ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » რით მასპინძლობს თბილისური სტრიპტიზ-კლუბი ქართველ მაღალჩინოსნებს?
13:18
რით მასპინძლობს თბილისური სტრიპტიზ-კლუბი ქართველ მაღალჩინოსნებს?

სტრიპტიზ-კლუბში ვიდეო და ფოტოგადაღება აკრძალულია, ეს წესი მკაცრად კონტროლდება. თუმცა ”დივამ” ”ამბები.გე”-სთვის გამონაკლისი დაუშვა. სტრიპტიზ-კლუბი მულენ-რუჟის პრემიერისთვის ემზადება. 

როგორც "ამბები.გეს" "დივას" დამფუძნებელმა, პატრიცია დელონმა განუცხადა, სტიპტიზის მოცეკვავეები საახალწლო წარმოდგენისთვის სცენაზე აღარ გაიხდიან და საზოგადოების წინაშე კაბარეს ცეკვებით წარსდგებიან. 

თეატრალიზებული სანახაობის პრემიერა 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე პარლამენტარები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეული.

- რა სანახაობას ნახავს მოწვეული საზოგადოება?
- თუ ადრე მოცეკვავეები ტანზე იხდიდნენ, ახლა ჩაცმულები იცეკვებენ. ულამაზესი სანახაობა გამოვიდა, ვისაც უნახავს ფილმი "მულენ რუჟი", დაახლოებით ანალოგიური სანახაობა იქნება. ყოველგვარი უხამსობის გარეშე. ფაქტობრივად, ქორეოგრაფიული სპექტაკლია. ბოლოს კი საოცარი ფეიერვერკი იქნება.

- ვინ არის სპექტაკლის რეჟისორი?
- ქორეოგრაფი უკრაინიდან მოვიწვიეთ და მუშაობის დროს სასწაულები მოახდინა. კოსტუმებიც უკრაინაში შეიკერა. წარმოდგენა 2 საათს გრძელდება და მასში 30-ზე მეტი ქორეოგრაფიული ნომერია შესული.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის განხორციელება?
- "დივა" 27 ნოემბერს 3 წლის ხდება. ჩვენ გასართობი ცენტრი ვართ და მხოლოდ გახდაზე არ არიან მოცეკვავეები ორიენტირებული. ჩვენ არაფრის პროპაგანდას არ ვეწევით და ძალითაც არავის ვექაჩებით ჩვენთან. გადავწყვიტეთ, "მულენ რუჟის" მსგავსი ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაგვედგა და ეს განვახორციელეთ კიდეც. 

- რა კატეგორიის ხალხი დადის კლუბში?

- გართობა ყველას უნდა. გასულ წლებში სტუმრები მყავდა უცხოეთიდან, სოლიდური და კარგი რეპუტაციის ხალხი. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები. 1 კვირა ვაგემეთ ქართული პურ-მარილი. ხომ არ დავხოცავდი ხინკლის, ხაჭაპურის და საცივის ჭამით? გასართობ დაწესებულებაში წაყვანა მთხოვეს. არსად არაფერი არ იყო ნორმალური და ლეგალური. აქედან მოვიდა სტრიპტიზ-კლუბის დაარსების იდეა. ესეც ერთგვარი სერვისია უცხოელებისთვის. არც ქართველი სტუმრები გვაკლია. 

- ბევრს ამორალურად მიაჩნია ასეთი კლუბების არსებობა...
- როგორც აღვნიშნე, ძალით არავის ვექაჩებით აქ. ვისაც გართობა უნდა, მოდიან ჩვენთან. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ გოგოების დაქირავება და ბინძური ურთიერთობები კატეგორიულად აკრძალულია. ბევრი ისეთიც ვიცი, ჩვენ საწინააღმდეგო ლოზუნგებს ისვრის. ღამით კი ჩვენთან დადის. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ყოველთვის იყო ასეთი გასართობი ადგილები და იქნება მომავალშიც. აკრძალვით უარეს შედეგს მივიღებთ. 

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge//kultura/44621-rith-maspindzlobs-thbilisuri-striptiz-klubi-qarthvel-maghalchinosnebs.html#ixzz1evXmQ5S4
ნანახია: 1106 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 3
0  
1 არალე{   (27.11.2011 16:28) [Материал]
ყველგან არის და უნდა იყოს ალბათ ჩვენათანაც,რა ვიცი,რა ვიცი ეს სმაილი არაფერ შუაშია მაგ თემასთან,ისე, მომეწონა biggrin

0  
ლეილა შე სამეზობლოს ბოზო...არც იოცნებო სტრიპტიზზე.....შენი დრო დამთავრდა

0  
კაზიმირ, ვის ლანძღავ ასე გამეტებით, ლეილა მგონი აქ არავინა გვყავს? რომელიღაც სხვა ბარში ცეკვავს?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025