პროექტი
,,წლის ქართველი სტუდენტი საბერძნეთში", წარმოადგენს არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,Georgian Students Assosiation in Greece" პროექტს, რომელის
დაარსების ინიციატორიც არის ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და
ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცე- პრეზიდენტი ავთანდილ გიუნაშვილი.
პროექტი არაა ერთჯერადი ღონისძიება. წარმოადგენს ყოველწლიურ სტუდენტურ
კონკურსს, საბერძნეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო
ქართველი სტუდენტის გამოსავლენად.
,,წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის" წოდების მოსაპოვებლად, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება უნივერსიტეტში.
2. წარმატებით აბარებდეს გამოცდების უმეტეს ნაწილს.
3. თუ გადის დამამთავრებელ წელს, გამოქვეყნებული ჰქონდეს თავის დარგში
რამდენიმე პუბლიკაცია ან შესრულებული ჰქონდეს რაიმე პროფესიული სამუშაო.
სასურველია, გამოირჩეოდეს აქტიურობით უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში.
„წლის საუკეთესო სტუდენტს" ავლენს ასოციაციის საპატიო წევრებიდან, პროექტის ინიციატორისა და გამგეობის მიერ შერჩეული ჟიური.
წელს, ვინაიდან ასოციაციას არ ჰყავდა საპატიო წევრები, წლის სტუდენტს
გამოავლენა ხალხს მიენდო, ყველაზე ობიექტური და ღია საშუალების. სოციალური
ქსელ ,,ფეისბუქის " გამოყენებით.
2011 წლის 6 ივნისს, პროექტი პირველად შედგა და მას საბერძნეთში
საქართველოს საელჩომ უმასპინძლა. პროექტს ესწრებოდნენ ასევე თბილისიდან
ჩამოსული ახალგაზრდული და სტუდენტური ორგანიზაციების ლიდერები.
აღსანისნავია, რომ პირველად საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონ ირაკლი თავართქილაძემ მიიღო გადაწყვეტილება და
პროექტის მხარდაჭერის აღსანიშნავად ამავე დღეს, სპეციალურად
სტუდენტებისათვის გამართა მიღება.
საღამოს დასასრულს, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განათლების და კულტურის
საკითხებში კოტე ჩატიდმა გამოაცხადა, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" არსებული
შედეგებით გამარჯვებული ორი სტუდენტი. წელს ხალხის რჩეულები გახდნენ,
ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი ზაზა
ეჯიბიშვილი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სალი კიკნაძე.