ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:27
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » 2012 წლის "ევროვიზიაზე" საქართველოს უკრაინელი მომღერალი წარადგენს?
09:15
2012 წლის "ევროვიზიაზე" საქართველოს უკრაინელი მომღერალი წარადგენს?

"ვანეჩკა" - ასე უწოდებენ მოფერებით მეგობრები ივანა მელაის. უკრაინელი მომღერალი, ტელეწამყვანი და უბრალოდ მომხიბვლელი გოგონა თითქმის ერთი წელია საქართველოში გადმობარგდა საცხოვრებლად და "ბოროტი ენები" ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 500 ათასი ლარი უჯდება. 

ივანა მელაი - "მიშას უკრაინელი გოგო"

მელაი ამბობს, რომ საქართველოს დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს. სავარაუდოდ, აქ თავს კარგად გრძნობს, რადგან გავრცელებული ცნობებით, მას პირადად სააკაშვილი ლობირებს და აფინანსებს. 

ივანამ საქართველო პირველად განახლებული მესტიის პრეზენტაციის დროს ნახა, როცა კონცერტზე სხვა უკრაინელ მომღერლებთან ერთად მიიწვიეს. იცეკვა, იმღერა და პრეზიდენტიც გაიცნო. სწორედ ამის შემდეგ მიატოვა მუსიკალური კარიერა, საავტორო გადაცემა უკრაინის ერთ-ერთ პოპულარულ არხზე და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თუმცა ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რომელსაც თავადაც ღიად აცხადებს. მის პირად ცხოვრებაზე კი იმას ამბობენ, რომ ის "მიშას გოგოა", რომელმაც სამთავრობო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია "პირველ საინფორმაციო კავკასიურთან" ნახევარმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარდა ამისა, ივანას სოლოკონცერტი ბათუმის პიაცაზე ასევე მთავრობამ დააფინანსა. იმასაც ამბობენ, რომ ივანა საპატიო სტუმრის სტატუსს ითხოვს უმაღლესი დონის გასართობ ღონისძიებებზე და მიშას უკრაინელ მეგობარს უფასოდ ემსახურება ბათუმის "შერატონი" და "რედისონი".

რას ამბობს თავად ივანა თავის "ქართულ ამბებზე"? რასაკვირველია, კულუარულ ინფორმაციაზე კომენტარებს არ აკეთებს, თუმცა თუ უკრაინაში მოხვდება, თანამემამულე ჟურნალისტებს შედარებით გულახდილად ესაუბრება.

"თუ პრეზიდენტია, მაშინ მოკლე ქვედატანს ვიცვამ"

- რამ გაიძულათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება და საქართველოში დაფუძნება?
- მესტიაში წარმატებული კონცერტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიმიწვია ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზატორებმა დამარწმუნეს, ძალები მეცადა და უკრაინიდან წამიყვანეს. ამ ადამიანებმა ისე მაჩვენეს თავიანთი ქვეყანა, რომ შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა. როგორც კი კიევიდან წავედი, ყველაფერი ზედმეტისგან გავთავისუფლდი. შემეძლო, უკრაინაში დავრჩენილიყავი და სულელურ წვეულებებზე მევლო, მეფიქრა, რომ ვარსკვლავი ვარ. მეტად აღარ მჯერა ამ პათოსის. ჩემი ახლანდელი დღე ისეთი სავსეა, რომ უბრალოდ ვიღვიძებ, აეროპორტში მივდივარ, თვითმფრინავში ვჯდები და თვალებს ვახელ, როცა სტიუარდესა მაღვიძებს სიტყვებით "მიწაზე დავეშვით". თანაც ეს იმ დროს, როცა ფრენის მეშინია.

- გვიამბეთ ახალ პროექტზე...
- ეს პოზიტივია, სიკეთე და რაღაც კარგი. ჰქვია "ივანა მელაისთან ერთად". პროგრამას 18 ქვეყანაში უყურებენ, ამერიკის ჩათვლით. პროგრამის აზრი ის არის, რომ უნდა ვიპოვო 5 მიზეზი, რის გამოც საჭიროა ამა თუ იმ ქვეყანაში წასვლა. მეც, როგორც შემოქმედი ადამიანი, ქვეყანაში ჩავდივარ და იმ ადამიანებს ვეკონტაქტები, ვისაც აქვს თავისი ამბავი. ეს შეიძლება იყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები ან უბრალოდ, საინტერესო ადამიანები. თუ ეს ცნობილი ფეხბურთელია, შემიძლია, მასთან ერთად ქუსლებზე შემდგარმა ფეხბურთი ვითამაშო. თუ პრეზიდენტია, მაშინ მოკლე ქვედატანს ვიცვამ (იცინის). 

- თუ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაქვთ ამ ქვეყანასთან, "ევროვიზიაზეც" ხომ არ გამოხვალთ საქართველოს სახელით?
- სავსებით შესაძლებელია (იცინის). რატომაც არა. უკრაინაში ჩემთვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს სახელს ეხება, ადრე თუ გვიან ამოტივტივდება.

- ასე დაკავებული ხართ, თუმცა შესანიშნავად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ ამას?
- დიდი მადლობა. ერთს ვიტყვი, ეს გენებია. შემიძლია, თავს ღვინის სმის უფლება მივცე, ღამეები არ მეძინოს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდობის წყალობაა.

- მეგობარი მამაკაცი თუ გყავთ?
- ვითარებათა გამო ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ის დიდსულოვანი ადამიანია, ძალიან გულუხვი. შეიძლება დაიწყოს ფრაზა და მე განვაგრძო, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ღმერთმა ქნას, მისი ცოლი გავხდე.

- მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?
- მინდა, უფასო სკოლა გავხსნა ნიჭიერი ბავშვებისთვის, დიდი პროფესიონალების ხელმძღვანელობით. ბავშვები უფასოდ ჩაეწერებიან სტუდიაში. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმისთვის არის, რომ ჩვენი სამყარო გადავარჩინო. არ ვხუმრობ. ჩემმა მუსიკამ ადამიანებს ემოციები, გრძნობები უნდა მოუტანოს. შეიძლება ეს ხმამაღლა ჟღერს და, რა თქმა უნდა, ბევრი დასცინებს 24 წლის ქერა ლამაზმანს, მაგრამ ნამდვილად ასეა. და კიდევ ჩემი ოცნებაა - ჩემი მსმენელი მყავდეს და უიტნი ჰიუსტონთან დუეტში ვიმღერო.

დოსიე

ივანა მელაი 1987 წლის 16 აპრილს დაიბადა ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ ხუსტში. ბავშვობიდან ნიჭიერებით გამოირჩეოდა და სპეციალურ სკოლაში მიიყვანეს. 1995 წელს გახდა კონკურს "ბრავოს" ლაურეატი, რასაც კიდევ რამდენიმე კონკურსის ლაურეატობა მოჰყვა. 1999 წელს ჩაატარა თავისი პირველი სოლოკონცერტი. სულ მალე უკრაინაში პოპულარული გახდა, რამდენიმე ალბომი გამოსცა, მონაწილეობდა კონკურსებში, ფესტივალებზე, კონცერტებში. ჰქონდა რამდენიმე გულახდილი ფოტოსესია, მათ შორის ჟურნალ "პენტჰაუსის" უკრაინული გამოცემისთვის, მიჰყავდა გადაცემა უკრაინის ტელეარხზე. რამდენჯერმე დაასახელეს უკრაინისა და რუსეთის ყველაზე სექსუალურ ას გოგონას შორის.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)



წყარო/Source: http://geo.ambebi.ge/kultura/44678-2012-tslis-qevroviziazeq-saqarthvelos-ukraineli-momgherali-tsaradgens.html#ixzz1f0OubFm6
ნანახია: 1727 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 5
0  
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩამოხიდე კაზიმირასთან

1. ცოლი საქართველოშია და მყუდროდ ვიქნებით smile
2. ველური ვენახივით შემოზრდა ვიცი წელზე
3. ძაან სერიოზული მასაჟები ვიცი
4. მჭიდრო კავსირი ძვლებით
5. პეპელასავით დაგაგიპნოზებს და გველივით გიკინავს

5 მიზეზი ტუ რატო არ უნდა ჩამოხვიდე კაზიმირასთან

1. ცოლი კია წასული მარა თუ წამოგვადგა გაგწირავ smile
2. ღამე მიყვარს ზურგს რო მფხანენ
3. ძილში გაზები მაწუხებს (ისეც)
4. მიყვარს სახლში სიშველი ყოფნა და ფეხზე დამდგარი ჭამა.

0  
2 Aleki   (28.11.2011 15:36) [Материал]
bevri nichieri qartveli ucxoetshi garbis usaxsrobis gamo da es cindliani kidev rogor apinansebs ivanas..ramdeni nichieri momgerali gvyavs da neta riti jobia es mat...

0  
Aleki , is katsi saqartvelosa da qarrtvelebze ki ar fiqrobs - tavis tavs ussworebs

0  
4 ლიონ   (28.11.2011 19:02) [Материал]
gamarjobat.ixaret da gamravldit.

0  
5 პაკო   (29.11.2011 05:40) [Материал]
oox misha she nabichvaro ra qalebs itrevs es xrushiani biggrin angry
ok kacia, unda da yavdes magram tavisi jibidan sheinaxos an nabichvarma . magis bozebic sawyali xalxis kiserze xom ar unda ijdnen ?!
500 000 larit ramden gachirvebul ojaxebs daexmareboda es unamuso dorbliani kaci

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025