სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია
admin /
Июль 29, 2013 /
ევროპის შვიდი ფსიქიატრიული კლინიკის სკანდალური დასკვნა გამართლდა?!
«ანგელა მერკელი სააკაშვილის ჭამამ გააოგნა»
როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!
«პრეზიდენტის რეზიდენციას უცხოელები «კალიგულას სასახლეს» უწოდებდნენ»
2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და
შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული
კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბევრგან დაიწერა,
რომ ფსიქიატრებს ამ კვლევის ჩასატარებლად სოლიდური თანხა გადაუხადეს, თუმცა
უცნობია, ვინ იყო დამკვეთი. დასკვნა, რომლის შემდგენლებადაც დასახელდნენ
ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის
ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის
ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, სკანდალურია და მას დამაჯერებლობას მატებს
აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომელიც გამართლდა:
«ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და
გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების
პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც».