ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:38
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » ათეისტი ოლიგარქის რელიგიური “კომპრომისი”: რაში დასჭირდა ივანიშვილს საპატრიარქო?
11:06
ათეისტი ოლიგარქის რელიგიური “კომპრომისი”: რაში დასჭირდა ივანიშვილს საპატრიარქო?
ათეისტი ოლიგარქის რელიგიური "კომპრომისი”: რაში დასჭირდა ივანიშვილს საპატრიარქო?

18:54 24.12.2011
[ირმა გორდელაძე]

ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში დაიბარეს. მართალია, ამ ინფორმაციას თავად "შუშის სასახლეში" გამოკეტილი "წმინდა ბიძინა მდიდარის" პრეს-სამდივნო, საპატრიარქოდან წამოსულ ინიციატივად აფასებს, მაგრამ სინამდვილეში, ივანიშვილს  საპატრიარქოში "რეჩი" იმის გამო "წაუკითხეს", რომ "ქართული ოცნების" კომპარტიულ ყრილობაზე, ბიძინამ ერთი მღვდელიც კი არ გააჭაჭანა. 

სხვათა შორის, ეს თავად ოლიგარქის პრეს-სამდივნომაც გარკვეულწილად  ვერ დამალა, როცა განაცხადა, რომ პატრიარქმა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის ამბები მოიკითხა და სინანულით აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი ფილარმონიაში ვერ მოხვდაო. რამდენადაც  პატრიარქი ყოველთვის მინიშნებებით საუბრობს, ესეც აშკარად მინიშნება იყო, რომ საპატრიარქო უკმაყოფილოა. 

თუმცა, ყველაფერი ამით არ ამოიწურება. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, სასულიერო პირების ერთი ნაწილი ივანიშვილს რეზიდენციაშიც სტუმრობდა და გარკვეული იდეა თავად ივანიშვილის გარემოცვაშიც მუშავდება, რომ ჰარი პოტერის სასახლეში ზუსტად ისეთივე ჯგუფი  შეიქმნას სასულიერო განხრით, როგორიც ახლახანს იურიდიული "სტაფი" შეიქმნა ქუცნაშვილის ხელმძღვანელობით. ჯგუფი მეუფეებითა და სასულიერო სფეროს წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული და ივანიშვილს ეკლესიასთან მიმართებაში მისცემს რჩევებს. 

თვითონ ოლიგარქს ეკლესიის გაგონებაც არ სურს. ცნობილია, რომ ის მორწმუნე არ არის, ათეისტ-აგნოსტიკოსია და სამების ეკლესიის მშენებლობისათვის დახმარების გაწევასაც, საკუთარ თავს "დიდ რამედ” არ უთვლის. მაგრამ კარის მრჩევლები მესიას ურჩევენ: საპატრიარქოს რეიტინგების გათვალისწინებით, მეუფეებთან ერთად ხშირად დაფიქსირება აუცილებელია, ათეისტის შთაბეჭდილება რომ არ დატოვოო.

საპატრიარქოს რადიკალური ფრთის ერთ-ერთ წარმომადგენელმა, მამა ელიზბარმა, ივანიშვილს მრჩევლად მეუფე იობი შესთავაზა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრებით. მიტროპოლიტი იობი რუის-ურბნისის ეპარქიის ცნობილი პოლიტიზირებული მეუფეა, რომელიც პირდაპირი რეისით დაფრინავდა ოქრუაშვილთან პარიზში. მეუფე ექსმინისტრის მეორე შვილის ნათლიაა.

როგორც ირკვევა, ახლა ივანიშვილმა, შესაძლოა, ერთ-ერთ მრჩევლად სასულიერო სფეროში, ოქრუაშვილის შვილის ნათლიაც კი დანიშნოს. თუმცა,  თავად ივანიშვილს ამის დიდი სურვილი არ ჰქონია და სასულიერო პირების მის სიახლოვეს გაგონებაც არ სურსო, მაგრამ საზოგადოების თვალში ოკულტისტის იმიჯით რომ ვერაფერს მიაღწევს, ამას გარემოცვა უმტკიცებს და სწორედ ამიტომაც მოუხშირა ოლიგარქმა იმ საპატრიარქოში სირბილს, სადაც გაპოლიტიკოსებამდე, ქუდი რომ შეგეგდოთ, არ შევიდოდა...    

ნანახია: 1075 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 6
0  
1 არალე{   (25.12.2011 11:31) [Материал]
ლონდა, არ ვიცი რას იტყვიან ჩვენი მეგობრები , მაგრამ მე მომხრე ვარ შიგადაშგ ასეთ სტატიების დადებისა.
ვფიქრობ, ეს სტატიები გარკვულ მუხტს შემოიტანენ საიტზე და ჩვენს მეგობრულ- ახლობლურ საუბრებს, რაც თავისთავად ძალიან კარგია, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებენ.

ეს ჩემი სუბიექტური აზრია მეგობრებო!

0  
2 არალე{   (25.12.2011 11:39) [Материал]
ამ საბრალო ჟურნალისტმა ალბათ არ იცის, რომ ნათლია ნათლულის სულიერი მამაა და ნათლულის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ყველა ნათლიის მოვალეობაა, მითუმეტეს ნათლია თუ სასულიერო პირია, მას ორმაგად მოეკითხება სულიერი შვილის ცოდვების გამო.
ამათ ის აწუხებთ,რომ მამა იობი ხელისუფლებას არ უგალობს დითირამბებს და ცნობილია თავისი შეუვალი და მიუკერძოებელი ხასიათით, გამოიყვანეს ახალი ბუა..

ჩხრეკენ ახალ კომპრომატებს ივანიშვილის წინააღმდეგ ეს ცხრაკალოშა რეგვენები!
ნახატის ავტორმა თუ იცის ნეტავ ინის და იანის, ან სვასტიკის მნიშვნელობა!

smile

0  
3 ბასო   (25.12.2011 11:50) [Материал]
მასწავლე არასდროს თქვა,რომ საქართველო 7-ში ზეიმობს შობას, ეს პირდაპირ სულიწმინდის გმობაა! ეს სირობა დაპოსტა გაბიმ, აზრზე ხართ ხალხო რა დონის დაყლევებულია გაბი და დანარჩენი გამოყლევებულები კიდევ. მართლმადიდებელმა ეს როგორ უნდა დაპოსტოს გამაგებინეთ, ამ ჩლუნგებმა ისიც არ იციან თუ რა მიზეზთ აღნიშნავს საქართველო შობას 7 იანვარს. ფუუუ გაბი შაგთხარე და ფული არ მოგეცი : angry angry angry

0  
4 ბასო   (25.12.2011 11:53) [Материал]
ვისაც შეგიძლიათ იმ სიქიმ საიტზე შესვლა, იქნებ დაუპოსტოთ გაბი გამოყლევებულს მაგ სიდებილის პასუხი angry angry angry

0  
5 კორშა   (25.12.2011 13:33) [Материал]
რა დავუპოსტო ბასო,გაბიმ გადასარევად იცის როდის არის მართლმადიდებლური შობა.დანარჩენები კიდევ უდებილესები არიან.აბა კაცი ქალიშვილობის ინსტიტუტს რომ სასწავლებელთან გააიგივებს ,იმას რა უნდა აუხსნა.ჩუგუნი ჩუგუნად დარჩება.არც მინდა მაგათ გამო ნერვები მოვიშალო biggrin მაგრამ თუ როდისმე გაბრაზებული ვიქნები რამეზე,აი მაშინ შეიძლება შეუვარდე. biggrin biggrin ეხლა მაგ დებილებთან არც ვიკადრებ კამათს

biggrin

0  
6 კორშა   (25.12.2011 13:38) [Материал]
ლონდა,ნუ იშლი ნერვებს,ეს სტატია აშკარად დაკვეთილია.ვინც ფულს უხდის იმას ემსახურება ეს ჟურნალისტი.მაგრამ ბიძინა რაღაც პასიურობს ასე მგონია.ხალხში უნდა გავიდნენ და რეალურად უნდა დაიწყონ მუშაობა ამომრჩეველზე.მე ამათი უმოქმედობა მაღიზიანებს.სანამ ეს დამპლები დაუმუშავებენ ტვინს მოსახლეობას,ბიძინამ უნდა მოახერხოს თავის რეალიზება.თორემ ზოგი ისეთი დებილია რომ ეტყვიან ბიძინა რუსეთის კაციაო დაიჯერებენ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025