
დღეს სატელეფონო საუბარში, ივანიშვილის პრესსპიკერმა ნონა ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ არხის ეთრში გასვლის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. არხმა სამაუწყებლო ლიცენზია სექტემბერში მიიღო, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპიკერმა ხატია ყურაშვილმა.
ივანიშვილი, რომლის ქონებაც ჟურნალმა Forbes-მა მარტში 5,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, გასულ თვეში საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გამოწვევაა.
ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გუშინ მათ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაუქმდა.