ოთხშაბათი, 18.06.2025, 02:39
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2015 » იანვარი » 1 » საქართველოს პატრიარქი - ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ
14:01
საქართველოს პატრიარქი - ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ
საქართველოს პატრიარქი - ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ
23:52 31-12-2014

საქართველოს პატრიარქი - ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება განსაცდელი შეგვხვდეს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა.
"ინტერპრესნიუსი" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საახალწლო მილოცვას უცვლელად გთავაზობთ.
"ღვთივკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს!
ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.
დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემების წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული. ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა.
"გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან!"
"მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!", _ ბრძანა პატრიარქმა.

ნანახია: 836 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025