვა.

0  
5 ლონდა   (05.10.2012 10:19) [Материал]
”რა თქმა უნდა, მას ამის უფლება არ აქვს, თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას საერთოდ რა ესაქმება, მე არ ვიცი. ყოფილი ხელისუფლება ჯერ კიდევ არსებობს, ჯერჯერობით არ მომხდარა ხელისუფლების გადმობარება და ამიტომ, მოვუწოდებ მათ, მოთოკონ საკუთარი გუნდის წევრები და მათ არაადექვატურ საქციელებზე ჰქონდეთ რეაქცია.თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ რა შეუძლიათ?”-განაცხადა ხუხაშვილმა „გურია ნიუსთან.“

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამინისტროების ბალანსზე არსებული 80- ათას ევროდ ღირებული ჯიპების კერძო პირებზე გადაფორმება ხდება , ასევე ხდება იარაღის გაჩუქება და სხვა პირებზე გაფორმება. ამ ინფორმაციამ მინისტრების მძღოლებისგან გაჟონა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბრდია ამბობს, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, აუცილებლად მოხდება ფინანსური დოკუმენტაციის რევიზია და ყველა დამნაშავე ჩინოვნიკი დაისჯება.

0  
6 ლონდა   (05.10.2012 10:19) [Материал]
”ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა სახელმწიფო ბალანსზე არსებული ძვირადღირებული მანქანების გადაფორმება ხდება აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი ჩინოვნიკების ახლო ნათესავებზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სინამდვილეს შეესაბამებოდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოხდება „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაცემა, აუცილებლად დაიწყება იმ სამუშაობის რევიზია და გადაფასება, რაც ძველი ხელისუფლების მიერ ჩატარდა. თუ ბიუჯეტიდან ნაყიდი მანქანების გადაფორმება მართლაც ხდება ფიზიკურ პირებზე, არა მგონია ასეთი ადამიანები არ დარჩნენ დაუსჯელნი.რა თქმა უნდა, თუ დადგინდა რომ ასეთ ფაქტებს მართლა ჰქონდა ადგილი, მით უმეტეს აქ საუბარია 70-80 ათას დოლარად შეფასებულ ავტომანქანებზე,”-აცხადებს თეონა აქუბარდია „გურია ნიუსთან“ საუბარში. გია ხუხაშვილიც და თეონა აქუბარდიაც აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას არანაირი უფლება არ აქვს, თავისუფლად გადაადგილდებოდეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე და სახელმწიფო შენობას პირადი მიზნებისთვის იყენებდეს.

0  
7 ლონდა   (05.10.2012 10:19) [Материал]
გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ახალაიას აპარტამენტიდან ავეჯის და ძვირფასი ნივთების გაზიდვა ჯერ კიდევ არჩვენებამდე დაიწყო ბაჩო ახალაის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ. მე-9 სართულზე განთავსებულ ეწ სამუშაო კაბინეტს აუზი, ძვირფასი ავეჯი და ჯაკუზები ამშვენებდა. სხვათაშორის, იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა მინისტრ შაშკინს. აპარტამენტს ემსახურებოდა პერსონალური გარე ლიფტი, რომლითაც მხოლოდ ძმები ახალაიები და მათი მეგობრები სარგებლობდნენ.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ ჩინოვნიკებს სახელმწიფო ქონების განიავება და მითვისება არ შერჩებათ.

”მათ რა ჰგონიათ, რომ ეს ქონება შერჩებათ? ამბობენ, ფული გააქვთ, ამას შვრებიან, იმას შვრებიანო. 21-ე საუკუნეა, სად დაიმალება ეს ყველაფერი? უბრალოდ, ძველ დანაშაულს ახალ დანაშაულს უმატებენ და რა მერე? შედეგი რა იქნება? ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, ხვალინდელ დღეში გახედვა უჭირთ, ამ ხელისუფლების ბუნება იყო ასეთი , მათ სტრატეგიული აზროვნება არ ჰქონდათ, არ ფიქრობდნენ შვილებზე, მათ მომავალზე, ეს მათი სახეა და ამ პროცესის დრამატიზებას არ დავიწყებ, გადმოიფორმონ ეს ჯიპები და მერე ვნახოთ, როგორ მოეკითხებათ,”-აცხადებს ხუხაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.

0  
8 ლონდა   (05.10.2012 10:22) [Материал]
აქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამ საქართველო დატოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "გურიანიუსის" ავრცელებს.

მათი ცნობით, ძმები ახალაიები საქართველოდან წუხელ გვიან ღამით წავიდნენ, მანამდე კი მათ პასპორტები და ვიზები თავდაცვის სამინისტროში მიუტანეს.





ამავე წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასხდნენ.

თვითმხილველების თქმით, პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები ახალაიები გენერალური შტაბის მე-9 სართულზე, ახალაიას ე. წ. აპარტამენტში ცხოვრობდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიას თანამდებობიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდრჟებსკაია არ ფლობს.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო უკვე დატოვეს პოლიციის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა.
თავად უწყებების პრესსამსახურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

0  
9 ლონდა   (05.10.2012 10:26) [Материал]
სავარაუდოდ ქვეყანაში გიგანტური ჰესები აღარ აშენდება. როგორც დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა გიგანტური ჰესების მშენლობის საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გახდეს ფართო განხილვის საგანი.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ის მომხრეა ქვეყანაში, ძირითადად საშუალო და მცირე ჰესების აშენების. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქვეყანა საკმაოდ მზიანია და მნიშვნელოვანია ამ მიმართლებითაც განვითარდეს ბიზნესი.
მან ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ დროს მისი ერთ-ერთი კომპანია საქართველოში ამ ბიზნესის განვითარებით იყო დაკავებული და სამომავლოდ შესაძლებელია ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

0  
10 ამსო   (05.10.2012 14:56) [Материал]
მდა.... კომენტარი ზედმეტია, ვირთხებივით გარბიან.

0  
11 ჩატბერი   (05.10.2012 18:40) [Материал]

0  
12 chicago   (05.10.2012 19:24) [Материал]
ბერი მაგას რომ გავდეს ლეილა რაღა უჭირს

0  
13 leila   (05.10.2012 20:28) [Материал]
ოცნებისტებოოოო ყველა საქართველოშიიიი ..ცხოვრება იაფდებააა თურმეეე ივანაშვილი თავის მილიარდებს მოახმარს იმათ ვინც მხარი დაუჭირაა. ერთი დავინახო კიდევ მაწანწალა მშიერი ქუჩაში მერე ნახეთ პროტესტი.მე არ მაინტერესებს ლიდერებმა რამდენი მილიონი იშოვნეს სამშობლოს პუტინზე გადაცემაში. მშიერმა და უმუშევარმა რა მოიგოო რა იმას ვკითხულობ.აბა ხომ უნდა წახვიდეთ ლურჯად მოფრიალე დროშებით.ხომ დაგპირდათ ოცნება საგისრულებთო.ჯერ თქვენ წადით თქვენ.

0  
14 leila   (05.10.2012 20:32) [Материал]
ლეილა წერს ამას ბაბაჯანაზე

0  
15 თაკო   (05.10.2012 21:47) [Материал]
წავალთ აბა ლეილასნაირად აქ ხომ არ დავრჩებით. რასაც აქ ვშრომობთ იქაც იმდენი რომ ვიშრომოთ, თითოეულმა ემიგრანტმა მინიმუმ 3 კიდევ საქართველოში მყოფი რომ დავასაქმოთ ავყვავდებით კიდეც და საქართველოს ახალი რენესანსის პერიოდსაც დავიწყებთ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025