ოთხშაბათი, 18.06.2025, 13:02
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 30 » ”პროვოკატორი”- დრაკონის წელი?..
11:49
”პროვოკატორი”- დრაკონის წელი?..
დრაკონის წელი?..
დრაკონის წელი?..აჰა, ესეც 2011 წლის ბოლო პროვოკაცია...
როგორც წესი, ასეთ დროს გასულ წელს აჯამებენ ხოლმე...
მეც ასე ვაპირებდი, მით უმეტეს, რომ წინა წლებშიც ყოველთვის ასე ვიქცეოდი და ამიტომ, პირველ რიგში, ერთი წლის წინანდელი "შემაჯამებელი პროვოკაცია" მოვიძიე, შედარებისათვის.
თქვენს მტერს, რაც მე იქ სათაურშივე ამოვიკითხე: "იდიოტობის წელი"!!!
აი, ასე! ანუ, ასეთი შეფასება მიმიცია 2010 წლისათვის და იქ არ მიწერია, მაგრამ ალბათ 2011 წლის იმედი მეტად მქონდა.
გაამართლა ამ იმედმა? რა ვიცი, რა ვიცი...
აქ ვართ და გავიხსენოთ ერთად - მით უმეტეს, რომ ყველა-ყველა და, მოსაწყენი წელი ნამდვილად არ ყოფილა.

ჯერ ის მიღწევები ჩამოვთვალოთ, რომლებითაც 2011 წელი თავს მოიწონებს საქართველოს ჭეშმარიტ ისტორიაში, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია, რაც დაიწყო (ცხადია, ყველას ჩამოსათვლელად მთელი ჟურნალი არ გვეყოფა, მაგრამ ძირითადები აღვნიშნოთ):

გაიხსნა ევროპაში საუკეთესო ბევრი საავადმყოფო;

გადაწყდა ევროპაში ულამაზესი რამდენიმე ქალაქის დაარსება;

დაიდგა ევროპაში ყველაზე ორიგინალური უამრავი ძეგლი - მათ შორის, ევროპაში ყველაზე ლამაზ კვერ­ცხებზე დადგმული "ევროპაშივე ყველაზევე ლამაზივე" შლოპანცები;

"პალიტრამედიაში" შემო­იჭრა ევროპაში ყველაზე პატიოსანი და სამართლიანი საგადასახადო სამსახური;

ნატოს და ევროკავშირს მათი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ყველაზე ახლოს საქართველო მიუახლოვდა;

"პალიტრამედიის" მკითხველმა ევროპაში საუკეთესო გაზეთის საუკეთესო ჟურნალისტი გამოავლინა (და ძალიანაც შეცდა - დაჩი გრძელიშვილი დაასახელეს, მეც ვწერ ხოლმე "კვირის პალიტრაში" რაღაცებს);

ევროპაში საუკეთესო პოლიციას წლის ბოლოს, ისტო­რიის (ანუ 8 წლის) მანძილზე პირველად, ხელფასი დაუგვიანეს... - უჰ, ეს მიღწევებში არ უნდა მეთქვა.

იცით, რას დავაკვირდი? აქ კი ვშაყირობ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და, განსაკუთრებით, პრეზიდენტი, როგორც წესი, "მსოფლიოში საუკეთესოს" კი არ ამბობს ხოლმე, არამედ - "ევროპაში საუკეთესოს". დამაინტერესა ამის მიზეზმა და რამდენიმე ჭკვიან კაცს ვკითხე. ორი აზრი გამოიკვეთა: მსოფლიოში საუკეთესოები იმიტომ არ ვართ, რომ ამერიკელები გვჯობიან (უფრო სწორად, ვერ გვჯობიან, მაგრამ ძმაკაცები არიან და ეწყინებათ) ან, მეორე - სინგაპური ევროპაში არ არის და ამიტომ ვართ აქ საუკეთესოები (აუფ! ევროპაზე - "აქ"-მეთქი! მეც გავაფრინე)!

...ხომ მატყობთ, ვცდილობ, მთავარ თემას გვერდი ავუარო, მაგრამ არ გამოვა, წარუმატებლობაც უნდა აღვნიშნო: გასულ წელს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ევროპაში ყველაზე მდიდარი, ევროპაში ყველაზე ვერაგი, ევროპაში "ყველაზე უფრო რუსეთის აგენტი", ევროპაში ყველაზე უფრო საშიში მტერი ჩვენი სამშობლოსი - ბიძინა ივანიშვილი.

ხუმრობა იქით იყოს (და ევროპაც), მაგრამ ერთ კაცს ვიცნობ (თქვენც იცნობთ), რომელსაც საქართველოში ნამდვილად ივანიშვილის ეშინია ყველაზე მეტად და ამ წელს მართლა რაღაცა ცუდი არ ჩაადენინოს ამ შიშმა - ევროპაში ყველაზე დიდი სისულელე, მე მაგის მეშინია...

ისე, ეს ივანიშვილი ყველაზე "საახალწლო" ტიპია (დამავიწყდა მეთქვა: "ევროპაში ყველაზე") - მის გულუხვობას თუ გავითვალისწინებთ. მხოლოდ წარსულს არ ვგულისხმობ - აგერ, ორი კვირაც არ არის, რაც გაბაზრდა, თურმე ყველა ოპოზიციურ პარტიას აფინანსებს.

ღმერთმა ხელი მოუმართოს, კეთილი კაცია, მაგრამ - ბატონო ბიძინა, ამ მთავრობის დაფინანსება თუ შეწყვიტეთ, როდესაც მიხვდით, რომ "ევროპაში ყველაზე უვარგისი" მთავრობაა (ისე, ბრჭყალებში რატომ ჩავსვი?), მაგ ოპო­­ზი­ციაში, თქვენ თუ არ გცალიათ, რომ ზოგიერთი დაინახოთ, მე მკითხეთ და გეტყვით, რამდენი "ევროპაში ყველაზე ჩათლახი" ტიპი ბოგინობს (არა, ზოგი მაინც რა "ჟივუჩია", ე?!)

P.S. ვერ გამოგვივიდა მხიარული და საახალწლო პროვოკაცია - რა ვქნათ, ასეა ჩვენი საქმე, მაგრამ ბოლოს მაინც გავიხსენებ, რომ კურდღლის წელი მიდის და დრაკონისა მოდის.

კარგად ვერ ვერკვევი ამ ასტროლოგიურ ამბებში, მეტსაც გეტყვით - სულ ტყუილი და სისულელე მგონია და ძალიანაც მეცინება იმ ადამიანებზე, ფულს რომ იხდიან პირადი ჰოროსკოპის შედგენაში.

ამიტომ მე ჩემებურად ვნათლავ ყოველ წელს (ხომ ნახეთ, 2010-ისთვის "იდიოტობის წელი" დამირქმევია) და ახლაც ასე ვიტყვი: კურდღლის წელი მიდის (ეს "ნამდვილ" ასტროლოგიას ემთხვევა) და პინგვინის წელი მოდის!

 P.P.S. პინგვინი ფრინველია, რომელმაც ფრენა არ იცის, სამაგიეროდ ცურავს მაგრად, რაც სულაც არ "ევალება" ფრინველს.

პროვოკატორი
ჟურნალი "გზა"

ნანახია: 885 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე{   (30.12.2011 16:02) [Материал]
მგონი, 2011 უფრო მეტი იდიოტობების დამტევი წელი იყო საქართველოში!
მარტო ძეგლები რად ღირს, ამაზე მეტ იდიოტობას მოიფიქრებს კაცი, ორმხრივა ველოსიპეტის ძეგლის დადგმა!
მოკლედ, იდიოტობები გრძელდება, მაგრამ ვაი, რომ ამ იდიოტობებით ზოგი ერთობა, ის, ვინც მაძღარია და გარშემო უამრავი მშიერი მაძღარი ჰგონია!

მგონი სჯობს იყო პინგვინი და იცურო კარგად, თუმცა ეს სულაც არ გევალებოდეს, ვიდრე იყო კურდღელი, თანაც ორმეტრიანი!
ვაი ქვეყანას, ვისაც ორმეტრიანი კურდღელი ჰყავს პრეზიდენტად!

ყველაფერი კარგად იქნება ჩემო საყვარელო ხალხო! გილოცავთ დამდეგ ახალი წელს ყველას!!!

0  
2 პაკო   (30.12.2011 16:17) [Материал]
ჩემი ბედის დედა მოდის .........! ინტერნეტი არა მაქვს angry რისივერი გაფუჭდა დავრეკე ფირმაში და 3 იანვარს გავაკეთებთო. რა ჩემს სირად მინდა მეთქი 3 იანვარს ეხლა მინდა ტო. ჰოლანდიაშია ამათი ფირმა ვაზდუშნი ინტერნეტია რა. არაოოო.. ხოდა თქვენი დედაც მოვსტყნამ მეთქი კონტრაქტს ვაუქმებ. სხვა ინტერნეტში დავრეკე და იქ მითხრეს 3 იანვარს მოვალთ და დაგიყენებთო.
კაროჩე რა გახდა ეს სამი იანვარი biggrin
არადა მამენატრეთ თქვე კაი ხალხო როგორა ხაააააართ !!!!!!!!
გამოდის რომ ახალ წელს ვერ მოგილოცავთ ნორმალურად
sad არადა მაგრად მინდოდა თქვენთან ჩასიყვარულება

ჩემი ბედის დედა მოდის...

რაღა მოდის ! მოდის კი არა მოვტყან biggrin
ინტერნეტ კაფეში შემოვედი აქედან ვწერ ბლიად cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025