ოთხშაბათი, 18.06.2025, 14:59
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » საბერძნეთის პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა
11:58
საბერძნეთის პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავა



რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი" დააკავა, თუმცა, მისი ვინაობა არ დაუსახელებია, იტყობინება "რია ნოვოსტი".

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც, სავარაუდოდ, დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა, მოქმედებდა ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში, - იტყობინება საბერძნეთის პოლიცია.

მისივე ცნობით, ეჭვმიტანილ კრიმინალურ ავტორიტეტზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული ესპანელ სამართალდამცველებსა და ინტერპოლს, 2009 წელს განხორციელებული მკვლელობის მცდელობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

ქართველი „კანონიერი ქურდი" ჯერ კიდევ პარასკევს, ათენის ზღვისპირა გარეუბან ვულიაგმენში მოხდა. 51 წლის „კანონიერი ქურდის" გარდა, დაკავებულია მისი პირადი მცველიც, რომელიც, ისევე როგორც "კანონიერი ქურდი", საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებამდე კრიმინალური ავტორიტეტი ყალბი პირადი დოკუმენტებით ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა. ნომრიდან ამოღებულია 45 მმ კალიბრის პისტოლეტი 10 ვაზნით.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, "დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ავტორიტეტი - ლაშა შუშანაშვილია.

საბერძნეთის პოლიცია ამზადებს სანქციას დაკავებულისთვის და არაა გამორიცხული, იგი ესპანეთის ხელისუფლებას გადასცენ.

ნანახია: 1236 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 1
0  
Mere?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025