ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:27
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » ქართველი გოგონას წარმატება სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე
22:25
ქართველი გოგონას წარმატება სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე

25 წლის მოდელმა ია სირანაშვილმა ჩინეთში გამართულ სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, გრან-პრის მფლობელი კი რუმინეთის წარმომადგენელი, კრისტინა ელენა დავიდი გახდა, რომელიც თურმე, გარეგნულად იას ძალიან ჰგავს... შეგახსენებთ, 2009 წელს ია სირანაშვილი თბილისში გამართულ "მის ამიერკავკასიის" საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რის შემდეგაც სილამაზის კონკურსზე ესპანეთში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო, საქართველოში დარჩა...

- როცა ჩინელებმა ელექტრონულ ფოსტაზე მომწერეს, რომ სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე მიწვევდნენ, ხუმრობა მეგონა...

- კონკურსის ორგანიზატორებს შენ შესახებ ინფორმაცია საიდან ჰქონდათ?

- მათთვის ჩემი მონაცემები გაგზავნილი მქონდა. ჩინეთიდან ელექტრონული ბილეთი რომ გამომიგზავნეს, მაშინაც ვერ ვიჯერებდი, რომ მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას! მოგზაურობის ხარჯები ორგანიზატორებმა დაფარეს.

- მარტო გაემგზავრე?
- დიახ!

- ჩინეთში ჩასულს, როგორი სიტუაცია დაგხვდა?
- კონკურსანტები საცხოვრებლად სასტუმროს ოთახებში გაგვანაწილეს. მე გერმანიის წარმომადგენელთან მოვხვდი, მაგრამ "მის უკრაინამ" მოითხოვა, - ქართველ კონკურსანტთან ცხოვრება მინდაო. ჰოდა, რუსმა გოგონამ აღნიშნა: უკრაინა და საქართველო აქაც მეგობრობენო. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიდერლანდელი გოგონას ოთახში გადავედი - თავად მოითხოვა და მეც დავთანხმდი. ვიფიქრე, ინგლისურ ენაში პრაქტიკას მაინც გავივლი-მეთქი. ამის გამო სხვა გოგონები გამებუტნენ და მთელი დღე ხმას არ მცემდნენ (იცინის). მოკლედ, ყველას მალე დავუმეგობრდი. ჩინეთში ჩასვლიდან 4-5 დღეში ავად გავხდი და ერთ-ერთ გადაღებაზე ვერ წავედი. მთელი დღე ლოგინში ვიწექი. გოგო მომიჩინეს, ვისაც ჩემზე უნდა ეზრუნა. 

საღამოს კონკურსანტები ხმაურით დაბრუნდნენ: - ჯორჯია, გვენატრებოდიო! ჟიურის წარმომადგენლები გაოცებულები გვიყურებდნენ. ისინი ყოველდღე გვაკვირდებოდნენ (ზოგჯერ ისე, რომ არც კი ვიცოდით), თუ ვისთან ვმეგობრობდით, კონფლიქტურები ხომ არ ვიყავით... ერთხელ ჩინელი გოგონა ატირდა, - ოჯახი მენატრებაო. ჩავეხუტე და შევეცადე, დამემშვიდებინა. ამ კადრების ამსახველი პაპარაცული ფოტო ჩინურ საიტზეც დადეს... ერთ-ერთ ჩვენებაზე უკრაინის წარმომადგენელი ტანგით გამოვიდა, რის გამოც ორგანიზატორებმა შენიშვნა მისცეს, მაგრამ კონკურსანტმა უპასუხა: ჩემს ქვეყანაში პოდიუმზე ასე გასვლა პრობლემა არააო. ჩინელ ხალხს მსგავსი საქციელი არ მოსწონს.

- პოდიუმზე ტანგით გასვლის გამო უკრაინის წარმომადგენელს "მინუსი დაუწერეს"?

- ჩემი აზრით - კი.

- რაიმე ნომინაციაში გაიმარჯვა?
- ვერა... 

- შენს ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა?
- მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და აბრაამ ბაზელს მადლობა გადავუხადო. მან ნაციონალური კაბა უსასყიდლოდ მათხოვა, რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა კი ამაში 1.000 ლარი მომთხოვა. ბაზელმა მითხრა: მართალია, ებრაელი ვარ, მაგრამ საქართველოს მიწა-წყალი მიყვარს, აქაური "ქუდი მახურავს" და ამ თხოვნაზე უარს როგორ გეტყვი? დაე, დედოფალი გახდიო!.. ასევე, მადლობას ვუხდი დიზაინერ თინათინ მაღალაშვილსაც.

- 20 დღის განმავლობაში კონკურსანტები რას საქმიანობდით?
- ვვარჯიშობდით, ჩვენებებში ვმონაწილეობდით, მსხვილი კომპანიების სარეკლამო რგოლებში გვიღებდნენ. კომპანიების წარმომადგენლებს გადასაღებად ძირითადად, დიდი ქვეყნების კონკურსანტებს სთავაზობდნენ, მაგრამ ისინი თავად ითხოვდნენ, - ქართველი გოგონა გვინდაო და თითქმის ყველა რეკლამაში გადამიღეს. კონკურსის ფარგლებში, "ტალანტ შოუშიც" ვმონაწილეობდი. ადრე ცეკვას მაესტრო მორისთან ვსწავლობდი, ხოლო როცა კონკურსის შესახებ შევიტყვე, 3 დღე ზურა მშველიძესთან მოვემზადე. 

სცენაზე არასდროს მიცეკვია და ჩინელებს ვუთხარი: სანამ სცენაზე გავალ, ღვინო დამალევინეთ, თორემ არ ვიცეკვებ-მეთქი. ღვინო მოიტანეს და ყველამ დავლიეთ. ჩემ მიერ შესრულებული "სალსა" ძალიან მოეწონათ. იქ ყოფნის პერიოდში სამჯერ მაცეკვეს. ერთხელ "სალსას" ნაცვლად, შემთხვევით, სხვა მუსიკა ჩამირთეს. უკვე სცენაზე ვიდექი და თავს ხომ არ შევირცხვენდი - ავცეკვდი. მაყურებელმა ოვაციით დამაჯილდოვა. თავი ვარსკვლავი მეგონა! ერთ-ერთმა სპონსორმა თაიგული მაჩუქა... მოგვიანებით, კონკურსანტებმა ჭორაობა დაიწყეს, - დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს გაამარჯვებინებენო. 

იმ პერიოდში დედამ დამირეკა და მითხრა: ღმერთი გფარავდესო! მისმა დალოცვამ ძალა შემმატა... ფინალის დღეს, როცა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გოგონების ვინაობა დაასახელეს, წარმატების იმედი დავკარგე, მაგრამ როცა გამოაცხადეს, მეოთხე ადგილზე საქართველოს წარმომადგენელიაო, ვერ გეტყვით, სიხარულისგან რა დამემართა!.. კონკურსის დასრულების მერე გოგონებმა ერთმანეთი ტირილით გავაცილეთ, რადგან 20 დღის განმავლობაში ძალიან დავმეგობრდით და განშორება გვიჭირდა. მიხარია, რომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში მეგობარი მყავს. ყოველ წელს თითო მათგანს რომ ვესტუმრო, ამასობაში, დავბერდები კიდეც (იცინის).

- სხვა კონკურსანტებს როგორ შეაფასებ?

- ძალიან ლამაზი გოგონები იყვნენ და ჩემი ფავორიტებიც მყავდა.

- წარმატებას მათაც მიაღწიეს?

- კი. ნიდერლანდების წარმომადგენელი რვა გამარჯვებულ გოგონას შორის მოხვდა, "მის ავსტრალიამ" კი მესამე ადგილი დაიკავა. ზოგ გოგონას სილიკონის მკერდი და ტუჩი ჰქონდა - ეს კონკურსზე დასაშვებია, თუმცა გამარჯვებულებს შორის თითქმის ყველას, ბუნებრივი სილამაზე ჰქონდა. გარეგნობის გარდა, მონაწილეთა ხასიათსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ერთხელ, მაკიაჟის კეთებისას, რუსმა კონკურსანტმა ჩინელი სკამიდან ააგდო და თავად დაჯდა, რაც ჩემი აზრით, ლამაზი საქციელი არაა. ჩინელი გოგონა ჩემს სკამზე დავსვი და დავამშვიდე, - ყურადღებას ნუ მიაქცევ-მეთქი.

- ამასობაში, ჩინურიც ხომ არ ისწავლე?

- ცოტათი. ჩინურად ინტერვიუს მიცემა მომიხდა და რაღაცები მასწავლეს. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკუთარ ქორწილშიც დამპატიჟა.

- გრან-პრის მფლობელი მოგეწონა?

- კი, თუმცა მის გამარჯვებას არ ველოდით. ის გოგონა "ტალანტ შოუშიც" არ მონაწილეობდა.

- შენი ოჯახი გაგვაცანი...
- დედა ჟურნალისტია, მამა - ბიზნესმენი. ჩემი ძმა მენეჯერია და ამჟამად, რუსეთში ცხოვრობს. სიმართლე გითხრათ, მოდელობა არ მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა: სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუჩაში რამდენჯერმე გამაჩერეს და სტუდიაში უფასოდ სიარული შემომთავაზეს. 13 წლიდან ამ სფეროში ვარ და ჩვენებებში, ფოტოკონკურსებში ვმონაწილეობ...

- სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვს?

- ჟურნალისტი და ადვოკატი ვარ. გასულ ზაფხულს სამოქალაქო ადვოკატი გავხდი - გამოცდები ჩავაბარე და 86 ქულა მივიღე. ამჟამად, პრაქტიკას იურიდიულ ფირმაში გავდივარ, მერე კი ვეცდები, ჩემი საადვოკატო ბიურო გავხსნა. რაც შეეხება ჟურნალისტობას, ცოტა ხანს პრესაში ვმუშაობდი, ტელევიზიაში პრაქტიკაც გავიარე, მაგრამ მერე შევეშვი...

- მსოფლიო სილამაზის კონკურსში მიღწეული წარმატების შემდეგ რაიმე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ მიგიღია?
- თურქეთში, ტოპმოდელების კონკურსზე მიმიწვიეს, მაგრამ არ წავედი - გადაღლილი ვარ, ცოტა ხნით დასვენება მჭირდება. ჩინეთში სამუშაოდაც მიმიწვიეს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია, საქართველოდან შორს ყოფნას ვერ გავუძლებ. მობილურ ტელეფონში სიმღერა - "ჩიტო, გვრიტო" მქონდა ჩაწერილი და ჩინეთში ყოფნისას ხშირად ვუსმენდი...

- საქართველოში მოდელობა პერსპექტიული პროფესია არაა, უცხოეთში მუშაობა კი არ გინდა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოდელის კარიერის გაგრძელებას არ აპირებ?
- არ ვიცი. შეიძლება, რომელიმე სილამაზის კონკურსში გვირგვინისთვის ვიბრძოლო. ჩინეთში ყოფნისას დიდი გამოცდილება მივიღე.


ნანახია: 2080 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 14
0  
1 ქაჯანა   (15.12.2011 23:24) [Материал]
არც მე angry რა არის სულ გადაირია ეს ხალხი??

0  
2 პაკო   (16.12.2011 05:03) [Материал]
არც მე

+1  
3 ჩატბერი   (16.12.2011 05:52) [Материал]
სალამი კაი ხალხს smile თქვენ არ მოგწონთ-ზურიკელას მოწონს biggrin რავა ხართ პახმელიაზე?

0  
4 პაკო   (16.12.2011 06:06) [Материал]
ბერი შე ძველო სად გვეკარგები რომ გვეკარგები wink
წავედი ეხლა მე და შენ გაბარებ დიდგორის ველს . მერე ვინმე სხვა შეგცვლის და გადავულოცოთ ხოლმე ერთმანეთს საგუშაგო პოსტი biggrin

აბა ჰეე დროებით ტერი ბერი biggrin biggrin რა კარგად გამოდის ტერი ბერი ბერი ტერი ))) თქვენ დაძმა ხომ არ ხართ tongue tongue

-1  
სალამი ყველას და განსაკუთრებით ერთს wink

რაია ახლა აგი რაი აცვია მთავარ სურათში გაფიცებ!!!

ბრმანაწლავი უჩანს უჩანს...ხარაშო მარა, აი დირკა რო გეხატება შვილო ბაყვთაშუა და დაფარე ცოტა, მინდა ახლა მე შენი ბაყვების მარიაჟობა აქანა? ვკვდები კაცი :))

შარვალია ტრუსიკია კაბაა თუ რაია აგი? ჯინსი როა ქე ვხვდები!

ის წითელი კაბაა და ვერ შეირგო და შამეიხია ტანზე....კარრროჩე....

მოდით შევისწავლოთ ახლა ეს გოგო....

ფიბონაჩის კოდის მიხედვით უნივერსალური პროპორციები აქვს თუ არა....

მაჯასა და იდაყვს შორის მოკლედ დისტანცია აქვს....კრძელი დაშველი კიდურები არ ააქვს.

ბეჭსა და იდაყვს შორის კიდე კაი ბიცეფსი აქ, ბიცეფსი კი არადა ქონია მაგი wink

სახეზეც, ნაშიმსილებია ეტყობა და ლოყები აქ დასუსტებული მარა ყბებზე კუნთები აქ... ბევრი ჭამა უყვარს.

მარა და გინდა რო ჭამს? მკერდი მაინც არ ააქ...

ნწნწნწნწ.....მე არ მომწონს wink

0  
6 ლერა   (16.12.2011 10:44) [Материал]
კაზიმირმა არ მოუღო ბოლო, biggrin რა გინდათ, რას ერჩით, თუ სიმართლეს ლაპარაკობს საქართველო კარგად წარმოუდგენია და... ეს სირანაშვილი სადაური გვარია?

0  
7 ქაჯანა   (16.12.2011 11:32) [Материал]
კაზოოო უხ შენ გენცვალე მე შეფასებაშI biggrin
ის დანარჩენები რა იქნებოდენ აზზრზე ხართ??? biggrin biggrin

-1  
სირანაშვილი... smile

სირინოზა იყო ერთი ვანში კოლმეურნეობაში...მოწინავე მწველავე.

-1  
და რამ სისქე მუხლები აქ...

ცუდი გოგო ნაღდად არააა....რაი აქ დასაწუნებელი....

მარა....

მსოფლიო უნივერსალური მისს ვაივუი დაცემა გიჟობა საკონკურსო ამრთლა არაა...

-1  
10 არალე{   (16.12.2011 15:47) [Материал]
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
კარგი გოგონაა, მაგრამ საკონკურსო არანაირად....

სტარ, დასაწყისშI სიცილაკები შენმა ბოლო ფრაზამ შთამაგონა!

-1  
11 ფეფე   (16.12.2011 16:16) [Материал]
გამარჯობაჟიურის. tongue tongue tongue
ეს წითელი კაბა გამოსვლაზეც აცვია, ოღონდ შებრუნებული აქვს.

მინდოდა მეთქვა რომ არ მომეწონა და გადავიფიქრე. ( არ გეწყინოს ია. მე მაგალითად კარლა ბრუნიც არ მომწონს)

კეკელკური სტილი რომ არ ჰქონდეს და ცოტა მეტი თავდაჟერებაც გააჩნდეს, ალბათ უკეთესად წარმოჩინდება. 25 წელი... მაგ სფერისთვიც უკვე ცოტა ბებერია

ისე არ ჩანს ცუდი გოგო, უბრალო, ღარიბი ოჯახის შვილი იქნება.

წარმატებებს ვუსურვებ.

0  
12 fesvebi   (16.12.2011 20:16) [Материал]
რა საშინელი ერი ვართ ქართველები ეხლა ვკითხულობ ამ საცოდავი წარუმატებელი ხალხის ბოღმიან კომენტარებს და გული მერევა რამ გადაგრიათ ხალხო ამას ხომ არცერთი ერი არ იკადრებს გოგომ გვასახელა ცუდია თუ კარგი გაიმარჯვა რომელმა ქართველმა გოგომ ასახელა საქართველო სილამაზის კონკურსზე და თქვენ სიხარულის ნაცვლად რა საშინელებებს წერთ სირცხვილია უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს ღარიბია თუ მდიდარი ეს მიუთითებს თკვენ მდაბიო სულზე დიდ მადლობას ვუხდი ამ გოგონას საქართველოს სახელით და წარმატებას ვუსურვებ!!ღმერთმა გვიმრავლოს შენაირები ლამაზმანები საქართველოს დალოცვილი ყოფილიყავი!

0  
13 პაკო   (16.12.2011 20:36) [Материал]
საშინელო, საცოდავო, წარუმატებელო და ბოღმიანო ფესვებო
შენ აქ სალანძღავად შემოხვედი ?

0  
14 ფეფე   (17.12.2011 07:25) [Материал]
Fesvebi, gamrjoba. Ra iyo, ras oshli nervebs. Rogor, sxva erovnebis korkunsanti Rom Ar momewonos, imaze maqvs upleba daviwuno da qartveze araperi unda vtqva?

Ki aba... Elode Rom Ase moviqzevi.

Jer erti janmrteli kritika kargicaa. Tu vcdebi kidev, ai dardi...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025