ოთხშაბათი, 18.06.2025, 21:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 12 » ავღანეთში დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე
01:53
ავღანეთში დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე
ცნობების თანახმად, ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მინდია აბაშიძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1988 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. აბაშიძე იყო სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. ის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა 2010-2011 წლებშიც.  მინდია აბაშიძე არის ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული 18-ე ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
ნანახია: 1326 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3711 2 3 ... 24 25 »
0  
1 ეფემია   (12.10.2012 01:54) [Материал]
თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ ფრაქცია ეყოლება
თბილისის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” ოთხმა დეპუტატმა დატოვა. როგორც ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ამჯერად ”ნაცმოძრაობის” რიგებიდან წავიდნენ გიორგი ნემსაძე და მერაბ რაფავა. 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კი უმრავლესობას მიხეილ ქავთარაძე და ირაკლი შიხიაშვილი გაემიჯნენ. საკრებულოს ეს ოთხი წევრი ახლა ცალკე ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ამასთან, სააგენტოს წყაროს ცნობით, საკრებულოს უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები მხარდაჭერას ”ქართულ ოცნებას” უცხადებენ.

0  
2 ეფემია   (12.10.2012 01:56) [Материал]
41 ნაბიჯი დამარცხებისაკენ

ლაშა ბუღაძე

რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ"?

1. ქედმაღლობის, სიტუტუცის, ისტერიულობისა და ხეპრული თავდაჯერებულობის გამო.

2. ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებული ბუნდოვანების გამო.

3. სანდრო გირგვლიანის ოქროყანის ტყეში აყვანის გამო.

4. სანდრო გირგვლიანის დაღუპვაზე რეაქციის გამო.

5. პროკურატურის გამო.

6. მთავარი პროკურორების, არამთავარი პროკურორების, ვაჭარი ადვოკატებისა და მთხლე მოსამართლეების გამო.

7. ბიზნესების წართმევის გამო.

8. ფინანსური მონოპოლიების გამო.

9. სახელისუფლებო ელიტის მცირე ჯგუფის უცებ, შთამბეჭდავად და საეჭვოდ გამდიდრების გამო.

10. "ნულოვანი ტოლერანტობის" გამო.

11. ციხეებში წამების გამო.

12. ფსევდოლიბერალიზმის გამო.

13. არაადეკვატური და არაარგუმენტირებული სიმკაცრის გამო.

14. დემაგოგიის, აფერიზმისა და ცინიზმის გამო.

15. მ. სააკაშვილის დღე და ღამე ტელეეთერში ყოფნისა და მისი ბღავილის გამო.

16. დანაშაულისა და სასჯელის შეუსაბამობის გამო.

17. ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის გამო.

18. უშედეგო და უაზრო მილიტარიზაციის გამო.

19. 2008 წელს დაკარგული სოფლების გამო.

20. "მოდელირებული ქრონიკის" გამო.

21. ფულის უპასუხისმგებლო ხარჯვის გამო.

22. რიყის დამახინჯების გამო.

23. ბაგრატის ტაძრის "აღდგენის" გამო.

24. კრიტიკულ აზრთან მტრობის გამო.

25. ხალხის "ჩემიანებად" და "მტრებად" დაყოფის გამო.

26. სატელეფონო მოსმენების გამო.

27. ტელეფონში თავისუფლად საუბრის შიშის გამო.

28. ჩაგვრის სურვილის გამო.

29. ხელისუფლების "ქურდული მენტალიტეტის" გამო.

30. შეცდომების არაღიარების და შეცდომებზე არსწავლის გამო.

31. 2011 წლის 26 მაისის აღლუმის გამო.

32. ჰედონიზნის გამო.

33. ფავორიტიზმის გამო.

34. ჩარევების გამო: ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებით დაწყებული და საინფორმაციო გადაცემების სიუჟეტების შეთხზვა-კონტროლით დამთავრებული.

35. ადამიანების "ლოტო-ტრონით" გათამაშების გამო.

36. მანდატურების გამო.

37. მინისტრებად იდიოტების დანიშვნის გამო.

38. საგანგაშოდ მოტივირებული და აგრესიული ცოლების გამო.

39. რეფორმების ჩაფლავების გამო.

40. "ვარდების რევოლუციის" ღირებულებების ღალატის გამო.

41. ცოცხების არამიზნობრივი გამოყენების გამო.

0  
3 ეფემია   (12.10.2012 01:58) [Материал]
ამნისტია იქნება

მერვე მოწვევის პარლამენტი შეკრებისთანავე ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ღიად აცხადებენ არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა თქმითაც, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია კოალიციაში შემავალ სუბიექტებთან. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლება ასევე აპირებს ეგრეთ წოდებული „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასაც.

საქართველოს სახელმწიფო ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს - ასეთია ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის სტანდარტული შესავალი, ორიგინალურია მხოლოდ მუხლების ჩამონათვალი. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის, თქმით, ამნისტია არ შეეხება ორგანიზებულ და სხვა მძიმე დანაშაულს.

„ამნისტია აუცილებელია, ამაზე ვიმსჯელეთ უკვე გუნდში. კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. შესაბამისად, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, ამნისტიაც მალე გამოცხადდება. ზოგადად ეს შეეხება ეკონომიკური ტიპის დანაშაულს და ისეთ დამნაშავეებს, რომელთა გამოშვება საზოგადოებრივ წესრიგს არ შეუქმნის საფრთხეს“, - უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

0  
4 ეფემია   (12.10.2012 01:59) [Материал]
ამნისტიის შესახებ კანონზე იმუშავებს მერვე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პროცესში, კოლეგა-დეპუტატების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასაც აპირებს:

„ძალიან მოკლე დროში ვაპირებ უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტთა საბჭო შევქმნა. მათთან ერთად ვაპირებ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მომზადებას. მათთან ერთად ვაპირებ ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას.

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციებიც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომლის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში 150-ამდე პოლიტპატიმარია:

„საუბარია თუნდაც ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, თუნდაც მელორ ვაჩნაძეზე, ლევან გოგიჩაიშვილზე, შოთა იამანიძეზე და ა.შ., ანუ იმ ახალგაზრდულ ლიდერებზე, რომლებიც სხვადასხვა აქციებზე ახალგაზრდობას უკეთებდნენ მობილიზებას და, ფაქტობრივად, ამის გამო იქნენ დასჯილები. არის ასევე გარკვეული ჯგუფი ე.წ. მძევლებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, დაკავებული არიან მათი ოჯახის წევრების აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის გამო. მაგალითად, ქალბატონი ნორა კვიციანი, რომელიც მისი ძმის ნაცვლად იქნა დაკავებული. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ თორნიკე მოლაშვილი, რომელიც რეალურად მისი ძმის, სულხან მოლაშვილის გამოა დაკავებული.“

0  
5 ეფემია   (12.10.2012 01:59) [Материал]
საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობას უარყოფენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ აზრს გარკვეულწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაძე, რომელსაც საქართველოში 150 პოლიტპატიმრის არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნია.

„ძალიან დიდი რიცხვია! როგორც წესი, პოლიტპატიმრებზე როცა ლაპარაკობენ, ყველაზე ცუდ დიქტატურაშიც კი გულისხმობენ 5-10 პოლიტპატიმარს. აქ 100-150 წარმოუდგენელი რიცხვია... ძალიან საინტერესოა. უნდა გამოქვეყნდეს ამ ადამიანების საქმეები. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა დანაშაულებია, როგორი ბიოგრაფიები აქვთ... ძალიან ბევრზე ყოფილა განცხადება რომ პოლიტპატიმარია, მაგრამ მერე აღმოჩენილა, რომ ჩადენილი აქვს რაღაც კონკრეტული დანაშაული, ხულიგნობიდან დაწყებული, სხვისი ქონების ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით დამთავრებული“, - უთხრა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას.

0  
6 ეფემია   (12.10.2012 02:00) [Материал]
საქართველოსთან მიმართებით ტერმინ პოლიტპატიმარს არ იყენებს საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმენ რაიტს უოჩი“, რომლის მკვლევრის, გიორგი გოგიას თქმით, ორგანიზაცია განიხილავდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების არსებობის შესაძლებლობას, როცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებზე მსჯელობდა:

„მსჯელობისას ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ეს კანონი არღვევდა საერთაშორისო სტანდარტებს და ხშირად გამოიყენებოდა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივებით, ანუ ხდებოდა აქტივისტების თუ პროტესტის გამომხატველი პირების დაკავება, მაგრამ როგორც ასეთი, ტერმინი „პოლიტპატიმარი“ ჩვენ არ გამოგვიყენებია.“

თუმცა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმოამადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის მომავალ მინისტრს თეა წულუკიანს ეჭვი არ ეპარება, რომ ბევრი პატიმარი ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ვინ არიან ისინი? თეა წულუკიანის პასუხი:
„ზის, მაგრამ არ ჩაუდენია. ზის, მაგრამ ბრალი არ დაუმტკიცდა ან ზის, მაგრამ არაადეკვატურად მაღალი სასჯელი აქვს მისჯილი. ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ხვედრი უნდა შევუმსუბუქოთ, აღვადგინოთ მათი დარღვეული უფლებები. ვინც უკანონო პატიმარია, მათი საქმეები ძალიან მოკლე ვადაში უნდა გადაიხედოს, რათა მათ დატოვონ საპატიმროები.“

0  
7 ეფემია   (12.10.2012 02:00) [Материал]
საპატიმროებს ასევე დატოვებენ ამნისტიით გათავისუფლებული პირებიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ მუხლებს მოიცავს კანონი, არადა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მელაძის თქმით, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ამნისტია, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტრუმენტი, დიდწილად განსაზღვრავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას.

„ანუ ამნისტია აჩვენებს, თუ როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელმაც კანონი დაარღვია, იწყნარებს მათ თუ არა. ანუ ეს არის პოლიტიკური თემა და, შესაბამისად, პოლიტიკური მიზანშენწონილობიდან გამომდინარე, უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ამის გამო, ძალიან საინტერესო იქნება ამნისტიის მონიტორინგი, ანუ ის, თუ რას ჩათვლის სახელმწიფო შესაწყნარებელ დანაშაულად. შეიძლება ასეთად ჩათვალოს ფინანსური მაქინაციები, წვრილმანი ხულიგნობები, ქურდობები, ხულიგნობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ასე შემდეგ. ყოველივე ამას უნდა დავაკვირდეთ. ვნახოთ, რა მოხდება“, - უთხრა გიორგი მელაძემ რადიო თავისუფლებას.

0  
8 არალე   (12.10.2012 07:31) [Материал]
კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შევწიროთ ქართველებმა ამ უაზრო ომს?

ეს მისია უაზროდ გაიწელა დროში, ისლამისტ ფუნდამენტალისტებთან ბრძოლა და მათი დამარცხება შეუძლებელია,მათთან სხვა მიდგომაა საჭირო, რამდენ თავსაც მოკვეთ ამ გველეშაპს, ორი იმდენი ამოუვა.

ამ ახალაზრდის მშობლებს ჰკითხოს ვინმემ, უღირდათ კი ამ სენთან ბრძოლა საკუთარი შვილის სიცოცხლედ?

0  
9 პაკო   (12.10.2012 07:38) [Материал]
რას ნიშნავს ჰედონიზმი ?

0  
10 არალე   (12.10.2012 07:38) [Материал]
რამდენი საკითხია სასწრაფოდ გადასაწყვეტი?
სერიოზული და დაუღალავ მუშაობა მოუწევს ახალ პარლამენტს, საზოგადოებამ მათ დიდი ნდობა გამოუცხადა და შედეგსაც შესაბამისს ელის.

უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია და ამაში უნდა ჩართონ ამ საქმეში გარკევულ ადამიანები,
წვრილმანი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები, ვისაც ნახევარ მოხდილი აქვს, ყველა უნდა განთავისუფლდეს, მათ იმდენი უბედურება გადაიტანეს საკმარისია.
იქნებ ნახევარი მაინც ამ კონტინგნტიდან სრულყოფილ ადამიანებად გამოვიდნენ იმ ჯოჯოხეთიდან.

0  
11 არალე   (12.10.2012 07:40) [Материал]
სალამი პაკო!
არ ვიცი
რა არ მაიგონებენ biggrin

0  
12 პაკო   (12.10.2012 08:06) [Материал]
biggrin ხო არალე ამათ რომ უსმინო ისეთ რამეებს ამბობენ რომ თავი მგონია ჩუქჩა:)) არაფერი მესმის

0  
პაკო Hედონიზმს:))))) რაი ვიცი Kაცო მე, თან ამ Dილაუთენია რო გვაჯახა:D ეგ ამათ კითხე Mე ყავა მაჯახე:))))

0  
14 არალე   (12.10.2012 08:22) [Материал]
სადაა ბიბი, გვაჯახებდა ეხლა კაი ყავას თავისი ნამცხვრით biggrin

0  
15 არალე   (12.10.2012 08:24) [Материал]
ეს უგულავა რას მიედმოედება, სულელია ეს კაცი თუ სხვა გონია სულელი?
ეხლა სასწრაფოს შპს-დ გადაკეთებაზე დაიწყო საუბარი, ანუ, ფასიანი გახდება, თუ ვინმემ შეისყიდა.

ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ ამათ angry

1-15 16-30 31-45 ... 346-360 361-371
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025