რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი წარმატებული ქართველის
გათხოვებაზე ალაპარაკდა მოსკოვი და თბილისი. ქეთა თოფურიას განცხადებით, ის
უკვე საკმაო ხანია 37 წლის ლევ გეიხმანთან ერთად ცხოვობს და მისთვის
შვილის გაჩენასაც აპირებს.
36 წლის ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მშვენივრად ახერხებს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს.
სოციალურ
ქსელში თინა კანდელაკის მიერ ატვირთულმა ერთ-ერთმა ფოტომ დიდი
მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ტელეწამყვანმა პირად
გვერდზე ლამაზი ზურმუხტისთვლიანი და ბრილიანტებით მოოჭვილი საქორწინო
ბეჭდის ფოტო ატვირთა. ერთი შეხედვით, თითქოს ამაში არაფერია
გასაკვირი, მაგრამ კანდელაკმა ფოტოს ინტრიგაც დაურთო: "დავთანხმდე?"
თაყვანისმცემლებმა და თინას ვირტუალურმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე
გადაწყვიტეს, რომ ტელეწამყვანი ცოლობის შეთავაზებას განიხილავდა.
აურზაურის ამტეხი ფოტოს კომენტარებში არ ჩართულა - ინტრიგა ჩამოაგდო და
თავად კი გაჩუმდა.
როგორც გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინ თინა კანდელაკმა Facebook-ზე
განიხილა, როგორ ცოლს შეირთავდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხაილ
პროხოროვი. და აქვე ისმის კითხვა, ნუთუ, ტელეწამყვანი თავისივე რჩევას
ითვალისწინებს?
კანდელაკი არც მალავს, რომ უარს არ იტყოდა
ხელმეორედ გათხოვებაზე! მეტიც, თინას იმდენად უნდა ოჯახის შექმნა, რომ
შემოდგომაზე თურქეთშიც კი გაემგზავრა და მოინახულა "ბედნიერების კარიბჭე",
რომელსაც, გადმოცემის თანახმად, პირად ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება
მოაქვს.
ამასთან ტელევარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,
რომ "რომანტიკული ურთიერთობების დრო დამთავრდა". როგორც ჩანს, კანდელაკს
ოჯახის ცივი გონებით შექმნა აქვს გადაწყვეტილი.
რუსეთში მცხოვრები
კიდევ ერთი წარმატებული ქართველის გათხოვებაზე ალაპარაკდა მოსკოვი და
თბილისი. ქეთა თოფურიას განცხადებით, ის უკვე საკმაო ხანია 37 წლის ლევ
გეიხმანთან ერთად ცხოვობს და მისთვის შვილის გაჩენასაც აპირებს.
"ქორწილი
არ მექნება - თქვა ქეთამ ერთ-ერთ ინტერვიუში - თუ გადავიხდი ქორწილს,
ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთებ ამას. სხვა კუთხით თუ შევხედავთ ჩემი და
ლიოვას ურთიერთობას, ფაქტობრივად, გათხოვილი ვარ. ჩვენ სხვადასხვა რელიგია
გვაქვს, ამიტომაც ჯვარს ვერ დავიწერთ" - დასძინა ქეთამ.
ქეთა თოფურიას რჩეულს პირველი ქორწინებიდან 12 წლის გოგონა, სონია ჰყავს, რომელთანაც მომღერალს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
"დედინაცვალი
ალბათ ვერ ვიქნები. ჩვენ ვგიჟდებით ერთმანეთზე. ახალი თაობის ბავშვები
ძალიან განვითარებულები არიან. სონიას რომ ვუყურებ, მახსენდება, რომ მე მის
მსგავსად ვაზროვნებდი, როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი. მისთვის ალბათ უფრო
"პადრუჟკა" ვიქნები, ვიდრე დედინაცვალი." - ამბობს ქეთა.
|