ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:37
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » დევნილები “წყალში დგანან” და თავზე ათოვთ
09:57
დევნილები “წყალში დგანან” და თავზე ათოვთ


09:45 28.11.2011
[გიორგი ბექაური]

შემოდგომის უამინდობამ და ნაადრევმა ზამთარმა დევნილებს ყოფითი პრობლემები გაუათმაგა. უფრო სწორად, მათ პრობლემები მთავრობამ და მათმა დაქირავებულმა მშენებლებმა შეუქმნეს, რომელთაც ელემენტარულ დონეზეც ვერ უზრუნველყვეს შენობების მოწესრიგება. 

თელავში, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან დევნილებს დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წყალი ჩასდით. 2008 წელს რეაბილიტირებულ შენობაში დაზიანებულია კარ-ფანჯარაც, რის გამოც ოთახები ვერ თბება.

„ამ შენობაში 2008 წლის დეკემბერში შემოვედით და მას შემდეგ ვითხოვთ ფანჯრების და სახურავის პრობლემის მოგვარებას. შენობის ნახევარში სახურავიდან წყალი ჩამოდის და ოთახები ინესტება. რაც შეეხება კარ-ფანჯარას, ძალიან ძველია და თითქმის მთლიანად დამპალი, დიდი ნაპრალები აქვს გაჩენილი. 

კარ-ფანჯრებზე ცელოფნები ავაკარით, მაგრამ ოთახებს მაინც ვერ ვათბობთ, თანაც გაზის ვაუჩერიც აღარ გვეკუთვნის და მოხმარებული გაზის გადასახადს მთლიანად ჩვენ ვიხდით. ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა და ბევრი ოჯახი სიცივეშია. 

ამ ზაფხულს კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს, მუნიციპალიტეტის გამგეობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩვენი პრობლემის შესახებ წერილი გავუგზავნეთ და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არსაიდან მიგვიღია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამაჩაბლოდან დევნილმა ვერა მეტრეველმა.

კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ის საქმის კურსში არ არის. „დევნილების დასახმარებლად შეიძლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აქვს რაიმე დაგეგმილი. ადგილობრივ გამგეობას დაუკავშირთით, იქნებ ისინი გეგმავენ რამეს", - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

„კარ-ფანჯარა რომ ცუდ მდგომარეობაშია მაგაზე კი მსმენია, მაგრამ თუ სახურავი დაზიანებულია, პირველად მესმის. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ადგილზე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს გავაგზავნი და რასაც შევძლებთ, დავეხმარებით. შენობის რეაბილიტაცია ჩვენ არ მოგვიხდენია", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ზუროშვილმა.


კახეთში მყოფი დევნილები ამ მხრივ გამონაკლისები არ არიან. მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველგან, სადაც აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან ჩასახლებული იძულებით გადაადგილებულები არიან დაბინავებულნი. ნაჩქარევად და უხარისხოდ აგებულმა შენობებმა ყველგან გამოააშკარავა სამშენებლო დეფექტები - წეროვანში, ფოცხოეწერში, გორში, წყალტუბოში...

წყალტუბოში დევნილებისათვის განკუთვნილი სრულიად ახალთ-ახალი, ჯერაც შეუსახლებელი შენობები უკვე ინგრევა. როგორც თავად დევნილები აცხადებენ, ახალ კორპუსებში გაუსაძლისი მდგომარეობაა შექმნილი. იმ კორპუსებში სადაც დევნილები უნდა ჩაასახლონ, სარდაფები წყლითაა სავსე და დატბორილია. მართალია, წყალი რამდენჯერმე ამოტუმბეს, მაგრამ ისევ ჩადგა.

დევნილების მტკიცებით, ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, კომუნისტების მიერ ჭაობიანი ნიადაგის გამო დაწუნებული იყო, ამჟამად კი ყველა კორპუსის სარდაფში წყალი დგას. ის ადგილი, სადაც რამდენიმე კორპუსის აშენება მოხდა, დაჭაობებულია და მისი ქანები გეოლოგიურად არამდგრადია.

თუკი წყლიანი სარდაფებისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ მოგვარდება, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში შესვლას არ აპირებენ.

ნანახია: 1366 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 1511 2 3 ... 10 11 »
0  
1 პაკო   (28.11.2011 10:16) [Материал]
es idioti kvercxebis shlopancebis da velosipedebis dadgmit aris dakavebuli jer ar scalia ltolvilebistvis.

neta rodis morcheba es adamiani am takimasxaraobebs!

idioto
misha ! ! !

0  
2 კორშა   (28.11.2011 10:34) [Материал]
ხო აზრზე ხართ რა ფული მოტეხეს ამ ახვრებმა მშენებლობებში.დამპლები.

0  
3 კორშა   (28.11.2011 10:37) [Материал]
სალამი დიდგორელებს

0  
4 ფეფე   (28.11.2011 13:34) [Материал]
გამარჯობათ, ხომ არ იცით, როგორ ფასდება პატრიარქის მიერ დაარსებული უნივერსიტეტი?

ან იქნებ ის მითხრათ, სად შეიძლება მასზე ინფორმაციის ნახვა?

0  
5 Aleki   (28.11.2011 13:38) [Материал]
gamarjobat,londa xo xar magrad,

0  
6 ქაჯანა   (28.11.2011 14:27) [Материал]
კობა სუბელიანს და მისთანებს ვნახავ ატოლვილებულებს მალე უნამუსობი , დიდი ხანია დერმატინის პლაშ გაიხადა ?? angry

0  
7 ქაჯანა   (28.11.2011 14:38) [Материал]
გოგოებო როგორ ხართ??? ლონდა როგორ ვიქნები როგორ??

გამოშტერებული ვარ ცოტა უძილობით

0  
8 Aleki   (28.11.2011 14:49) [Материал]
ki gavakete...

0  
9 Aleki   (28.11.2011 14:51) [Материал]
rogor mdzuls es masxara prezidenti...sad scalia ltolvilebistvis,cindli ver mouxocia...

0  
10 Aleki   (28.11.2011 15:08) [Материал]
diqtatori..iseti shors unda gaagdon,saqartvelos micaze pexi ar unda daadgmevinon...mere mixvdeba ras nishnavs ojaxidan shors da samshoblodan shors...

0  
11 პაკო   (28.11.2011 15:10) [Материал]
dges ragac mowyenilobaa didgorze

0  
12 ფეფე   (28.11.2011 15:14) [Материал]
ახალი აშენებული ბარაკებიც თავზე ენგრევათ....

წყევლა და გინება რომ არ შეგძლოს, ეს მთავრობა გაიძულებს ისწავლო.

რა უნდა ვუყოთ ამ ნაძირალებს, ხელისუფლებაში რომ მომჯდარან?

0  
13 avto77   (28.11.2011 15:21) [Материал]
ia ibu i plachu

0  
14 avto77   (28.11.2011 15:23) [Материал]
ra azri aqvs am yvelafers, xval cavlen es devnilebi da isev mishas micemen xmas

0  
15 ფეფე   (28.11.2011 15:30) [Материал]
სააკაშვილი იყო, რომ შევარდნაის დროს კორუფციაზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მოვიდა სათავეში და პირველ რიგში ეგენი უარყო.

ეს რა გველი დაბადა შევარდნაძემ.
მართლა როგორ სანატრელი გახუხადა ხალხს ის საშნელი 90იანი წლები.

1-15 16-30 31-45 ... 136-150 151-151
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025