ოთხშაბათი, 18.06.2025, 14:31
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს
10:03
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურავმდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.
როგორც პრემიერი განცხადებაში აცხადებს, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად ძალისხმევას აგრძელებს.
"ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირსა და ნატო-სთან ნაკისრი ვალდებულები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ამასთან, პრემიერი საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც აფასებს და მათ უპასიხისმგებლოს უწოდებს.
"საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრტესტიჟს და უქმნის პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწოფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.
"ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა, განვაცახადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", -აღნიშნულია განცხადებაში.
ნანახია: 1060 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 691 2 3 4 5 »
0  
1 ბიბი   (04.03.2013 10:24) [Материал]
sad სამწუხაროდ, გვინდა არ გვინდა, მიშა, ჯერ კიდევ, საქართველოს პრეზიდენტად ითვლება და თუ დროზე არ ამოედო ლაგამი მის უაზრო ვოიაჟს, უფრო მეტად გაუტეხს სახელს საქართველოს... sad

0  
2 კორშა   (04.03.2013 10:25) [Материал]
ბოლობოლო რით დამთავრდა ამათი შეხვედრა. ბიძო სიტყვაზე ენდო ქოსატყუილას,რომ არ დაითხოვს პარლამენტს და მთავრობას?
ვერაფერი გავიგე.
მიშას უთხოვია რომ ნუ დასდევ ნაციონალებს დასაჭერადო და მედია და სასამართლო გაანთავისუფლე ზეწოლისგანო.
სულ ეს იყო?

ა,მიხოს ის დაავიწყდა ეთქვა ბიძოსთვის ევროპულ გზას არ გადაუხვიოო.ეგ აღარ გაახსენდა ალბათ.

0  
3 კორშა   (04.03.2013 10:27) [Материал]
როგორ მაინტერესებს დეტალები.

ბიბი სალამი და გამარჯობა!

0  
4 ბიბი   (04.03.2013 10:29) [Материал]
მიშა უნდა გადადგეს, ან მშვიდად, ე.წ შინა პატიმრობაში, დაელოდოდს შემდეგ არჩევნებს!!! >( >( >(

0  
5 ბიბი   (04.03.2013 10:30) [Материал]
გამარჯობა, კორშა! როგორ ხარ? smile

0  
6 ბიბი   (04.03.2013 10:32) [Материал]
რა ვიცი, ნაწილს ალბათ გვეტყვიან, რა თქვეს, ნაწილს---არა, smile ალბათ მიშამ თავისი გარანტიები მოსთხოვა, როცა უთხრა ნუ დასდევ ნაცებსო, იცი,ს რომ ყველა გზა მისკენ მიდის! >(

0  
7 ბიბი   (04.03.2013 10:33) [Материал]
ჯერ ბოლომდე ვარ გავეცანი პრესას, ფილმების ყურება დავამთავრე biggrin ვეძებ ახალს, რომ დავიწყო, რა კარგია იცი, კორშა? biggrin biggrin biggrin დავისვენე აქტიური პოლიტიკისგან biggrin biggrin biggrin

0  
8 ბიბი   (04.03.2013 10:35) [Материал]
ეკა ბესელია: ქვეყანაში ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ და "ნაციონალების" მხრიდან საფრთხეებს არ ველოდებით

04/03/13 18:21
თუ მიხეილ სააკაშვილი შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს და თავს დაანებებს რაღაც სანახაობრივი სიუჟეტების შექმნას, ეს კარგი იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა დაბეჯითებით თქვა, რომ პროცესების ქუჩაში გადანაცვლებასა და არეულობებს არ დაუშვებს.
"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი შენარჩუნდეს და ყველა ის ვალდებულება, რომელიც გავეცით, შესრულდეს. თუ სააკაშვილი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს და თავს დაანებებს რაღაც სანახაობრივი სიუჟეტების შექმნას, ეს კარგი იქნება. ასევე კარგი იქნება, თუ სააკაშვილი პროცესებს სახელმწიფოებრივად შეხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ და "ნაციონალების" მხრიდან საფრთხეებს არ ველოდებით", - განაცხადა ბესელიამ.

0  
9 ბიბი   (04.03.2013 10:37) [Материал]
ძალიან მინდა, მალე მოვიდეს აპრილი, რომ ვნახო, ნაცებს რამდენი მომხრე ეყოლება! biggrin რატომღაც მგონია, მიტინგი არ შედგება, ნაცები რაღაც ხრიკებს მოიგონებენ, რომ თავი გაიმართლონ და მთავრობას დააბრალონ მიტინგის ''ჩაშლა'', როცა მიხვდებიან, რომ მართლა ძალიან უმცირესობაში არიან! biggrin

0  
10 ბიბი   (04.03.2013 10:40) [Материал]
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პრეზიდენტისგან რაიმე საფრთხე არ ელოდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მე ვარ მათ მხარეს, მიუხევადად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ – არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღეს ჩემი ამოცანა იყო, პრემიერთან ერთად ჩაგვევლო პოზიციები. მემგონი ეს შევძალით. ყველაფერზე დღეს ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ. ქვეყანას სჭირდება განვითარება და გრძელვადიანი პერსპექტივები და არცერთს არ გვინდა გართულება", – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუსაობა გაგრძელდება. ამასთან მან პოლიტიკური დევნის შეწყვეტის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

0  
11 ბიბი   (04.03.2013 10:40) [Материал]
„ქვეყანაში უნდა იყოს ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ამასთან დაკავშირებით ჩემი შემდეგი საკითხია, რა თქმა უნდა არავის არ აქვს იმუნიტეტი, არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის წევრებს, მაგრამ მასობრივი დევნა ჩვენი თანამოქლაქეების და პოლიტიკური შევიწროება, ცუდია ამ მთავრობისთვის და ქვეყნისთვის. მთავრობა უნდა იყოს ექფექტური და მას უნდა ჰყავდეს ძლიერი, ეფექტური ოპოზიცია, რომელმაც თუ შესაძლებლობა იქნება მთავრობა უნდა დააზღვიოს იმ შეცდომებისგან, რომელიც შეიძლება წინა მთავრობამ დაუშვა. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მემგონი გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე შეჯერებული ვიყავით. იმედია ამ დაბრკოლებებს გადავლახავთ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

0  
12 ბიბი   (04.03.2013 10:43) [Материал]
მთავრობა უნდა იყოს ექფექტური და მას უნდა ჰყავდეს ძლიერი, ეფექტური ოპოზიცია, რომელმაც თუ შესაძლებლობა იქნება მთავრობა უნდა დააზღვიოს იმ შეცდომებისგან, რომელიც შეიძლება წინა მთავრობამ დაუშვა

'' ძლიერი, ეფექტური ოპოზიცია' და არა თქვენნაირი, ყოვლად უსინდისო! >( >( >( >( >(

0  
13 ლონდა   (04.03.2013 10:56) [Материал]
აი ბიბი, მაგიტომ უყურებს ხალხი სერიალებს რომ ცოტა განტვირთვა მიიღონ.. ხო გამოსცადე საკუთარ თავზე biggrin
ეხლა ჩემი რჩევაა დაიწყო შუა ქალაქში ყურება.. ოღონდ სულ თავიდან, 1 სეზონიდან.. მაგრად იხალისებ... ხო კიდევ,, უყურე ჩემი ცოლის დაქალების ქორწილს, თუ არ გინახია.. მე დავდე ეს ფილმი და ნახე .. ან აქ ან ფეისზე

0  
14 ბიბი   (04.03.2013 11:35) [Материал]
შევარდნაძე: არ გამოვრიცხავ ტრაგედია მოხდეს
ავტორი ADMINთარიღი MAR - 4 - 20130 კომენტარიგაზიარება

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შეფასებით, ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, ვეღარ აზროვნებს და “ბლეფებით” იკვებება.
როგორც “ასავალ-დასავალთან” საუბრისას შევარდნაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ბოდავს. მისი თქმით, ის რაც სააკაშვილმა ქვეყანას გაუკეთა, იმას მტერიც კი არ გააკეთებს.
“სააკაშვილმა კარგად იცის რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი მეწარმეებისთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას და ისიც იცის, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. რასაც თვითონ დიდი მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად ვერ მიაღწია, ახალმა მთავრობამ უმოკლეს დროში მოახერხა”,- აცხადებს შევარდნაძე.
მისი ვარაუდით, პროკურატურა სააკაშვილს დაკითვაზე აუცილებლად დაიბარებს, რადგან რეჟიმი ისე ვერ გასამართლდება.
“8 თებერვალი იყო რეპეტიცია. კიდევ ერთელ ვურჩევ ხალხს არ აჰყვნენ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციას, რადგან არ გამოვრიცხავ მოხდეს ტრაგედია. ხალხმა კი, ეს არ უნდა დაუშვას. ხალხია ის ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს საქართველოს გადარჩენა შეუძლია. 2003 წელს, ხალხის პროტესტმა მაიძულა გადავმდგარიყავი. ხალხი აიძულებს სააკაშვილსაც, რომ გადადგეს”,- აცხადებს შევარდნაძე.

0  
15 ბიბი   (04.03.2013 11:37) [Материал]
ეს ასავალ-დასავალი, შევარდნაძის პირადი გაზეთია, თუ რა არის? სადღა აქვს ამ კაცს, აზროვნების უნარი? გადავირიე! >( >( >( არ ეჩვენებინათ მაინც, მისი სახე ტვ-ში surprised

1-15 16-30 31-45 46-60 61-69
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025