საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ბატონი გია მეფარიშვილი ცხელ კვალზე «დავაკავეთ» და ახლა იგი უკვე ინტერვიუს იძლევა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ სასტუმრო «მერიოტში» რუსთაველის პროსპექტზე.
_
დღეს იქ გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც
მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები, სახელმწიფო
სტრუქტურების წარმომადგენლები. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,
რომელიც ასე აღელვებს ქართულ საზოგადოებრიობას: 2004-2012 წლებში უკანონოდ რეპრესირებულ პირთა ქონების დაბრუნების შესახებ. ხაზს
ვუსვამ _ ლაპარაკია 2004-2012 წლებში არსებულ სიტუაციაზე, რის შესახებაც
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
დანაყოფებში შესულია 15 ათასამდე განცხადება. გამორიცხული არ არის, რომ
ახლო მომავალში მათი რაოდენობა გაიზარდოს.