ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:42
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » ცხინვალელები ე.წ. არჩევნებში ალა ჯიოევას გამარჯვებას ზეიმობენ
10:28
ცხინვალელები ე.წ. არჩევნებში ალა ჯიოევას გამარჯვებას ზეიმობენ

15:31 29.11.2011

[ინტერპრესნიუსი]

ცხინვალელები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევას გამარჯვებას ზეიმობენ. ამის შესახებ ერთ-ერთი ცხინვალური ოპოზიციური ვებგვერდი იუწყება. 

ვებგვერდის ინფორმაციით, ცხინვალის მოსახლეობამ სიხარულით მიიღო განცხადება მეორე ტურში ჯიოევას გამარჯვების შესახებ. ადგილობრივებმა ეზოებში მუსიკალური ინსტრუმენტები გამოიტანეს, ახალგაზრდები ოსურ ცეკვებს ასრულებენ. ცხინვალელები ჯიოევას გამარჯვებას ერთმანეთს ულოცავენ. ვებგვერდი ასევე აქვეყნებს რიგითი ცხინვალელების მილოცვებს ჯიოევას მიმართ.

თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ელოდებიან ე.წ. უმაღლესი სასამართლოს გადწყვეტილებას პარტია "ედინსტვოს" სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებს ეხება. 

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განავხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდა დაელოდონ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის უპირობო შესრულებას ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართა. არსებული ინფორმაციით, არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. ჯიოევას კონკურენტი ანატოლი ბიბილოვი დამარცხებას არ აღიარებს.
ნანახია: 907 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 5
0  
1 არალე{   (29.11.2011 11:31) [Материал]
მართალია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს- ისტორია, სისხლით ნათესაობა, უამრავი შერეული ოჯახი.
უფალი გაუნათებს გონებას ოსებსაც, ქართველებსაც და ერთად მოვიცილებთ გველეშაპს.

ეს ალა ვიღას დაკარგვია რაა...

0  
"დგილობრივებმა ეზოებში მუსიკალური ინსტრუმენტები გამოიტანეს, ახალგაზრდები ოსურ ცეკვებს ასრულებენ." biggrin

ლარისა ლეღვის ხეზე ავიდა და ტოტებს ველურად შემოეხლართა :)) ძლივს ჩამოწიკვენ ხიდან შემეიხია ყორფელი :))

მთელი საღამო ოსური ჩემმამთერმა იცეკვა, ხო დემემართა ტენდინიტი :))

0  
3 ქაჯანა   (29.11.2011 12:22) [Материал]
როგორ ხართ როგორ???
სად ხართ აბა შემოცვივდით აქ

0  
4 პაკო   (29.11.2011 14:14) [Материал]
ala jioeva modi aaaaq

0  
pako salami rogor xar? sa naxe ai tortis dana?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025