ხუთშაბათი, 19.06.2025, 05:35
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » დიმიტრი მედვედევი - რუსეთი არ აპირებს ვმო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური რეალიები შეცვალოს
17:55
დიმიტრი მედვედევი - რუსეთი არ აპირებს ვმო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური რეალიები შეცვალოს
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი არ აპირებს ვმო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური რეალიები შეცვალოს, რომელიც ქართული აგრესიის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" წერს .
მედვედევმა ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე პრეტენზიებს მოხსნის, შესაძლოა ჯერ ეკონომიკური, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდეს.
"თუ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ ცდილობენ პოლიტიკური რეალობის შეცვლას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ. აქ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაც კი ვერ გახდება ის საფასური, რომელიც შეიძლება გადაიხადონ", – განაცხადა მედვედევმა ტელეკომპანიების – "პიკ"-ის, "რაშა თუდეის" და რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს სიბრძნეს და რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის, "ეს შეიძლება გახდეს შეხების წერტილი, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თავიდან დაწყება, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობებისაც კი".

http://geo.interpressnews.ge/ge/politika/176392-dimitri-medvedevi-rusethi-ar-apirebs-vmo-shi-gatsevrianebisthvis-politikuri-realiebi-shecvalos.html
ნანახია: 872 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 2
+1  
1 კობა   (04.08.2011 19:04) [Материал]
საქართველომ უნდა დაიჭიროს მკაცრი პოლიტიკური პოზიცია, როგორც თურქეთი ვერ გახდება ევროსაბჭოს წევრი,სანამ კვიპროსის პრობლემას არ გადაწყვეტს მშვიდობიანად და არ გამოიყვანს საოკუპაციო ჯარს კვიპროსის ტერიტორიიდან ევროპას თვალით ვერ ნახავს. ასევე საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა ,რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა! რუსი ისე არაფერს მოგცემს ესენი ფაქტის წინაშე უნდა დაყენო რომ გასაქანი არ ჰქონდეთ, ჯარიც გამოიყვანონ და აღადგინონ პოლიტიკრ–დიპლომატიური ურთიერთობა როგორც კარგი მეზობელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეტო მისი ჯანი!

0  
2 desuza   (06.08.2011 10:58) [Материал]
geTanxmebi koba.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025