ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 09 » ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა
10:23
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა



9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია 48 წლის გახდებოდა. "გურია ნიუსის" დღევანდელ ნომერში მის შესახებ ერთ დროს მისი თანაგუნდელი და მეგობარი, ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე გვესაუბრება.

ქალბატონო ლელა, თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ ზურაბ ჟვანიასთან.

– გეთანხმებით. მე "გაერთიანებული დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ვიყავი და საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ზურა ჟვანიასთან. უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი იყო, ვერასდროს ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი იყო. ძალიან ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის და საქართველოსთვის.ბევრი ადამიანი შემხვედრია, ხელისუფლებაში მოსვლამდე გვერდიდან რომ არ გვიშორებდა, მაგრამ როგორც კი სავარძელში მოკალათდა, აღარც გავხსენებივართ. აი, ზურა კი სულ სხვანაირი იყო – როგორც კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დამირეკა და დამიბარა. არ უნდოდა, უყურადღებოდ ვინმე დარჩენოდა, მაგრამ არ დასცალდა!

რას ფიქრობთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

– დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა საშინელი რეალობა–  როცა სადმე გამოჩნდება მათზე ჭკვიანი, მათზე ნიჭიერი და მათზე ძლიერი ადამიანი, ცდილობენ, გზიდან ჩამოიცილონ, რადგან მას მეტოქედ თვლიან. ზურას შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო. მე ვერავინ დამარწმუნებს იმას, რომ იგი მხუთავი აირით გაიგუდა. მაგრამ, უფალი დიდია და ყველაფერს ხედავს – გარწმუნებთ, მალე ყველაფერს ფარდა აეხდება. მე არ დამავიწყდება ზურას დასაფლავების შემდგომი დღე – საფლავთან მისი ჭირისუფლისა და ახლობლების გარდა, ვხვდებოდი სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით ხელში საათობით იდგნენ და ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ მას.

გაქვთ თუ არა ურთიერთობა ზურაბ ჟვანიას ოჯახთან?

– ზურას გარდაცვალებამდე მე მის ოჯახს არ ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ზურა ჟვანიას ჰყავდა ძალიან საყვარელი დედა, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა, ჰყავდა ასევე ძალიან კარგი ძმა და ჰქონდა ლამაზი ოჯახი, რომელზეც დიდი სიყვარულით გვიყვებოდა. მე ისინი, გარდაცვალების შემდეგ, ზურას საფლავზე გავიცანი. მეუღლეს, ქალბატონ ნინოს რამდენჯერმე შევხვედრივარ. ძირითადად, გვაქვს სატელეფონო საუბრები და საეკლესიო დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს. ის სამაგალითო ქალბატონია. ზურა ჟვანიას ქვრივობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ქალბატონი ნინო დიდი ტკივილითა და მოთმინებით, სიყვარულითა და მუხლჩაუხრელი შრომით პირნათლად უმკლავდება. შედეგიც ხომ სახეზეა? მან სასახელო შვილები აღზარდა, სწორედ ისეთები, როგორზედაც ზურა ოცნებობდა და როგორიც მის სახელს ეკადრება.

ვინ იყო თქვენთვის ზურაბ ჟვანია, რა შეგმატათ მასთან ურთიერთობამ? ცოცხალი რომ ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა სხვა რეალობა დღეს საქართველოში?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ზურა ჟვანიას უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მის კაბინეტში, ვაშლიჯვარში იყო ის თუ სახელმწიფო კანცელარიაში, სალოცავ კუთხესთან მუდამ ენთო კანდელი და სანთელი, რაც ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებლისთვის, მნიშვნელოვანია. მახსოვს, ერთ-ერთი შეხვედრისას, მაცხოვრის ხატი ვაჩუქე. მადლიერების ნიშნად თვალები გაუბრწყინდა და დიდი რუდუნებითა და პატივისცემით ეამბორა.

ზურა ჟვანია იყო ჩემი არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელი. ალბათ, ხშირად გსმენიათ ტერმინი – "ჟვანიას შკოლა". ამ "შკოლის" კურსები გავიარე მასთან ურთიერთობის დროს და სხვა მნიშვნელოვან თვისებებთან ერთად, ვისწავლე პრინციპულობა. მე მეამაყება, რომ ასეთი მეგობარი მყავდა. ის მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო და ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა 7 ნოემბერი, 21-26 მაისის ამაზრზენი დარბევები. უფრო მეტიც – არ მოხდებოდა აგვისტოს სამარცხვინო ომი და დამატებით არ დავკარგავდით ტერიტორიებს.


ბეჭდვა  
ნანახია: 1466 | დაამატა: londa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1501 2 3 ... 7 8 »
0  
1 არალე{   (09.12.2011 10:30) [Материал]
ეჰ, ჩემო ბატონო, მაგაში ვერც ჩვენ ვერ დაგარწმუნებს ვერავინ!

0  
მოდი ვთქვათ სიმართლე....

ზურაბ ჟვანიას საფერფლით გაუტეხა თავი სააკაშვილმა....კაბინეტში......მერე ატირდა და დაიწყო ფლიკვინი....და გიორგი ბარამიძემ ატრია ჟვანიას ცხედარი ბინამდე.

ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ......

0  
3 არალე_   (09.12.2011 11:14) [Материал]
ლონდა, იცოცხლე გენაცვალე , არალე ვარ!
დავიტანჯე დღეს, ვერ შემოვდივარ გუგლი ქრომიტ, ეხლა ოპერიდან შემოვედი როგორც იქნა.
ჩემს ინტერნეტს აქვს პრობლემები ნეტავ? რა ჭირი ეცა ვერ გავიგე

0  
ლონდა სალამი, ერთი თვე არაფერი არაა....

ხო მართლა მოით ახლა სკაიპში ვისაც გინდათ....
წევიდენ ვიკენდზე და მცალია.....მოით მალე 10 წუთი მაქ დრო მეტი არა....ლონდა პაკო ტერიკო მოით....ყველამ...

akakididi27

0  
ვიზურალური აღქმისთვის უნდა გაგიცნოთ

0  
ლონდა ერთი თვე არაფერი არაა....მინიმუმ 6 თვე უნდა იცხოვრო

0  

0  
მეიცა აგხსნი ბლოკს

0  
9 არალე{   (09.12.2011 11:33) [Материал]
გმადლობთ ლონდა, გავასწორე მგონი
გაიხარე, ჩემო დაუზარელო გოგო

0  
გიპოვე და გირეკავ ლონდა.....არ ხარ ხაზზე..ასე რომ...........................................შემოი

0  
არალე გმადლობ დალოცვისათვის......

როგორც ჩემი სიდედრი იტყოდა (და არ ვიცი რატო ამბობს ამას საერთოდ ..საიდან დააკავშირა) : "ძვირფასი მადლობა"

0  
12 არალე{   (09.12.2011 11:39) [Материал]
კაზიმირ biggrin მეც მიყვარს მასეთი დალოცვა!
მადლობა, თანაც უბრალო კი არა, ძვირფასი.
გულიანი ქალი ყოფილა შენი სიდედრი. smile

0  
13 არალე{   (09.12.2011 11:45) [Материал]
კაზო, სად აღწერე სოფელი?
მეც ძალიან მიყვარს , გარეთ დიდი თოვლი, აგიზგიზებული ბუხარი, იქვე დოქით მიმდგარი წითელი ადესა და ერთმნეთზე დაწყობილი კეცები, სულ ზემოთზე დაფარებული თუნუქის ფირფიტა, ზედ დაყრილ ნკვერჩხლებით .
ბავშვობაში მაქვს ასეთი სურათი ნანახი.
ნეტა კიდევ ვინმე აცხობს კეცზე მჭადს?

0  
14 ქაჯანა   (09.12.2011 11:58) [Материал]
cry მეც მინდა ბუხართან

0  
15 ქაჯანა   (09.12.2011 12:06) [Материал]
პრესტოოოოოოოოოოოო

უფუუფფუ რა კარგია რაჭაში თოვლი როა გარეთ და ბუხართან რომ ზიხარ

0  
16 ბარჯი   (09.12.2011 12:07) [Материал]
აბა რავახარტ?მეც მოვედი,,,მგონი მევედი რო? biggrin

0  
17 არალე{   (09.12.2011 12:08) [Материал]
ბარჯი, ჩამოი საქანელადან, თუ იქიდან პოსტავ, დროზე ჰე, თვარა გაგასწრო ავტობუსმა დიდგორელებიანად სოფელში smile

0  
18 ქაჯანა   (09.12.2011 12:09) [Материал]
ბარჯი ჩამოდი მაგ საქანელადან რაა და დამსი მე

0  
19 არალე{   (09.12.2011 12:13) [Материал]
სოფელში მინდააა! ზამთრის სოფელი, ფოთოლგაცვენილი ხეები, ალაგ- ალაგ შემორჩენილი ხურმით.
დილით რომ ადგები და ბუხარი დაგხვდება დაგუგუნებული, შეშის ტკაცუნი და სახლში დატრიალებული ახალგამომცხვარი პურის სუნი!

0  
20 არალე{   (09.12.2011 12:18) [Материал]
ტერი , გაიხარე შენ!

1-20 21-40 41-60 ... 121-140 141-150
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025