ოთხშაბათი, 18.06.2025, 14:16
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მარტი » 11 » „ექვსმა „ლეიბორისტმა“,მათ შორის მკვლელმა და ნარკომოვაჭრემ, ივანიშვილის ფულზე გამყიდეს“
11:44
„ექვსმა „ლეიბორისტმა“,მათ შორის მკვლელმა და ნარკომოვაჭრემ, ივანიშვილის ფულზე გამყიდეს“

ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გაზეთ პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ყოფილ თანაპარტიელებს დანაშაულში ამხელს. ნათელაშვილის განცხადებით, იმ ექვსი ადამიანიდან, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტია დატოვეს, ერთი-ნარკომოვაჭრე,  ერთი კი მკვლელია. იურისტი შალვა ნათელაშვილი ამჟამად ყოფილი თანაგუნდელების საქმის შესწავლითაა დაკავებული და სულ მალე კონკრეტული გვარების დასახელებას აპირებს. მანამდე კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ნათელაშვილი ივანიშვილის ფულზე გაყიდეს.

 „იმას, რაც მოხდა "ლეიბორისტულ პარტიაში", პოლიტიკურ რყევას არ დავარქმევდი, ეს იყო წმენდის ბუნებრივი პროცესი. ამ შემთხვევაში სიტუაცია თავისთავად მომწიფდა და ვისაც წასასვლელი ჰქონდა, სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი. ეს იყო ივანიშვილის მილიონების შედეგი",- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი.


 მისივე თქმით,  შალვა ნათელაშვილის ღალატი იარებად ჯდება შალვას გულში.


 "ღალატი ძალიან მძიმედ გადამაქვს, მით უმეტეს, იმისგან, ვისგანაც არ ვიმსახურებ. იმისგან, ვინც მეგონა, რომ ადამიანად ვაქციე. როგორც ახლა ვარკვევ, ზოგს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, ზოგი ნარკობარიგა იყო. ვსაუბრობ იმათზე, ვინც წაბრძანდნენ და გრძელ ენებს ატლიკინებენ. არ მინდა ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი. მერე ყველაფერს ვიტყვი, როცა საჭირო იქნება",- აცხადებს ნათელაშვილი და კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.


 timer.ge-ს ინფორმაციით,  "ლებორისტული პარტია" ცოტა ხნის წინ 6 ადამიანმა დატოვა. ესენი არიან: პარტიის გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილი; იდეოლოგიური მდივანი, კახაბერ ძაგანია; აღმასრულებელი მდივანი, პაატა ჯიბლაძე; საორგანიზაციო მდივანი, კონსტანტინე გუგუშვილი; რეგიონალური მდივანი, გიორგი მთვარელიძე და აპარატის უფროსი, დავით ვერძეული.

ნანახია: 1121 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 631 2 3 4 5 »
0  
1 ლონდა   (11.03.2013 11:44) [Материал]
რა მაგრად აფრენს

0  
2 ლონდა   (11.03.2013 11:45) [Материал]
სალამი დიდგორს

0  
3 კორშა   (11.03.2013 13:26) [Материал]
უბერავს შალო. კლიმაქსი აქვს გაქანებული.

სალამი დიდგორს! სტუმრებს და მასპინძლებს.

0  
4 კორშა   (11.03.2013 14:11) [Материал]
თინას და ჩიორას სერკინებას ვინ უყურეთ? დადეთ რა მერე ჩანაწერი.მე ვერ მოვასწარი და აც ეხლა მცალია.ხვალ ვუყურებ თუ დადებთ.

0  
5 დიანა   (11.03.2013 17:14) [Материал]
გამარჯობა მეგობრებო! რა ქნას შალიკომ,დარჩა იაქესავით და ახალი ენერგიის მოზღვავება იგრძნო. biggrin

0  
6 დიანა   (11.03.2013 17:19) [Материал]
მე ვუყურე კორშა,მაგრამ არ ვიცი ვიდეოს დადება sad
აუ თინამ სულ მუჯლუგუნები უბრაგუნა იმ ''დაზარალებულ''ცხვირზე ჩიტიჩიორას და ბოლოს განწირული აკივლდა, 3 მილიონი გაქვს აღებულიო,რომ უთხრა.საბუთიც ააფარა ცხვირზე,მაგრამ მაინც მაინც კიოდა,ტყუილიაო biggrin

0  
7 თაკო   (11.03.2013 17:33) [Материал]
საცოდავი შალიკო. ეხლა უკვე ნამდვილად გაუფრენია. თუ ეს მკვლელებს და ბარიგებს ამდენ ხანს ხელს აფარებდა, რატომ გონია რომ არავინ მოკითხავს ?

0  
8 კობა   (11.03.2013 17:55) [Материал]

0  
9 ბასო   (11.03.2013 18:49) [Материал]
პრივეტები დიკო, სად არის ლონდა, ბიბი, მიხო sad sad sad sad

0  
10 ბასო   (11.03.2013 19:36) [Материал]
გავხსნი თუ არა საიტს, მარჯვენა კუთხეში მე რო ქალები მევასება იმათი ფოტოებია, სანდრას პონტში, დაჟე უფრო მაგრები, ვირუსი აქვს ჩემ კომპს და იმიტომ?

0  
11 დიანა   (11.03.2013 19:58) [Материал]
გამარჯობა ბასუნა.რა ვიცი აბა,სად არიან დიდგორელები sad თითოთითოთ შემოვალთ,ევროპასავით ავღშფოთდებით და ეგაა სულ cry

0  
12 ლონდა   (11.03.2013 21:29) [Материал]
ბასო, სტუმრით როცა შემოვდივართ მაშინ იჩითება ეს ქალები...

როგორა ხართ ჩემო კარგებო?? სადაა ფეფე , არალე და ამსოო. უკვე მერამდენედ ვიკითხე

0  
13 მიხო   (11.03.2013 22:15) [Материал]
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!

0  
14 მიხო   (11.03.2013 22:17) [Материал]
თარსი ნომერი ქონდა პოსტს და... biggrin გამარჯობათ დაკარგულო თანამოსაიტეებო smile (გინებასავით ჟღერს) biggrin

0  
wacko მიხოოო

1-15 16-30 31-45 46-60 61-63
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025