ოთხშაბათი, 18.06.2025, 18:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » "ამგვარი ჭორები შემთხვევით არ ვრცელდება, ამას ჰყავს ერთი ავტორი"
12:56
"ამგვარი ჭორები შემთხვევით არ ვრცელდება, ამას ჰყავს ერთი ავტორი"
"ამგვარი ჭორები შემთხვევით არ ვრცელდება, ამას ჰყავს ერთი ავტორი" "ძალიან ცდილობენ ისე წარმაოდგინონ, რომ მე ვიღაცები რაღაცას მაწყვეტინებენ. მე ასეთი კაცი არ ვარ. ათი წლიდან დამოუკიდებლად ვიზრდებოდი, თორმეტი წლის სკოლის არდადეგებზე უკვე მეზობელ ქალაქებში დავდიოდი სამუშაოდ. იმას, რაც არ მომწონს ვერავინ გადამაწყვეტინებს." - ეს განცახდება ბიძინა ივანისვილმა ამ ორიოდე კვირის წინ გააკეთა, როდესაც კითხვა გარემოცვის თაობაზე დაუსვეს. როგორც ზოგდად, ასევე ქართულ პოლიტიკაშიც გარემცა ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, შესბამისად, ბუნებრივია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილი ფიგურისადამი ინტერესთან ერთად ერთად აინტერსებს ის გარემოცვა და პოლიტიკური კონფიგურაცია, რაც მის გარშემო ყალიბდება. ივანშვილის პარტია ჩამოყალიბების პროცესშია, შასაბამისად ალბათ ბუნებრივიც კია ის მითქმა-მოთქმა, რაც ამ პროცესს ახლავს. თუმცა ყოფილი სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის "ქართული ოცნებისდან" წამოსვლამ და მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრი კითხვა წარმოშვა. ქალბატონი ნანას თქმით, ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბების პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს დიდწილად იმის გამო, რომ ამ პროცესში ერევიან რესპუბლიკური პარტიისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელები. მან ასევე გააკეთა განცახდებები იმის თაობზე, რომ ის გარემოცვა რაც დღეს შეიკრიბა ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრობა არასწორ ნაბიჯებს დგავს. ამ საკითხის გარკვევა ვცადეთ რესუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ქალბატონ თინა ხიდაშელან, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" საქსპერტო დახმარებასაც უწევს.

- მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა მსგავს განცხადებაზე კომენტარი არ უნდა ვაკეთოთ. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ამომწურავად ილაპარაკა "ქართული ოფისის" ხელმძღვანრლმა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც თქვა, რომ არც ერთხელ არ შეხევდრია ქალაბტონ ნანა დევდარიანს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სადღაც მუშაობდა და იმ სამსხურის ოფისის ხემძღვანელს არც კი იცნობს, აი ესაა გაუგებარი. ისე, მე ნანა დევდარიანი "ქართულ ოცნებაში" ერთხელაც არ მინახავს.

- ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ თქვენი პარტია და "თავისუფალი დემოკრატები" ერევით ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბების პროცესში და ამით საქმეს ურთულებთ…


- ამაზე მხოლოდ ის შემიძლია გითხართა, რომ ქალბატონ ნანა დევდარიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს. ის პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ამბობს, რომ მას თურმე არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. თუ ასე ფიქრობს მის შესახებ, მაშინ გაუგებარია, თვთონ რატომ გაუჩნდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი? მე არ ვფიქრობ ნამდვილად ასე. პირიქით ბატონ ბიძინასთან ურათიერთობაში სულ სხვა გამოცდილება შევიძინე. გაბრაზებული ადამიანის შემოტევებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებთ, რადგან უფრო დიდი მტერი გვყავს საპასუხო და დასამარცხებელი ვიდრე ამგავრი კინკლაობა და მითქმა-მოთქმაა.

- თუმცა ამგვარი მითქმა-მოთქმისას ჩნდება კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი, ნანა დევდარიანის განცხედებებამდეც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ იყო გარკვეული დაპირისპირება იმ ჯგუფებს შორის, რომელიც ერთ პოლიტიკურ ცენტრად აპირებს ჩამოყალიბებას.

- ამგვარი ჭორები შემთხვევით არ ვრცელდება, ამას ჰყავს ერთი ავტორი, ვინც ამას თხზავს და ავრცელებს. შესაბამისად, კითხავაც ასე უნდა დაისვას: ვის რა ინტერესი აქვს და რატომ ავრცელებს ამ ჭორებს? ერთადერთი ინტერესი შეიძლება დავინახოთ ამ ყველაფერში, თუმცა მეტ შეფასებას აღარ გავაკეთებ, ყველას აქვს უფლება ის იფიქროს და ილაპარაკოს, რაც სურს. როდესაც ბრალდებებს  ვინმეს უყენებ, ეს ბრალდებები უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული.

- ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მომავალ პარტიაში ყოფილი რესპუბლიკელის მურმან დუმბაძის წევრობაც განიხილებოდა, მაგრამ რესპუბლიკურმა პარტიამ ეს დაბლოკა, ეს თუ შეეფერება ეს სიმართლეს?

- საინტერესოა ვინ ამბობს, ამგვარი რამ ბიძინა ივანიშვილისგან ან ჩვენგან ვინმემ მოისმინა? ვიღაცამ, სადღაც თქვა ან დაწერა, არ ნიშნავს იმას, რომ აბსურდზე და არარსებულ ამბავზე კომენტარი უნდა გავაკეთო. 

- მაშინ იქნებ გვითხრათ, რეალურად რა ხდება "ქართულ ოცნებაში" და ბოლოს და ბოლოს როდის ჩამოყალიბდება ბიძინა ივანიშვილის პარტია?

- ბიძინა ივანიშვილის პარტიის ჩამოყალიბებაზე მე არ უნდა გავკეთო კომენტარი, რადგან მე სხვა პარტიის წარმომადგენელი ვარ. ისე, როგორც ვიცი, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მიმდინარეობს არაერთ ადამიანთან მოლაპარაკება, როცა ყველაფერი გადაწყდება, გაკეთდება განცახდება და ყველა ყველაფერს შეიტყობს.
ნანახია: 905 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025