ოთხშაბათი, 18.06.2025, 13:08
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » კალაძის, ბერას და ოპოსპექტის ღრეობა „რედისონში“
11:00
კალაძის, ბერას და ოპოსპექტის ღრეობა „რედისონში“
კალაძის, ბერას და ოპოსპექტის ღრეობა „რედისონში"

13:34 25.12.2011
[ქეთი ტუღუში]

წუხელ, სასტუმრო „რედისონში", წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და დღეს დიდმა პოლიტიკოსმა, კახი კალაძემ, შვილის ნათლობა აღნიშნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, ღონისძიება ჩვეულებრივი ქართული ეტიკეტის მიხედვით წარიმართა. საინტერესო კი ის იყო, რომ ამჯერად, ნათლობის ქეიფს მთელი ქართული ქუჩის ოპოზიციური სპექტრი დაესწრო. სტუმრებს შორის, ოლიგარქის ვაჟი, საქართველოს საუკეთესო მომღერალი, რეპერი ბერაც იყო. მოკლედ, ქართული „ღატაკი" ოპოზიცია მილიონერი კალაძის შვილის ნათლობაში წუხელ გვარიანად დაპურდა და გამოთვრა.

თუმცა, როგორც ცნობილია, ამ ჭრელ დაჯგუფებას ღატაკი აღარ ეთქმის. ივანიშვილის მიერ გადარიცხული მილიონების შემდეგ, უკვე კარგად დავიწყებული და წარსულს მიბარებული პერსონები თუ პოლიტძალები საგრძნობლად მოფერიანდნენ და მას შემდეგ გაათმაგებული „ერთგულებით" შესციცინებენ თვალებში „ქველმოქმედს". ამბობენ, ქართული პარტიების ლიდერებმა ამ გადარიცხულ მსუყე თანხებს ქაფი უკვე გვარიანად მოხადეს და რაც დღემდე აკლდათ,  სულ ერთბაშად აინაზღაურესო. მას შემდეგ, მოშიმშილე ხალხის ბედით გულდათუთქული ქუჩის ოპოზიცია, სუფრიდან სუფრაზე დაგრიალებს და ცხოვრების სიკეთეებით ტკბება. მეტის ფანტაზია და გაქანება, ოპოზიციონერებს, ჯერჯერობით, არ ჰყოფნით.   

რაც შეეხება თავად კალაძეს, მას შემდეგ, რაც მამა-შვილი ივანიშვილების ოცნებების პრეზენტაციაზე, ექსფეხბურთელმა ერს ავტოგოლებისათვის ბოდიში მოუხადა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამას იქეთ ყველაფერი რიგზეა, ბოდიშიც წამალია და აფთიაქშიც იყიდება. გულდაწყნარებულმა რეკორდსმენმა სპორტსმენმაც ფრთები გაშალა და თავმოყვარეობააღდგენილი, ხალხში უკვე სუფთა სინდისით გაერია.

ამიტომ, ოჯახის მუჭუჭმა და მოხერხებულმა მამაკაცმა, პირმშოს ნათლობა გადაუხადა თუ არა, ჯიბეზე ხელი გაიკრა, მსუყე შეკვრები ხელთ იპყრო და მთელი ოპოზიცია „რედისონში" მოხვეტა. ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა: ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიეცათ გალაღების და სანტა კლაუსის მიერ ციდან ჩამოყრილი კარგი ცხოვრების სიკეთეებით დატკბობის შანსი, ხოლო კალაძემ „ელიტურ" პოლიტიკურ სპექტრში გარევით, თავი უკვე დიდ პოლიტიკოსად და მეორე მაკიაველად იგრძნო. მოკლედ, ორმხრივი კმაყოფილება სახეზეა.

დღეს კი, ნაბახუსევი ოპოზიციური პოლიტსპექტრი წუხანდელ ღამეს ინელებს და ისვენებს, რათა ხვალიდან, რესტორნიდან რესტორნამდე, სუფრიდან სუფრაზე, გაათმაგებული ენერგიით და შემართებით შეუდგეს ახალი დიადი მიზნებისა და გეგმების აღსრულებას, ოლიგარქის რუსული ფულებით. მოგეხსენებათ, წინ ახალი წლის დღესასწაულებია და ხალხის სამსახურში დგომა კი, არც ისე იოლია...

ნანახია: 1106 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 1471 2 3 ... 9 10 »
0  
1 ბასო   (25.12.2011 11:02) [Материал]
ქეთი ტუღუშის დედას სთხაროს მთელმა დიდგორის კაცებმა, ოოხ ეგ სატანისტი ძუკნა, ნათლობა და ღრეობა ვერ განუსხვავებია angry angry angry angry angry angry

0  
2 არალე{   (25.12.2011 11:21) [Материал]
ლონდა აუცილებელია ასეთი სტატიების დადება!

რას შეეხება ამ პასკვილს, ჩვეულებრივი და ძალიან პრიმიტიული მცდელობაა, რაც ჟურნალისტის ღარიბ პროფესიონალიზმასა და მიკერძოებაზე მეტყველებს, თუმცა მრავალი დაუკრავს კვერს ყოველივე ამას და არ მინდა იმ მრავალთა შორის ჩემთვის საყვარელი ადამიანები ვიხილო.

ეს ჟურნალისტიც თავის წილ პურს სჭამს ამით angry

0  
3 არალე{   (25.12.2011 11:25) [Материал]
ამ იდიოტკას უნდა ჩაავლო თმაში ხელი და ასე უნდა ათრიო იმ რესტორნიდან რესტორნამდე, სადაც ნაცბანდა ქეიფობს თავდაუზოგავად და უცხო თვალისაგან შორს. მერე კი მთვრალები კბილებით იწევენ საყვარლების სხეულის ნაწილების წასაკვნეტად.

0  
4 არალე{   (25.12.2011 11:48) [Материал]
გეთანხმები ლონდა, ძალიან დაბალი დონეა, მარტივ ზმნას ვერ აუღლებენ სწორად, ხშირად შემხვედრია ასეთ სტატიებში, ასევე ხშირია არსებითი სახელების არასწორი ბრუნება.

ივანიშვილს საქართველოდან არაფერი მოუპარავს, პირიქით ლომის წილი აქვს შეტანილი
საქართველოს შენების საქმეში, რასაც აქამდე წარმატებით იბრალებდნენ ნაცები.

თვითნ კი ოფშორებში აქვთ ქართული სახელმწიფოსაგან მოპარული ფულები გადარიცხული და მილიონნახევრიანი თითფრინავიც ასაფრენ ბილიკზე უყენიათ, იმიტომ რომ იციან გასაქცევად ექნებათ საქმე მალე.

0  
5 კობა   (25.12.2011 11:58) [Материал]
ხალხო რას მოვესწარით! ესეთი იდიოტები საიდან იბადებიან! ფეხბურთელი, რომელიც შემთხვევით საკუთარ კარებში ბურთს გაიტანს, ის ხდება„ ქვეყნის მოღალატე„? არა აქვს უფლება ხალხში გამოჩნდეს, ბავშვს გადაუხადოს ნათლობა,ან მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში! ვიღაც იდიოტკა ტუღუშის თანახმად უნდა განიდევნოს ქვეყნიდან ან ჩაიქოლოს? ღმერთო! რას არ გაიგებთ კიდევ?

0  
6 ბასო   (25.12.2011 11:58) [Материал]
ლონდა ბაბაჯანაზე ნახე ამ სირმა გაბიმ რა დაუპოსტა მასწავლეს, თურმე შვიდში რომ ავღნიშნავთ შობას ეს სულიწმინდის გმობა ყოფილა, მე მგონი ეგ ხალხი რაღაცა სექტანტები არიან, ორმოცდაათიანელები ან რაღაც უბედურება კიდევ angry angry angry

0  
7 ბასო   (25.12.2011 12:01) [Материал]
პრივეტ ლონდა, ნახე გაბის პოსტი, მაგ სექტანტის angry angry angry

0  
8 მიხო   (25.12.2011 12:03) [Материал]
დილა მშვიდობისა. პირდაპირ მოგა გენით, აქ ყოფილხართ smile

0  
9 კობა   (25.12.2011 12:12) [Материал]
ლონდა! ზოგს გონია მაღალფარდოვანი სიტყვებით სისულელე;სისულელე არაა!!! biggrin biggrin biggrin

0  
10 არალე{   (25.12.2011 12:16) [Материал]
ვერ დავიბრალებ, რომ ძალიან ჩახედული ვარ რელიგიურ საკითხებში სამწუხაროდ, ვიცი ის რაც იცის ყველა ნორმალრმა მარლთმადიდებელმა, მაგრამ ამხელა ქალი ვარ და პირველად მესმის რომ 7 იანვარს შობის ზეიმობა თურმე სულიწმინდის გმობა ყოფილა.

ზოგიერთი ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და და სპეციფიური სიტყვებისა და მაღალფარდოვანი ფრაზების გამოყენებით სურს ყოვლისმცოდნეს იმიჯის მოხვეჭა ადამიანთა მცირა ჯგუფში.

ნუ გახდებით სასცილო მეგობრებო!!

0  
11 ბასო   (25.12.2011 12:16) [Материал]
ეს საკითხი თუ ვინმესთვის კითხვას იწვევს თუ რატომ ავღნიშნავთ შვიდში და არა ოცდახუთში შობას, ან აღდგომას ორი კვირით გვიან ვიდრე ამას აკეთებენ კათოლიკეები, მარტივად შეიძლება ჩვენს ეკლესიაში წასვლა და ნებისმიერი მამაო აგიხსნით. ძალიან გასაგებად და იოლად, თუმცა მიშისტები არც ეკლესიაში დადიან, სანთლის ანთებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ერთი ლეილა სად ბრძანდება არაფერს რომ არ პოსტავს გაბის პასუხად, დიდის ამბით მამა გაბრიელს რომ ახსენებდა, ეეეე ლეილ დადე პოსტი თორემ აკანჩატელნად ვითყვი რომ ფარისეველი მიშაღოველი ხარ angry angry angry angry

0  
12 მიხო   (25.12.2011 12:17) [Материал]

0  
13 მიხო   (25.12.2011 12:20) [Материал]
ეგ არაფერი ლონდა, ხდება ხოლმე smile აბა ეხლა გიჟი არაა ეგ ქალი? ე.ი. 7-ში რომ აღვნიშნავ სულიწმინდას ვგმობ? არც კი ვიცი რა რეაქცია უნდა ქონდეს ადამიანს surprised

0  
14 კორშა   (25.12.2011 12:21) [Материал]
ლეილა ათეისტია.მაგას ღმერთი არ სწამს და არც არაფერი ქრისტიანული.მე მაგის პოსტებიდან გამოვიტანე დასკვნა.მაგრამ ამას პირდაპირ არ აღიარებს,ცხვენია.

0  
15 ბასო   (25.12.2011 12:22) [Материал]
არალე მე ვარ ცახედული ამ საკითხში, 25 დეკემბერს რომ შობა მიულოცო ჭეშმარიტ მართლმადიდებელს, სუ მცირე სულელად ჩაგთვლის, ეს მილოცვა აბსოლუტურად არაფრის მთქმელი იქნება, ზოგი მართლმადიდებელი კი როგორც სექტანტს ისე შემოგხედავს, ან უკეტეს ვარიანტასი როგორც კათოლიკეს cool cool cool

1-15 16-30 31-45 ... 121-135 136-147
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025