ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » მოდის "ველისაპეთი" - მოაქვს ყველა გაზეთი!
10:03
მოდის "ველისაპეთი" - მოაქვს ყველა გაზეთი!
მოდის "ველისაპეთი" - მოაქვს ყველა გაზეთი! შესავლის ნაცვლად: ჩოხატაურში კომუნისტების დროს რაიონული გაზეთი გამოდიოდა, რომელსაც "კომუნიზმის განთიადი ერქვა"!
გასულ ზაფხულს ერთ ოჯახში სტუმრობისას 60-70-იანი წლების უამრავი ასეთი გაზეთი აღმოვაჩინე, "ვიჩუქე" და მოცალეობისას კარგად ვერთობი ხოლმე.
გაზეთის სახელწოდება ყველაზე ნაკლებსასაცილოა - მაშინდელ რაიონულ გაზეთებს სულ "ლენინის დროშა", "ლენინელი", "კოლმეურნის ბედნიერება", "შავი ქვის წითელი მომავალი" და ასეთები ერქვა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაიონის პარტიულ ხელმძღვანელთა და "სოფლის თავკაცთა" ინტერვიუებია, ძალიან "სერიოზული" და "აქტუალური"; ცხადია, იმ ინტერვიუებს სისულელეც უხვად ახლავს, მაგრამ რაც ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის ჩვენმა კოლეგა-ჟურნალისტებმა გამოქექეს 2008 წელს გამოსულ ხონის გაზეთში, მაგდენს რაიკომის მდივნებიც კი ვერ "გაქაჩავდნენ": ნაციონალების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი (ანუ რაიკომის მდივანი) პირდაპირ აცხადებს, რომ პარტიული "ობშიაკი" აქვთ და ვინც ხელფასიდან 10%-ს არ დადებს, "ხესაც მოუჭრიან და ხის ძირსაცა"...

 

ჰო, რაც მთავარია, ამ ფულს ტყუილად კი არ აგროვებდნენ, - "გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ" - პარტიის აქტივისტებს.
ატყდა ახლა ამბავი: ცაგარეიშვილმა, - პროკურატურამ გამოიძიოსო; სხვებმა, - ეს აქამდე როგორ შერჩათო; კიდევ სხვებმა - ნწუ, ნწუ, ნწუო... მთავარი კი ის არის, რომ გაზეთები უნდა იკითხოთ, ბატონებო (ჟურნალებიც, რასაკვირველია!), და მაშინ, 2008-შივე გეცოდინებოდათ ეს ამბავი.
რა, ძნელია? ადგები დილით; ჩაის ან ყავას მიირთმევ (თუ ნაბახუსევი ხარ, ლუდს); ჩახვალ ქუჩაში, მიადგები პრესის ჯიხურს და... დაგხვდება იქ მწვანილი, მაწონი, ხორცი, ერთი სიტყვით - "რძე და ყველი"! შენ უკვე ფიქრობ, მიტინგი მოაწყო, გალოთდე თუ თავი მოიკლა და ამ დროს!!! - "პიპი-პიიი!" შენკენ მოდის წითელი "ველისაპეთი", თანაც სამბორბლიანი და მოაქვს ყველა გაზეთი.
ახლა, "კომუნიზმის განთიადიდან" და ხონელი ნაციონალების საყვარლად გულწრფელი თავკაციდან თითქოს სხვა ამბავზე გადავედით, ოღონდ "უკუღმა, ასინეთა, უკუ-ღმა, მარა სულერთია მაგი!" და ისევ გაზეთების "ირგვლივ ვიტრიალებთ", იმ ჩვენებური თამადისა არ იყოს; ამ "ტრიალში" ივანიშვილის ინტერვიუს არ მივადექი, "გვარს არ დავასახელებ" და, ერთ-ერთ გაზეთში?!
ჩვენი ძმა, "ველისაპეთ", ერთი კიდე ჩამოიარე აქეთ, ეს გაზეთი რამდენიმე ცალი მინდა, ივანიშვილის ინტერვიუ ახლობლებს უნდა დავურიგო საჩუქრად - ეცოდინებათ, როგორ შეიძლება, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პრესსამსახური გყავდეს მსოფლიოში და მან შენი ასეთი ინტერვიუ გაუშვას გაზეთში.
მოიცა, ამ ამბავზე ცოტა ხანს შევჩერდეთ: დიახ, ჩვენი ხმების დასაცავად ქუჩაში ხალხსაც გამოვიყვანთ, თუ საჭირო გახდა, ამისათვის ქუჩის აქციებში გამოცდილ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებთო და... თავისპოლიტგაერთიანებაში "ეროვნული ფორუმი" მეორე დღესვე "მიიღო"!
იცით, რა? იქნებ შიმშილობაც დაგჭირდეთ? გამოცდილება მაქვს - ახალგაზრდობაში, სულელი რომ ვიყავი და თავში მიქროდა, 12 დღე ვიშიმშილე, გამსახურდია გადადგეს-მეთქი და მეც "მიმიღეთ", რაააა!
ჯანდაბას, არ მინდა ანაზღაურება და არც "კამანდის წევრობა" - ინტერვიუები გადმომიგზავნოს თქვენმა პრესცენტრმა და დავუბრუნებ "გაკეთილშობილებულს". ოღონდ მერე, ახლა არა, მერე, ძეგლებს რომ დაუდგამენ თქვენს თანამებრძოლებს, ჩემი პატარა ბიუსტიც მიდგით სადმე...
კარგი, მოვრჩი, თორემ ამ ხალხს "მიშისტი" ვეგონები და ხელისუფლებაში რომ მოვლენ, "ჩასარეცხებში" არ მომაყოლონ.
ჰოდა, იმას ვამბობდი: ხელისუფლებამ პრესის ჯიხურები რომ რძე-ყველის ფირმებს მიჰყიდა, ახლა ასეთი ხერხი რომ ვიხმაროთ: ეს ჩვენი "ველისაპეთები", ზუსტად იმ ჯიხურების გვერდით "მივაპარკინგოთ"! აი, ასე, კი არ იარონ აქეთ-იქით, არამედ იდგნენ სწორედ იმ ჯიხურის გვერდით, სადაც ადრე ხალხი გაზეთს ყიდულობდა! რა, ნუ დგახარ, იარეო, ეტყვიან?!
ეს კარგი მოვიფიქრე, უნდა შევთავაზო "ველოპარკის" უფროსს.
აი, ხომ გითხარით, გაზეთების ირგვლივ "ვიტრიალებ"-მეთქი და მშვიდობიანად ვაპირებდი დასრულებას, მაგრამ ვიღაც ჯეელმა აიღო და სანადირო თოფიდან "ჟაკანი" პირდაპირ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ფანჯარას მიუშვა... შემთხვევით, რა თქმა უნდა, - გამივარდაო... ისიც შემთხვევითია, რომ ის ჟურნალისტი სპორტზე ან მოდაზე კი არ წერს, ჟურნალისტურ გამოძიებებს აწარმოებს და ხან ვინ ემუქრება და ხან - ვინ...

P.S. სხვათა შორის, გაზეთი რომ არ არსებობდეს, ტელევიზიის ამარაც იოლას გავალთ, მით უმეტეს ქართული ტელევიზიების ხელში: ორშაბათს საზმაუწყებლის ტოქშოუ "აუდიტორიას" ვუყურე. თემა იყო - "ეპატაჟი" და მოწვეული ჰყავდათ "ეპატაჟური ტიპები". ოღონდ ბოლომდე ვუყურე და აღმოჩნდა, რომ იქ დამსწრეთაგან მხოლოდ ლალი მოროშკინამ იცოდა, რა არის "ეპატაჟი"...
არა, ძმაო, არა - ისევ გაზეთები მირჩევნია, თუ არ წაიკითხავ, მაგიდაზე მაინც გაფენ და ყველაფერი ეტევა ზედ: თევზი, პური, ხახვი, კარტოფილი, ლუდი, არაყი. ტელევიზორზე ამდენს დაატევ? (ეს შედარება დოჩანაშვილს "მოვპარე": "დამბაჩიანი კაცი კი მოერევა ხმლიანს, მარა ფანქრის წათლა რომ მოგინდეს, დამბაჩით ფანქარს წათლი შეენ?!")

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"

ნანახია: 1371 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 5671 2 3 ... 37 38 »
0  
1 ლიონ   (12.02.2012 10:26) [Материал]
აბა გამარჯპბათ.როგორ ხართ?ხომ კარგად

0  
2 Adamantis Corona   (12.02.2012 10:27) [Материал]
მაგარი დაუნია ეს გივი სიხარულიძე. ჯერ მაშინ "ქალიშვილობაზე" რომ იყო თოლქშოუს მსგავის გადაცემა, ქალები როგორ დაამცირა ამ გოიმმა. რას იტყლარჭება ეს უბედური ფსიხოპატი?

ან რომ ამბობს პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს "ხელოვანიო", თვითონ რა ჯანდაბას აკეთებს ამ ინტერვიუთი? პოლიტიკაში არ ერევა?

ფუჰ! ვერ ვიტან ესეთ ტლუ კაცებს!!!!

ყანაააა!!!! ავოიეეეეეეეეეეეეე!!!!

ლონდა ****

0  
3 Adamantis Corona   (12.02.2012 10:50) [Материал]
ლიონ გამარჯობა. :****

ლონდა, ამას ერთი და ორი სტუდენტი ეყოლება აი შეცდენილი????
უსვინდისო კაცი ჩანს. ძალიან ანტიპატიურად ვარ განწყობილი მაგ მსახიობის მიმართ. მთელი ინტერვიუ პოლიტიკაზეა აგებული და ხელოვანი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო. სუფთა სირია.

ვისი ცარევა იგულისხმა ერთი პოლიტიკაში? გია ბურჯანაძის, ბერიკაშვილი და კავსაძის? იმათ ფეხის ნაბანად არ ღირს არც ადამიანობით და არს აზროვნებით.

იმანჭება ჩრდილში მი....ვით.

0  
4 ბასო   (12.02.2012 10:51) [Материал]
გივი ნახევრად გიჟია ხალხო, ვინც მაგ კაცს იცნობს იქედან ვიცი ეგ ამბავი, მაგისგან რა გიკვირთ angry angry angry

0  
5 Adamantis Corona   (12.02.2012 10:54) [Материал]
ბასო, ხოდა ამ გიჟებისაა ქვეყანა. დღეს მაგისნაირ გიჟებს აქვთ ხმის ამოღების უფლება.
ჭკვიანები კიდევ სულ დაამუნჯეს.

0  
6 Adamantis Corona   (12.02.2012 11:09) [Материал]
ლონდა, რატომ ვერ მიცან ჰა? გოგო ვააარ, გოგო!!!

დიმიტრი გამარჯობა! რას გვეტყვი გივი სიხარულიძეძე და მის ინტერვიუზე?

0  
7 ლიონ   (12.02.2012 11:16) [Материал]
გამარჯობათ კიდევ ერთხელ.ეხლა ხმა გამეცით თორემ არც ერთ სტატიას არ წაქვიკითხავ და აქ რაღაც თამაშია და დავიწყებ თამაშს biggrin

0  
8 არალე   (12.02.2012 11:19) [Материал]
გივი სიხარულიძე მთელი ახალგაზრდობა ჩრდილში იყო, ერთადერთი როლი, რითაც თავი დაამახსოვრა აუდიტორიას, იყო "უძინართა მზე-ში შესრულებული როლი, კიდევ მახსოვს ეპიზოდური " არაჩვეულერივ გამოფენაში". ასევე თეატრში. თუ ვცდები შემისწორეთ.
ის მარიაჟი, რითაც ასე გამოირჩევა ღირსეული ქართველი მამაკაცებისაგან, დღეს დიდად გამოადგა.
მე პირადად მის ნიჭიერებაზე ცოტა მოკრძალებული წარმოდგენა მაქვს. ეს ჩემი აზრია.

0  
9 არალე   (12.02.2012 11:21) [Материал]
გამარჯობათ ხალხო, ძლივს არ დაგინახეთ

0  
10 ლიონ   (12.02.2012 11:21) [Материал]
ტკბილო ქალო საავადმყოფოში sad ჩემი ნებით წამოვედი მომენატრეთ ყველა

0  
11 ლიონ   (12.02.2012 11:25) [Материал]
პატრიარქს დაცვად ერთი ადამიანი დაყვებოდა,ეხლა არ ვიცი.ისიც იმ დროს ფორმალურად დაცვა ერქვა რა.ეხლა ეს დაცვის ბიჭები ალბათ დასაქმების პროგრამის ნაწილია.უმუშევრობას ვებრძვით biggrin

0  
12 არალე   (12.02.2012 11:25) [Материал]
რა გინდოდა საადმყოფოში ლიონ, ხომ ჯანმრთელად ხარ? sad

0  
13 ლიონ   (12.02.2012 11:27) [Материал]
ეს კორონა ნინია ასიანი მოვიჭრი ფრჩხილს თუ გინდათ biggrin

0  
14 არალე   (12.02.2012 11:29) [Материал]
დაცვა მოდაშია, რაღა მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ, თუ ერთი- ორი ჯეელი არ დაგყვება დაბღვერილი სახით.
ლელა წურწუმიასაც ჰყავდა დაცვა, ოღონდ რად უნდოდა არ ვიცი smile

0  
15 Adamantis Corona   (12.02.2012 11:30) [Материал]
ალბათ დასაცავია პატრიარქი და იცავენ!

1-15 16-30 31-45 ... 541-555 556-567
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025