ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:08
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » თებერვალი » 23 » გახდომა ან სიკვდილი - მოტივაცია, რომელიც მუშაობს?!
11:00
გახდომა ან სიკვდილი - მოტივაცია, რომელიც მუშაობს?!
გახდომა ან სიკვდილი - მოტივაცია, რომელიც მუშაობს?!
ბრიტანეთის ყველაზე მსუქანმა ქალბატონმა საკუთარი ქორწილისთვისაც კი ვერ დაიკლო წონაში. ცერემონია სახლთან ახლოს გაიმართა, რადგან დიდ ბრენდას ძალიან უჭირს სიარული.

ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: ქალი ან სასწრაფოდ იკლებს 254 კილოგრამს ან ზედმეტი წონა მას მოკლავს.

დღეში 6 000 კალორიაზე მეტი, გარდა ამისა, შოკოლადის 9 ფილა და სამი ლიტრი გაზიანი სასმელი - ეს დიდი ბრენდას ჩვეული რაციონია. ის იმდენად დამოკიდებულია საკვებზე, რომ მაცივართან ჩახუტებულს სძინავს.

”საკვები ჩემთვის ნარკოტიკია”, - ამბობს 43 წლის ქალი, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას საწოლში ატარებს და აღაც კი ახსოვს, როდის იყო ბოლოს საკუთარი სახლის სასტომრო ოთახში (იქამდე ხომ მისვლაა საჭირო).

მისი ყველაზე დიდი მარშრუტი - საწოლიდან საშხაპემდეა. თუ დიდხანს ზის, ზურგი სტკივდება, ჰაერი არ ყოფნის, თუ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, და ამასთან გამუდმებით ოფლიანობს, ისე, რომ იძულებულია დღეში ოთხჯერ გამოიცვალოს ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული.

ბრენდა ბავშვობაშიც პუტკუნა იყო და ოჯახში, სადაც დედა და მამა ნორმალური აღნაგობისანი იყვნენ, თავს თეთრ ყვავად გრძნობდა. დედა მას ექიმებთან დაატარებდა, თუმცა ბავშვი ვერ იკლებდა წონაში.

”ვჭამდი, როცა მოწყენილი ვიყავი ან თავს მარტო ვგრძნობდი. და რაც უფრო მეტს ვიწონიდი, მით მეტად განვიცდიდი და დარდის გასაქარვებლად კვლავ... ვჭამდი და ვჭმადი... როცა ბედნიერი ვიყავი, მაშინაც საჭმელს მივმართავდი. ასე რომ, დღითიდღე ვსუქდებოდი”, - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, 43 წლის ქალბატონს ქმარი ჰყავს - 65 წლის რონი. ბრენდა ოცნებობს, მეუღლეს შვილი აჩუქოს, მაგრამ ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს.

”ძალიან ძნელია და ალბათ წარმოუდგენელიც, თუმცა მე და რონის სექსუალური ცხოვრება გვაქვს, - აღიარა ბრენდამ, - იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვიშოვით იმხელა საწოლს, სადაც ორივე თავისუფლად დავეტევით” (ამჯერად ქალი წევს სპეციალური კონსტრუქციებით აღჭურვილ საწოლზე).

”მინდა, საკუთარ თავს დავეხმარო, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო!” - ამბობს ის. აქ უკვე მხოლოდ წონის დაკლებაზე აღარ არის ლაპარაკი. როგორც ექიმები იუწყებიან, თუ ბრენდა არ გახდება, მოკვდება. დრო გვიჩვენებს...

თუმცა, მანამდე, ბრენდას მეუღლე რონი ცალკე ცხოვრობს (მისი სახლი იმავე ქუჩაზეა). ვფიქრობთ, იმიტომ, რომ რონი ქვეცნობიერად საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება (აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ შემთხვევით ძილში ბრენდა ვერ მოზომავს და ხელს ან ფეხს დაადებს ქმარს). ბრენდას კი 4 ადამიანი უვლის, რადგან თავად საკუთარი თავის მომსახურება არ შეუძლია.
ნანახია: 1842 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2031 2 3 ... 13 14 »
0  
1 ლერა   (23.02.2012 11:04) [Материал]
ვაიმეეე, sad შემეცოდა, რა ცხოვრება აქვს..... sad

0  
2 ლერა   (23.02.2012 11:06) [Материал]
ლონდააა, რა გაცინებს, რო გაჭყლიტოს ეგ სასაცილო იქნება biggrin

0  
3 ლერა   (23.02.2012 11:09) [Материал]
არადა, რამდენია ასეთი მსუქანი ადამიანი, განსაკუთრებით ამერიკაში , სამას კილოიანებიც არიან, ვერ დგებიან ფეხზე და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ელოდებიან სიკვდილს... sad კოშმარია, მართლა ძალიან მეცოდებიან, მე 5 კილოს დაკლებაც მიჭირს და ამას......

0  
4 პაკო   (23.02.2012 11:09) [Материал]
ტერიკოოო :))) კნიაზას ვულოცავ დაბადების დღეს.
ეხუმრები? კაცი 23 თებერვალს არის დაბადებული.
წესით კნიაზა ეხლა რუსულ ჯარში უნდა მსახურობდეს სტარში პრაპორშიკად biggrin

0  
5 პაკო   (23.02.2012 11:15) [Материал]
გაიხარე ტერიკო * მაშ დღეს ჩათვრებით ხო? biggrin

0  
6 ლერა   (23.02.2012 11:22) [Материал]
ლონდა ***
ტერი, ადეკოლონი და რააა...... biggrin biggrin

0  
7 ლერა   (23.02.2012 11:28) [Материал]
თქვე ცელქებო biggrin biggrin

0  
8 პაკო   (23.02.2012 11:29) [Материал]
პრივეტ ლონდა* ლერა*

ტერი ოდეკოლონი უნდა გეჩუქებინა კრასნაია მოსკვა biggrin

ეხლა ერთმა რუსმა ნაცნობმა მომწერა სმს მობილურში. პოკა უ რუსსკოგო სალდატა ესტ სპიჩკა! პოროხ ი სამაგონ! ნატო ხრენ ბუდეტ სასატ! პოზდრავლიაიუ სდნიომ ზაშიტნიკა! ურა! ურა! ურა!

ვაი შენ პატრონს მეთქი :)) მივწერე - ურაააააააააააააააა !!!!!
ტოლკო ბოლშე ნე პეი ვალოდია biggrin

0  
9 არალე   (23.02.2012 11:29) [Материал]
აქ ყოფილხართ smile
მე კიდევ გავხსენი ბიბლიოთეკის ჭიშკარი და ისე ჩამითრია, ვეღარ გამოვეტიე თქვენთან.

აქაც გილოცავ ტერიკო, სიხარულო. დიდხანს და ჯანმრთელად გიმყოფის ღმერთმა შენი მეუღლე, შეაბერდით ერთმანეთს ტკბილად.

ჩვენ კიდევ დღეს ვერცხლის ქორწილი გვაქვს biggrin

0  
10 ლერა   (23.02.2012 11:33) [Материал]
ვააააა არალე, რა მაგარი დღე გქონიათ თქვენც, ღმერთმა ბედნიერად შეგაბეროთ ერთმანეთს, ისე გამეხარდააა, მაგარია..
როგორც ვატყობ, დღესაც არ ამცდება დალევა რაააა biggrin biggrin

0  
11 არალე   (23.02.2012 11:34) [Материал]
რა ცოდოა ეს ქალი, აქამდე როგორ მიიყვანა თავი, ან რა აზრი აქვს ამის სიცოცხლეს, მარტო ჭამა ახარებს sad
საშინელი ავადმყოფობაა

0  
12 არალე   (23.02.2012 11:35) [Материал]
გმადლობთ ჩემო ძვირფასებო, გაიხარეთ, ერთი 4 ჭიქა დავლიე და ვარ გაბურსალებული biggrin

0  
13 ლერა   (23.02.2012 11:36) [Материал]
არალე, ჭამა იცი მეც როგორ მახარებს biggrin biggrin biggrin

0  
14 პაკო   (23.02.2012 11:39) [Материал]
მაშასადამე არალეს ჰარიჰარალე აქვს დღეს biggrin გილოცავთ არალეეე !!!

0  
15 კობა   (23.02.2012 11:40) [Материал]
არალე! შენც გილოცავ დღევანდელ დღეს! სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებ შენს ახლობლებთან ერთად!

1-15 16-30 31-45 ... 181-195 196-203
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025