მთავარი » 2011»ნოემბერი»26 » რატომ ებრძვიან ბასილ კობახიძე და "დრონი.გე" ქართულ ეკლესიას
10:05
რატომ ებრძვიან ბასილ კობახიძე და "დრონი.გე" ქართულ ეკლესიას
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. დიახ, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც საუკუნეების მანძილზე გეგმაზომიერად, ნაირგვარი პოლიტიკური ფილოსოფიისა თუ კონიუქტურის მქონე სახელმწიფოს (ცარისტული, კომუნისტური) მსახვრალი ხელით ანგრევდა და მიზანმიმართულად ანადგურებდა ქართულს, როგორც მოველენას და რომელმაც ბოლოს 2008 წელს, დაღვარა ქართველი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების წმინდა სისხლი, მოახდინა ჩვენი უძვირფასესი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და დღესაც ცდილობს ყველა ხერხის გამოყენებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის საჭირო სივრცე და გამოაცალოს სასიცოცხლო ენერგია. თუმცა, ღვთის მადლით, ამას ვერ შეძლებს...!
ჰო, დავუბრუნდეთ მთავარს. იმას ვამბობდით, რომ ქართველების მიმართ ამგვარად განწყობილი სახელმწიფოს დედაქალაქში ჩავიდა ჩვენი ერის სულიერი მამა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა.
თბილისში კი სხვადასხვა გამოცემების ფურცლებზე თუ ექსპერტად წოდებული ინდივიდების ბაგეებზე აიშალა მგზნებარება და ვერბალური ღვარცოფი, ისტერია და კვნესა იმის თაობაზე, რომ ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზიტი, რომ ეს რაღაც კონსპირაციული გეგმის ერთი ფრაგმენტი და შენიღბულ-შეთქმულ-განდობილ კაცთა პოლიტიკაა. არადა, რა სასაცილოდ, რა საწყალობლად მოჩანს ეს ხალხი ამ პოზაში თუ ამ პოზიციის გამოხატვისას.
ნაჩქარევად დასკვნების გამოტანა არ არის კარგი საქმე და აქამდე ვერიდებოდი კიდეც მათზე შემქმნოდა ამგვარი შთაბეჭდილება, თუმცა ახლა უკვე დარწუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი (ამ ჯგუფში ვგულისხმობ რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძეს და გამოცემა დრონი.გე-ს), რომლებიც პროპაგანდისტული მანქანის კარგად თავგაქნილ ჭანჭიკებს წარმოადგენენ, სულგანაბული, სადღაც, მხოლოდ ტელევიზორსა და კომპიუტერის მკრთალად განათებული, სინამდვილეში კი ბნელი ოთახის სიღრმეში მიყუჟული ელოდება რაიმე ისეთს, რაც ხელში ააღებინებს კალამს და მისცემს საბაბს, შეთხზას რაღაც ისეთი, რაც მისი წარმოდგენით, შებღალავს პატრიარქის ავტორიტეტს. ასეთი რამის ”აღმოჩენის” შემდეგ კი დარწუნებული ვარ, ყმუილით გარბის საწერ მაგიდასთან და ყმუილითვე აგრძელებს და ამთავრებს პასკვილს არსებულზე.
ყოველ შემთხვევაში, მაშთი ”შემოქმედების” გაცნობის შემდეგ, ნამდვილად დაგრჩება კაცს შთაბეჭდილება, რომ ბოროტად აჟიტირებული და აღგზნებული იყო ”პროდუქტზე” მუშაობისას..
კაი გამარჯობა ჩემ ტკბილ და მურაბა ხალხს!!! ერთი იმ სექტანტების საიტზე შეიხედეთ რა დღეში არიან ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები:( უკვე დეისაძის და კომახიძის ციტატები მოყავთ თავის გასამართლებლად!!!
კიდევ გამარჯობა თქვენ,შემოვირბინე საიტები აქაია და ბბჯ-ზეც შევიხედე! ვაი დედა, რა დღეში ჩაუგდიათ ერთ დროს ჩვენი საყვარელი საიტი! ეხლა ვნანობ ცოტას, რომ გავაუქმე! ,ხარობს ბოროტება!!
სტუმრებო ბაბაჯანადან, საქართველოს შვილებო! ამას როგორ უშვებთ,ხმა ამოიღეთ ხალხო,მიშა გიყვართ,გიყვარდეთ, მაგრამ სატანას რატომ აძლეთ უფლებას,ბოროტბეის ჭაობში ჩაგითრიოთ.
ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, ეს არის ბოროტების ზეიმი სიკეთეზე!
ასეთ სუსტ წინააღმდეგობას რატომ უწვვთ!
სამარგალო ისევეა მეგრელი, როგორს მე ფილიპინელი,ხმა ჩააგდებინეთ მაგ სატანას მოციქულს, მასეთები ყველა საიტს ჰყავს მიჩენილი,დააკვირდით კარგად!
სალამი ძვირფასებო ჯიმმი ამაზე უარესი მარაზმატიკია და აბა ვის ციტატებს მოიყვანდა თქვენ ჯიმმის ~გინებები სინანულისანი~ არ წაგიკითხავთ , დეისაძის მოთხრობები იავნანად მოგეჩვენებათ იმის მერე