ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი
19:22
გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი

_ ბატონო რეზო, როგორ ფიქრობთ, რა ამბებია ატეხილი ტელეკომპანია "მაესტროს” ირგვლივ, რა ხდება, ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუსა და ამ აურზაურს შორის კავშირი შეიძლება არსებობდეს?

_ სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, ერთ რამეს გეტყვით.
რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით ვნახე ბათუმში, როგორ იდო მაგიდაზე სახალადეცე ღორის თავი _ წიკლაური, გვერდით ჰყავდა მისკუპებული ნასოსით გაბერილი გაცვეთილი დემაგოგი, ჰალსტუხიანი ხვლიკის ადიუტანტი ახვლედიანი, იქვე იყო ჩახვაძეც, ნაცმოძრაობის ხელისბიჭი, რომლის დახასიათებაც პირდაპირ თხოულობს რითმას: ბლანჟეიანი ჩახვაძე, თანახმა არის ჩახდაზე. აი, ეს სამი ადამიანი აბოლებდა ხალხს ბათუმში პარლამენტთან დაკავშირებით. უნდათ გაზარდონ პარლამენტი, რადგან ასე უნდა მიშას, ამ გარეკილ სულელს. რას აპირებენ, 40 ელდარ კვერნაძე უნდათ გამოჩეკონ?
მოგეხსენებათ, მე ვაკეთებ ხანდახან მეტაფორულ შედარებებს, მაგრამ ეს არის ჩემი, როგორც პოეტის საქმე და როცა ვინმეს მიმართ მწარე-მწარეებს ვლაპარაკობ, პირველ რიგში, სულიერ სიმახინჯეს ვგულისხმობ, თორემ არც ჩვენ ვართ ავთანდილები და აპოლონ ბელვედერელები. მაგრამ ამას წინათ გუბაზ სანიკიძემ ისეთი რამ თქვა, რომ იტყვიან, პირდაპირ მიზანში მოარტყა, არ მეგონა, თუ ვინმეს შედარება შემშურდებოდა და უნდა ვაღიარო, გუბაზის არ იყოს _ ეს კაცი ნამდვილი ბოროტი სულელიაო.
რაც შეეხება `მაესტროს~. ესენი ამ არხს მაინც დახურავენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ხოლო რაც იქ ამ დღეებში მოხდა, პირდაპირ ვაცხადებ, ეს ხელისუფლების მოწყობილი ამბავია, ივანიშვილი მივიდა და აჩვენა მთელ საქართველოს, რომ ის, პირველ რიგში, არის ქართველი, ყველაფერი, რაც გააჩნია, უნდა სამშობლოსთვის და მზად არის თავი გაწიროს საქართველოსთვის. გამოვიდა და ილაპარაკა ძალიან მშვიდად პრობლემებზე, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. რაც ილაპარაკა ფსიქოლოგიაზე, ეს პირდაპირი მინიშნება იყო და ამან შეარყია ეს არანორმალური.
ბუხარში ჩავარდნილ მაჯლაჯუნას რომ ჰგავს კიწმარიშვილი, ეს ნეხვის ხოჭო, ეგ ხომ კაცი არ არის. მაგის სატელეფონო ჩანაწერი რომ აჩვენეს, ვითომ ოქრუაშვილს ელაპარაკებოდა. სინამდვილეში, აქ ელაპარაკებოდა თავის დამკვეთებს. კიწმარიშვილი ნაციონალების პროდუქტია და ყველგან, სადაც მოვიდა ამათი შეგზავნილი იყო. ვითომ ოქრუაშვილს ელაპარაკებოდა? სპექტაკლია ყველაფერი.
ხომ ამბობენ, რაც ხდება `მაესტროში~, ეს შიდა დავააო, ხალხს თვალს ვერ აუხვევენ, ვერც მიხეილ გარეკილი, ვერც მაჭავარიანი _ მიხეილ გაცვეთილი და ვერც ვერავინ საერთოდ. ხალხი ყველაფერს ხვდება.
ერთხელ კიწმარიშვილი
`ბიგ-ბენში~ შემხვდა ცოლთან ერთად, 150 კბილი რომ აქვს და პირში რომ არ ეტევა, ბოზების ინდუსტრია რომ ჩამოაყალიბა საქართველოში იმ ქალთან ერთად. ისეა ეს ქალბატონი აწოწილი, რომ მოინდომოს ამ ცხრა ღობეზე გადამხტარმა კიწმარიშვილმა, ვერც კი აკოცებს, უნდა შეახტეს. მაგრამ არა მგონია, ის ქალიც ძალიან დარდობდეს, აკოცებს თუ არა ეს ბუხრის მაჯლაჯუნა.
მოკლედ, მაგ გარეწარს პირდაპირ რომ შევხვდი, ბოთლის ჩარტყმა მინდოდა თავში და გამყიდველმა ბოთლი შემიცვალა, ეს ძვირიანიაო. კიდევ კარგი, რომ გამექცა იქედან, თორემ ცუდ საქმეს ჩავიდენდი, გავუპობდი თავს, მაგრამ ის მაგას მაინც ვერ აცდება.
კიწმარიშვილი არის ყველაზე თახსირი კაცი მათ შორის, ვინც ცხოვრებაში მინახავს.
ამას წინათ ვუყურებდი და გამახსენდა თენგიზ აბულაძის გენიალური `ნატვრის ხე~, როცა შეთეს და გედიას ჩხუბის მომენტში ცხვრის ტყაპუჭით ჯუჯა მორბის, ზუსტად იმას ჰგავს ეს ვაჟბატონი.
რაც შეეხება `მაესტროს~, პირდაპირ ვაცხადებ, აქ ხელისუფლების ხელი ურევია, მაგრამ როცა კაცობაზე და ადამიანობაზე მაღლა წილები, ფული და ასეთი რამეები დგას, მე არ მინდა ასეთ საქმეში გარევა. მაგ ამბავში, ყველაზე მეტად ჟურნალისტები მეცოდებიან. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, ეს ქვეყანა ჟურნალისტების დაღუპულია და მე მოვითხოვ, თუ ცოცხალი დავრჩი, სახელმწიფო დამნაშავეებთან ერთად დამნაშავე ჟურნალისტებიც გასამართლდეს. კიწმარიშვილის გაზრდილი გომბიოებით არის მოფენილი დღეს ქართული მედია და ძალიან ნუ მეპრანჭებიან ამ დასავლური ღირებულებებით.
არ არსებობს არავითარი სხვა ღირებულება, გარდა ეროვნული ღირებულებებისა და ყველა ქვეყანას აქვს თავისი ღირებულებები. მაძღარი პითონი რომ არის ბოკერია და მისი ცოლი _ მანგუსტა, მაგათი "ტაბულა” თუ რაღაც ჯანდაბა ვის უნდა დღეს საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად დიდ პატივს ვცემ ივანიშვილის მოსაზრებებს, უნდა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, ესენი უსისხლოდ აქედან ფეხსაც არ გაადგამენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
_ გამოდის, რომ არჩევნებზე ლაპარაკი ილუზია ყოფილა.
_ რომელ არჩევნებზე მელაპარაკებით. გამოვიდა ამას წინათ ჯონ ბასი, რომელმაც ზეპირად იცის, რომელ ოთახში რამდენი სკამი მიდგას, რომელ საათზე ვსვამ ჩაის და ის არ იცის, იდიოტი რომ ზის აქა? თუ პოლიგონი უნდათ?! წავიდნენ, ბატონო და საჰარაში იომონ ნავთის გულისთვის.
ამ გიჟმა ერთი კვერცხი ხომ დადგა ბათუმში, მეორე კვერცხი ამერიკაში ჰყავს _ ლოყებზე წვერიანი კვერცხები აქვს მიწებებული და ელჩი ჰქვია სახელად. ეს მაცივრების ბარიგა ესაა. ანთროპოლოგიურად რომ შევხედოთ, ადამიანს მაინც ჰგავდეს, მერე იტყვიან, გარეგნობაზე რატომ ლაპარაკობო და დამიწყებენ ქსენოფობი ხარ და ისაო, კარგად გაჩხრიკეთ, ვინ არის და ვინ არ არის ქართველი. ნამდვილი ქართველი ბოლომდე არ გაწირავს ქვეყანას, თუმცა ბევრი ვნახეთ ასეთიც…
ამ გილაურის ცხვირი იყოს ახალ ზელანდიაში, ტანზე დიდი თავი რომ აქვს, რას შლის ხელებს და რა უნდათ, საერთოდ, ამათ საქართველოსგან?!
ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ თეა წულუკიანს, არაჩვეულებრივად წყნარი საუბარი აქვს, რასაც ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ, აზრიანი გოგოა, მაგრამ ერთ რამეში ვერ დავეთანხმები, მან თქვა: ქალბატონ ჩიორასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებო.
ჩიორაა, მწყერჩიტა თუ ბოლოქანქარა, ეგ არის "კმარელი”. ის რომ არის კიდევ, წარბებგადაბმული მატლი _ კანდელაკი, "წითელი ინტელიგენტიო” _ რომ იძახის, დიახ, წითელი ვარ და არა ვარ ცისფერი, მაგათ ჯინაზე.
ახლა ისეთი სიტუაციაა, სხვა ვერავინ გვიშველის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანი გადაარჩენს საქართველოს თუკი პატრიარქი და ივანიშვილი გვერდი-გვერდ დადგნენ. მე არაერთხელ მითქვამს _ ღმერთის შემდეგ პატრიარქია ჩემთვის უწმინდესი ადამიანი. ზოგიერთებივით ფარისეველი არა ვარ, რომ მიუჩოჩდებიან პატრიარქს, დაუჯდებიან გვერდით. სინამდვილეში, პირჯვრის გადაწერა არ იციან და სახარებაც კი არა აქვთ წაკითხული.
ეს რომელი ქრისტიან-დემოკრატია, სასიტყვნეთიდან რომ არის, "მარადიული ილიელი” _ კვაჭანტირაძე. ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ბევრს რომ ტლიკინებს, ამოიღოს ხმა, ვერ ხედავს, ალყაში რომ ჰყავთ პატრიარქი?
_ რატომ არ იღებს ხმას არაფერზე, თქვენი აზრით?
_ იმიტომ რომ, ყველა დროის გარეწარია თამაზ კვაჭანტირაძე. ძალიან კარგად ვიცნობ `რუსთაველის საზოგადოებიდან~ და ვიცი, ვინც ბრძანდება.
გრივერ ფარულავა აქ გვყავდეს და ვატო როდონაია და ამ იდიოტს ტლიკინში უნდა აძლევდნენ რუსთაველის პრემიას? ფილოლოგია რა იცის მაგან, სიცილით ვკვდები, კვაჭანტირაძის ტლიკინზე.
ამ ფარისევლების ხელმძღვანელთან, ჰალსტუხიან ხვლიკთან რა მაქვს გასაყოფი. ერთი რომ ყელში წავუჭირო, ტვინს გაასხამს ყურებიდან, მაგრამ მე ვერ ვიტან უზნეო და გარეწარ ადამიანებს. დაანებონ თავი პლატონის ციტატების მოტანას, თორემ ქართველები ეტყვიან, პლატონური სიყვარული რაც არის _ პლატონა გიყვარს და სხვა გაკვნესებს შიგადაშიგ. აი, ეგ არის მაგათი ფორმულა.
_ ბატონო რეზო, ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელ ინტერვიუს `მაესტროზე~ როგორ აფასებთ? ვიღAც-ვიღAცებს არ მოსწონთ თურმე…
_ ვინც მაგას ამბობს, გარეკილს მოუსმინონ თუ უკეთესად ლაპარაკობს. მაგისნაირები ინტურისტთან იდგა უამრავი, 8-8 ენა იცოდა თითოეულმა. ქალის ჰორმონებით არის გაძეძგილი ეგ უბედური, ეგა, წამლებით არის გასიებული და თვითონაც არ იცის, რას ბოდავს.
ინტერვიუში უდიდესი რამე თქვა ბიძინა ივანიშვილმა იმ დღეს _ ისე უნდა იცხოვრო, მეზობელი არ უნდა შეაწუხოო. ნახეთ, რა გააკეთა ჩემს აივანთან, საბავშვო ბაღიდან წამოღებული კოვზით რომ ჭამს საჭმელს, იმ თარგამაძემ, სახლი სახლზეა მიდგმული, ეს პედოფილი, იარაღით მოვაჭრე და ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენი ადამიანი. ესენი ხალხი არ არიან არც ერთი და ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობა, არ მოეწონებათ, რა თქმა უნდა.
_ ამას წინათ კიდევ გაიმეორა სააკაშვილმა _ რუსეთის ხელისუფლებას ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს გავუგზავნიო. თავს სწირავს ქვეყნისთვის და მეტი რა ქნას?
_ თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ ვერავის, რუსეთი და რუსები რომ ეზიზღებოდეს. თუ რაიმეს შნო აქვს ეომოს ლენინს, პუტინს, სვერდლოვს… ვის რაში სჭირდება მაგის ორგანოები, მიართვას პოდნოსით ქალებს თAვის ჰარამხანაში, იმ ჰარამხანის ქალებმა გაინაწილონ მაგის უვარგისი ორგანოები.
დამთავრებულია სააკაშვილის საქმე. დამთავრებულია, მაგრამ თავს ტყუილად ნუ იმშვიდებს ნურავინ. აქ სისხლი დაიღვრება უეჭველად. ეს ზუსტად ვიცი.
ახლა გამოეთრევა ვიღაცა მანგუსტას ჟურნალიდან და დამიწყებენ _ რეზო ამაშუკელი არის კონსერვატორი, ქსენოფობი, ორთოდოქსი. ვარ, ბატონებო, ვარ. არ მინდა, რომ ბიჭმა ბიჭი შეირთოს ცოლად. რას აქნევს უკანალს ყოველ ღამე ეს `თბილისი-ლაივი~ თუ რაღაც ოხრობა. ვინ არიან ესენი?! სააკაშვილის ბორდელებია ეს შოუები. ბორდელის შესარჩევი შოუები. ეს უბედური ესა _ კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ტახირ-ტახირაო,
ეს ალანას პრინცი ესა. აზრზე მოვიდნენ, ცოტა.
_ ამ უბედურებიდან გამოსავალს ხედავთ, ბატონო რეზო?
_ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ _
ივანიშვილის გამოჩენა არის ერთადერთი გადარჩენა ჩვენთვის.
მე ყოველთვის ვერიდები ვინმეს დითირამბებს და გადაჭარბებულ ხოტბა-დიდებას, ასე იყო ბადრისთანაც, არ ვეკარებოდი სიახლოვეს, რადგან ვიცი, ქართველების ამბავი, ფულიან კაცს დაეხვევიან და როგორც კი გაუჭირდება, მაშინვე ზურგს შეაქცევენ. ახლაც ივანიშვილის მისამართით ენაგადმოგდებული ლაპარაკობენ, მაგრამ არ ვენდობი არავის!
თუ ქართულ ოცნებაზეა ლაპარაკი, პოლიტიკური მორგიდან გამოთრეულმა პარტიებმა, რომლებიც ივანიშვილის გვერდით დადგებიან, "ქართულად იოცნებონ” და ნუ დაგვიწყებენ ინტელექტუალური ხელების პარჭყვას, ორი წიგნი ჩვენც გვაქვს წაკითხული. მაგრამ ამათ გოზინაყიც უნდათ, თვალების ნაბვაც, ამერიკაში ტყლარჭვაც? _ არ გამოვა ასე. ვიმეორებ, არ არსებობს ჩემთვის დასავლური ღირებულებები. ჩვენ რომ ღირებულებები გვქონდა, არ დაესიზმრებათ ზოგიერთებს დღესაც კი.
არ გვინდა, ბატონო, მაგათი არაფერი. კუნძულია საქართველო, გაიგოს ეს ყველამ. ჩვენი ზნეობით და სულიერი კოდექსით კუნძული ვართ ჩვენ.
_ ივანიშვილს საყვედურობენ: ვინც გაჭირვებული არ იყო, იმათ დახმარება რაღად უნდოდათო.
_ რას ერჩიან ამ ადამიანს, არ მესმის. ბოლოს და ბოლოს, როგორც ძველ ქალაქში ამბობდნენ, თავანი ხომ არ ჰქონდა მისატანი? ამ კაცმა დააფინანსა მწერლები, მეცნიერები და სხვები, ვისაც გაწვდა. ამ კაი დედმამიშვილებს ახლა გაახსენდათ ეგ ამბავი? როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი. ჯერ ერთი, კაპიკიც რომ არ მიეცა არავისთვის ივანიშვილს, ის არ იყო საკმარისი თითქმის ყველა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი რომ გადაარჩინა?
კი, ნანა ალექსანდრია პითონის დედაა, მაგრამ სპორტსმენი იყო, კიკაბიძე ხელოვანი კაცია, ვინმეს არ ეგონოს, რომ იჯდა ივანიშვილი და ლუპით აკვირდებოდა _ ამას მივცემ ფულს, ამას _ არაო. ფონდი იყო იქა, ეს ფულს რიცხავდა, ისინი არიგებდნენ. ჯერ ერთი, ვისი რა საკითხავია, ვის რას აძლევდა?
ვითომ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კვებავდაო. როცა მიხვდა ამათ არაკაცობას, მერე აღარ მიუცია _ და ერთიც არის, ამაში მე ვჯობივარ ივანიშვილს: ყველაზე ადრე მე და თამაზ წივწივაძე მივხვდით, ვინ იყვნენ ესენი. მარტონი ვიყავით მაშინ.
ბიძინა არ არის ისეთი კაცი, თავისი გაკეთებული საქმეებით იტრაბახოს. მე ვიცი, ერთი ადამიანი, რომელსაც ეხმარებოდა, თან ეუბნებოდა: არ თქვა, რომ მე გეხმარები, ერთჯერ უთხრა, მეორეჯერ, მესამეჯერ, მერე რომ აღარ გაჩერდა, ადგა და შეუწყვიტა დახმარება.
იცოდეს ყველამ, მე საერთოდ არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს. ხელი არასდროს ჩამომირთმევია მისთვის, ვინმეს არ ეგონოს, რომ მე მის კართან ვდგავარ ყოველდღე, მაგრამ ჩემთვის სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი აკეთებს საქმეს საქართველოსთვის, რამდენი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, თეატრები ყველა მისი ფულით გარემონტდა და დღესაც ივანიშვილის დახმარებით მუშაობენ. ამას რომ უთვლიან კაპიკებს, გარეკილი რომ დადის თელავის ბაზარში კალათით, სამწვადეს ევაჭრება და ამავე დროს ბოინგებს ყიდულობს, ვინ გდია?! ვის დაეკარგა, ეს გამოხოხებული სომეხი, მამამისი ამბობდა მაგაზე უარს და ახლა, სახელი და გვარი არ მინდა ვთქვა, ზოგიერთი გულში იხუტებს…
_ რა მოგველის, ბატონო რეზო?
_ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები _ როგორც რუსები ამბობენ, ეს ყველაფერი არის "ცვეტოჩკი”, ჟურნალი, კინო აწი იქნება. მაგის თავში რა შეიძლება მოიხარშოს, კაცმა არ იცის. ეს ყველა უბედურებას ჩაიდენს. გამოსავალი კი ჩემი თვალთახედვით ორადორია: პირველი და
ყველაზე კარგი ვარიანტი _ თუ ივანიშვილს მთელი საქართველოს ახალგაზრდობა აჰყვება, გაიღვიძებს ახალგაზრდებში ეროვნული, ქართული სული, მაშინ შეიძლება გადავრჩეთ.
დასავლური ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ საქართველო ის ხეა, რომელზეც უნდა დაამყნო და არა ძირში მოკვეთო და ახლის, უცხოს გაზრდას დაელოდო. როცა ლაპარაკობენ "ქართულ ოცნებაზე”, მე ასე მესმის "ქართული ოცნება”, როგორც ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ქვეყნის გადარჩენა. მეორე გზა _ უფრო მიუღებელია, მაგრამ შავი და თეთრი ბიჭი უნდა შეთანხმდნენ, მერე მათი მოთრეული სააკაშვილი უნდა წაიყვანონ და დაგვასვენონ.
ხმამაღლა ვაცხადებ, თუ ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებაში” გაერევა სხვა "ოცნებები”, რისი სიმპტომებიც ჩანს, რომ ეტმასნებიან ივანიშვილს, მე არავის თავს არ დავუხრი და ვიქნები პირველი, ვინც ამ "ქართულ ოცნებას” გააკრიტიკებს.
მოვუწოდებ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, გადავარჩინოთ "ქართული ოცნება”. დავუდგეთ გვერდით ივანიშვილის იდეას და ნუ ვიცხოვრებთ მხოლოდ დღევანდელი დღით. დავფიქრდეთ, საქართველო ნელ-ნელა ილევა, როგორც სანთელი, ჩვენი სამშობლო თანდათან ქრება…
გავერთიანდეთ ივანიშვილის გვერდით და იმ ოცნებას და იმედს, რაც ამ კაცმა მოიტანა, გავუფრთხილდეთ. ამ კაცმა საქართველოს დაუბრუნა რწმენა, ჩაგვისახა იმედი. მთელი საქართველო რომ ნევროზით იტანჯება, იმ საღამოს, ინტერვიუს შემდეგ, მთელი ქვეყანა იყო მშვიდი და იმედიანი, ამიტომაც შუაზე იხევიან ესენი.
ქართველებო, ერთად დავდგეთ, რადგან დღეს "არა პურითა, ქართველობით განვიცდი შიმშილს”…

ნანახია: 997 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2
0  
-ბლაnჟეიანი ჩახვაძე, თანახმა არის ჩახდაზე :)))))

0  
2 არალე{   (14.12.2011 17:34) [Материал]
სტილი უხეშია,ამაშუკელისათვის ჩვეული, მაგრამ სიმართლეა ყველაფერი!

ისე, ძალიან არ მიყვარს ეს პიროვნება!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025